72211782 245e8ce16e z

სტატიაში შემოგთავაზებთ გიგანტური შოფინგ მოლების კლასიფიკაციას, რომელიც ეყრდნობა მოლის მიერ დაკავებულ ფართობს. საინტერესოა ფაქტია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ორი არ მდებარეობს აზიაში.

10. სიამი პარაგონი ( 299 ათასი კვადრატული მეტრი)467245145_87582cf82d_zბანკოკში განთავსებული შოპინგ მოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდია დედამიწის ზურგზე. მოლში ცნობილი ბრენდების მაღაზიებსა და რესტორნებთან ერთად განთავსებულია საოკეანო აკვარიუმი, ხელოვნების გალერეა და საოპერო დარბაზი.

9. ბერჯაია თაიმს სქვერი (319 ათასი კვადრატული მეტრი)4586322419_aabddc3941_z
მდებარეობს კუალა ლუმპურში.  ბერჯავია წარმოადგენს ორი კოშკისგან შემდგარ კომპლექსს, რომელშიც შოპინგ მოლის გარდა განთავსებულია 2 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ბერჯავია მსოფლიოს ყველაზე დიდი ფართობის მქონე შენობებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. შოპინგ მოლში განთავსებულია 1000-მდე მაღაზია, 65 საკვები ქსელი, IMAX-ის კინოთეატრი და ა.შ.

8. სტამბულის ჯავაჰირი (322 ათასი კვადრატული მეტრი)72211782_245e8ce16e_z
ცენტრი გაიხსნა 2005 წელს და მდებარეობს სტამბულის ევროპულ ნაწილში. ჯავაჰირი ევროპაში ყველაზე დიდი მოლია, რომელშიც განთავსებულია 343 მაღაზია, 34 სწრაფი კვების ობიექტი, 14 ექსკლუზიური რესტორანი, ბოულინგ ცენტრი და სხვა გასართობი დაწესებულებები.

7. SM მეგამოლი (334 ათასი კვადრატული მეტრი)2331240236_c5cd673964_z
ფილიპინებზე მდებარე მოლი 1991 წელს გაიხსნა და მას ყოველდღიურად 800 000 ადმიანამდე სტუმრობს, თუმცა მისი მაქსიმალური შესაძლებლობა 4 მილიონ ადამიანს აღემატება. მოლს ორი ძირითადი შენობა აქვს – აქედან პირველში განთავსებულია კინოთეატრები და გასართობი ცენტრები, ხოლო მეორეში – მაღაზიები.

6. დასავლეთ ედმონდის მოლი (350 ათასი კვადრატული მეტრი)west_edmonton_mall
კანადის უმსხვილესი მოლი, აშენდა 1981 წელს და უკვე 30 წელზე მეტია ემსახურება მომხმარებელს. დღესდღეობით იგი ამერიკის კონტინენტზე უდიდეს მოლად ითვლება. მაღაზიებთან ერთად მოლში განთავსებულია გიგანტური გასართობი პარკი, ყველაზე დიდი საცურაო აუზი და ყინულის სასახლე.

5. დუბაი მოლი (350 ათასი კვადრატული მეტრი)3102871173_1773762533_z
დუბაის მოლი წარმოადგენ ბურჯ ხალიფას შენობის ნაწილს, რომელიც ყველაზე მაღალი შენობაა დედამიწაზე.  50 საფეხბურთო მოედნის ზომის ტერიტორიაზე განთავსებულ მოლში 12000-მდე მაღაზიაა წარმოდგენილი.  აქვეა უდიდესი აკვარიუმი და მსოფლიოს ყველაზე დიდი ტკბილეულის დახლი.  მოლში ფუნქციონირებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და 22 კინოდარბაზი.

4. SM აზიის მოლი (390 ათასი კვადრატული მეტრი)163303426_9b5c175f63_z
ფილიპინებზე მდებარე ეს მოლი 2006 წელს გაიხსნა და 4 შენობისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ფეხით სასიარულო გზით. მოლში მოძრაობს ტრამვაი, რომელსაც მომხარებლები სხვადასხვა წერტილში გადაყავს. აქვეა განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი 3D კინოთეატრი.

3. ცენტრალ ვორლდი (430 ათასი კვადრატული მეტრი)4091995923_5b54b7e1f8_z
8 სართულიანი მოლი ბანკოკში 1991 წელს გაიხსნა და ტაილანდის ყველაზე დიდ მოლს წარმოადგენს.  იგი პოზიციონირებას ახდენს, როგორც საშუალო კლასისთვის განკუთვნილი დაწესებულება.

2. გოლდენ რესურს მოლი (557 ათასი კვადრატული მეტრი)321342448_525960d208_z
ამერიკის ცნობილ Mall of America-ზე 1.5 ჯერ დიდი ეს სავაჭრო დაწესებულება 2004-2005 წლებამდე ყველაზე დიდ მოლს წარმოადგენდა დედამიწაზე.  საოცრება ის არის, რომ მოლში საშუალო ჩინელის მიერ დახარჯული თანხა ბევრად აღემატება მის ყოველთვიურ შემოსავალს (ალბათ, გაგახსენდათ საბჭოთა კავშირი).

1. სამხრეთ ჩინეთის მოლი (600 ათასი კვადრატული მეტრი)Dongguan October 2010
განთავსებულია დონგუანიგის პროვინციაში.  ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი მოლია დედამწაზე.  მოლში განთავსებულია 7 ზონა დედამიწის არქიტექტურული შედევრებისთვის, მათ შორის ტრიუმფალური თაღისა და გონდოლებიანი კანალის. მიუხედავად ამისა, მოლი, დღეის მდგომარეობით, მთლიანად არ არის ათვისებული და მაღაზიები მხოლოდ შესასვლელშია განთავსბეული.  შენობას მეტსახელად მოჩვენებებეის მოლსაც უწოდებენ.

დატოვე კომენტარი

კომენტარი