Skytrax-მა გამოაქვეყნა საუკეთესო აეროპორტების ყოველწლიური რეიტინგი, რომელიც ეყრდნობა 12.85 მილიონი მომხარებლის შეფასებას. კველვა 110 ქვეყანაში ჩატარდა და 410 აეროპორტს შეეხეო. მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტის ტოპ ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

10. ჰიტროუს აეროპორტი, ლონდონი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 69.4 მილიონი.
წარმოადგენს მესამე ყველაზე გადატვირთულ აეროპორტს მსოფლიოში. ასევე დასახელებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აეროპორტი მსოფლიოში.london-heathrow-airport-2

9. ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 18 მილიონი.
მიუხედავად იმისა რომ აეროპორტი არ ითვლება როგორც ყველაზე გადატვირთულად, რეიტინგში მისი მონაწილეობა განაპირობა მისმა უნიკალურობამ. აეროპორტში განთავსებულია ჩრდილო-ამერიკელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი სკულპტურების კოლექცია.3536192706_8541bde309_b

8. ციურიხის საერთაშორისო აეროპორტი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 24.8 მილიონი.
შვეიცარიის უდიდესი აეროპორტი 2003 წლიდან კიდევ უფრო გაფართოვდა, რაც მას ახალი ტერმინალი და მიწისქვეშა ავტომატიზირებული მატარებლების სისტემა დაემატა. თუმცა, გამარჯვებულთა სიაში ის თავისი სერვისების გამო მოხვდა, მაგალითად, აეროპორტი მომხმარებელს სთავაზობს ბარგის ნებისმიერ ადგილზე მიწოდების სერვისს.zurich-airport-4

7. პეკინის საერთაშორისო აეროპორტი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 78.7 მილიონი.
მსოფლიოში მეორე ყველაზე გადატვირთული აეროპორტი ყოველთვიურად რამდენიმე მილიონ მოგზაურს ემსახურება და ამჟამად მისი შესაძლებლობების პიკზე მუშაობს. ამიტომ, ქალაქი გეგმავს კიდევ ერთი აეროპორტის აშენებას. რაც შეეხება პეკინს, იგი ცნობილია თავისი გიგანტური თაღოვანი შენობით.beijing_capital_international_airport_200908

6. ტოკიოს (ჰანედა) საერთაშორისო აეროპორტი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 62.6 მილიონი.
მიწის ეფექტური გამოყენებისთვის აეროპორტი რამდენიმე სართულისგან შედგება და ერგონომიულად არის დაგეგმარებული.tokyo-haneda-airport-terminal-1-marketplace-1

5. ამსტერდამის აეროპორტი, სხიპოლი.
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 49.8 მილიონი.
აეროპორტი 1916 წელს აშენდა როგორც სამხედრო ბაზა და შემდგომ გადაკეთდა საერთაშორისო აეროპორტად. მისი უნიკალურობა მის გასართობ კომპლექსებშია. აქ ფუნქციონირებს რამდენიმე სახის კაზინო და გასართობი ცენტრი.schipol-airport-amsterdam

4. ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 53.3 მილიონი.
ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა აეროპორტი. აეროპორტში ფუნქციონირებს საუკეთესო რესტორნები და კაფეები. ასევე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ გოლფის თამაში.hong-kong-international-airport-18

3. მიუნხენის აეროპორტი, გერმანია.
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 37.8 მილიონი.
აეროპორტის დიზაინი ძალიან მომხიბვლელია, კედლები და ჭერი მოპირკეთებულია შუშით და სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. აეროპორტი ასევე ცნობილია თავისი შოპინგ ცენტრებით და კაფეებით.shutterstock_17375

2. ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტი, სამხრეთ კორეა.
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 39.2 მილიონი.
ხუთ ვარსკვლავიანი აეროპორტი 2001 წელს გაიხსნა და ცნობილია თავისი არქიტექტურით და დიზაინით. აქ შეგიძლიათ იხილოთ მუზეომები, რომელშიც შეგიძლიათ ეზიაროთ კორეის კულტურას.incheon-airport-korea

1. სინგაპურის (ჩანგი) საერთაშორისო აეროპორტი
ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა: 46.5 მილიონი.
აეროპორტის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ მგზავრებს მოუხსნას მოგზაურობისგან მიყენებული სტრესი. სპეციალური განათების სისტემა, გამწვანება, სპორტ დარბაზები და გარე საცურაო აუზიც კი განკუთვნილია რელაქსაციისთვის.changi-airport-1

წყარო:  Skytrax World Airport Awards

 

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი