Cube houses

1. Free Spirit Spheres – უჩვეულო სასტუმრო ვანკუვერის კუნძულზე, კანადა.Free Spirit Spheres
Eva, Erin და Melody სამი სფეროსებრი ხის სასტუმრო სახლია კანადის ტროპიკულ ტყეში, Vancouver-ის კუნძულზე. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს სტუმრის სულიერ კავშირს ტყესთან, ბუნება კი ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებაში. იდეალური ადგილია გაექცე ქალაქის ხმაურს, განმარტოვდე და დატკბე ველური ბუნებით.

2 . Dalat’s Crazy House- გიჟური სახლი, ვიეტნამიDalat's Crazy House
შენობა პირველივე დანახვაზე გაუდის უჩვეულო არქიტექტურას გაგახსენებთ. სახლი ვიეტნამში, ქალაქ დალათაში მდებარეობს. ”ზღაპრული სახლი” თავისი გამოქვაბულითა და დეკორაციული ელემენტებით ერთი შეხედვით გიგანტურ ხეებად მოგეჩვენებათ. ადგილობრივებს განსხვავებული ფორმების გამო ეს ადგილი დიდად არ უყვართ და სასტუმრო სახლს ძირითადად ტურისტები სტუმრობენ.
შენობის ორიგინალურობის გამო პირველმა სტუმრებმა მას ”გიჟური სახლი” შეარქვეს, მას მერე მას ასეც უწოდებენ.

3. Montaña Mágica Lodge – ჩილეMontana magic
ზღაპრული სახლი განთავსებულია ჩილეს ბიოლოგიურ ნაკრძალში – ”Huilo-Huilo”.
იგი აცოცხლებს ძველ ლეგენდას პატაგონიაში მდებარე დიდი მთის შესახებ, რომლის დაპყრობითაც ნებისმიერი სურვილი სრულდებოდა. შენობა ვულკანს მოგვაგონებს და ლავის მაგივრად მთის მწვერვალიდან ჩანჩქერი ჩამოედინება. სასტუმროს ოთახებს ნომრების ნაცვლად მობინადრე ჩიტების სახელები აქვთ მინიჭებული.
მისი მშენებლობა 2005 წელს დასრულდა. ფასადური ქვები თავად ნაკრძალშია მოძიებული, შიდა დიზაინი კი მთლიანად ბუნებრივი მასალითაა შესრულებული. სასტუმროს დიზაინი ისე ერწყმის გარემო ლანდშაფტს, რომ ძნელია დაინახო განსხვავება მათ შორის.

4. Dutch cube houses – ჰოლანდიური კუბის სახლები, როტერდამი, ნიდერლანდებიCube-houses
განთავსებულია ოვერბლექის (overblaak) ქუჩაზე. ტრადიციული ჰოლანდიური ტიპის სახლი 45 გრადუსით გადახრილ ერთ მთლიან საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს. თავდაპირველად საცდელად სამი კუბი აიგო, მოგვიანებით კი – 1977 წელს დაპროექტდა და აშენდა 39 სახლი ორი საყრდენით (ე.წ. ”სუპერკუბიკით”). სასტუმროების გახსნამდე, ტურისტთა დიდი ინტერესის გამო, ერთ-ერთმა მეპატრონემ საკუთარი საცხოვრებელი ბინა შოურუმად გადააქცია და სტუმრებს შიდა დიზაინის დათვალიერების საშუალება მისცა.

5. Bubble houses – ბუშტების სახლი, სამხრეთ საფრანგეთიBubble houses
პიერ კარდენის ”ბუშტების სახლი ” კანიდან 10 კმ-ში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
80-იან წლებში პიერ კარდენმა შეისყიდა მიტოვებული მშენებლობა და ცნობილი არქიტექტორის ანტი ლოვაგის (Antti Lovag) დახმარებით ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა. სახლის ფართობი 1200 კვადტარული მეტრია.
ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ხუთას ადგილიანი ამფითეატრი, რომელიც გახსნისთანავე საზოგადოების თავშეყრის ადგილად გადაიქცა.

6. Twisted House – მოხრილი სახლი, ინდიანას შტატი, აშშTwisted House
ამერიკელი მხატვრის John McNaughton-ის ნამუშევარი. სახლი დამზადებულია ბუნებრივი ქვისა და კედრის ხისგან. უცნაური ისაა, რომ შენობა სიმაღლისგან გადახრილი მაღალი სახლია, რომელიც სახურავით მიწაშია ჩარგული. აღსანიშნავია ისიც, რომ მხატვარი ინდიანას უნივერსიტეტში 35 წელი ასწავლიდა ხატვას, დურგლობასა და ქანდაკებას და მისი ნამუშევრები მრავალ მუზეუმსა და თვით ”თეთრ სახლშიც” კი არის წარმოდგენილი.

7. Casa Batlló – ბარსელონა, ესპანეთიCasa Batlló
„ბატლოს სახლი“ ასევე ცნობილია როგორც ”ძვლების სასახლე”. 1877 წელს აგებული ძველი შენობა ტექსტილის მაგნატ Josep Ball-and-Kasanovas ეკუთვნოდა. 1904-1906 წლებში ანტონი გაუდიმ ნაგებობა სრულიად ახლებურად გარდაქმნა და ძველი შენობის მხოლოდ საყრდენი კედლების გამოყენებით მართლაც, რომ სასწაული შექმნა. აქ არ არის არცერთი სწორი ხაზი. შეუძლებელია არ ამოიცნო გაუდის სტილი შესაბამისი დამახასიათებელი ფორმებით.
მრავალი ხელოვნებათმცოდნე თვლიდა, რომ სწორედ ამ პროექტით დაიწყო ახალი ეტაპი გაუდის შემოქმედებაში.
1962 წელს სახლი გამოცხადდა ბარსელონას ხელოვნების ძეგლად, 1969 წელს ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობად, ხოლო 2005 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

8. Upside down house – თავდაყირა სახლი, ტრაზენხეიდი, გერმანიაUpside down house
აიგო 2008 წელს პროექტ ”თავდაყირა მსოფლიოს ”ფარგლებში პოლონელი არქიტექტორების Klaudiusz Golos-ა და Sebastian Mikiciuk-ის მიერ.
იდეა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით დაიბადა და მართაც, რომ სანახაობრივია ”თავდაყირა სახლი”, რომლის ინტერიერიც კი ”თავდაყირაა” წარმოდგენილი.

9. Markthalle Altenrhein – შტადი, შვეიცარიაMarkthalle Altenrhein
ავსტრიელი არქიტექტორის ფრიდრიხ შტოვაცერის ულამაზესი ნამუშევარი, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივი ბაზრისთვის იყო შექმნილი, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა რეგიონის ნაწარმი. ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო: სანახაობრივი შენობა, რომელიც მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს. მოგვიანებით ეს ადგილი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობდა.

10. Nautilus House -ნაუტილუსის სახლი, ნაუცაპლანი, მექსიკაNautilus House
ახალგაზრდა ოჯახს დაებადა იდეა, რომ ნაცვლად სტანდარტულისა, ეცხოვრათ ორიგინალური ფორმის სახლში. ეს იდეა მათ მექსიკელმა არქიტექტორმა Javier Senosiain-მა განუხორციელა, რომელიც ბიო-არქიტექტურის საუკეთესო მცოდნე გახლდათ. ლოკოკინის ნიჟარის ფორმის სახლი ფერადი ვიტრაჟებით მართლაც, რომ უჩვეულო აგარაკია.

ნათია მიქაძე

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი