Cover

ბევრჯერ გაგვიგია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „ფილმები, რომლებიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ“ და ა.შ. ასევე მსოფლიოში გამოიყოფა რამდენიმე ისეთი ადგილი, რომლიც, როგორც იტყვიან, „უნდა იხილო, სანამ ცოცხალი ხარ“. სტატიის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მკითხველს (ტურისტს) წარმოდგენა შეექმნას იმ ადგილების შესახებ, რომელთაც თამამად მოიხსენიებენ სიცოცხლის განმავლობაში აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებად.

საჰარის უდაბნო

sahara

მდებარეობს ჩრდ. აფრიკაში და წარმოადგენს ყველაზე დიდ უდაბნოს მსოფლიოში. როგორც ამბობენ, უწინ ამ ადგილას ამწვანებული მინდვრები იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ მისი გაუდაბნოება განაპირობა. ამ უდაბნოს სახელი წარმოდგება არაბული სიტყვისგან „Sahra“, რაც უდაბნოს ნიშნავს.

ბაალბეკი

baalbeke

პატარა ქალაქი ლიბანში, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ის ცნობილია რომის იმპერიის დროინდელი ნანგრევებით. ბაალბეკს თვლიან ერთ-ერთ ანტიკურ საოცრებად და რომაული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად.

ანხელი

anheli

ჩანჩქერი ვენესუელაში (მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი). მისი სიმაღლე იმდენად დიდია, რომ სანამ წყალი მიწაზე დაეშვება, მისი უმეტესი ნაწილი ჰაერში ორთქლდება ან ბურუსად იქცევა ხოლმე. ადგილობრივები ამ ადგილს “Kerepakupai vena” უწოდებენ, რაც უღრმესი ადგილის ჩანჩქერს ნიშნავს.

მარაკეში

marakesh

ქალაქი მაროკოში, რომელიც წითელი ქალაქის სახელით არის ცნობილი. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საიმპერიო ქალაქს მაროკოს ისტორიაში. ამ ქალაქს მილიონობით ტურისტი სტუმრობს. მარაკეში არაბულად ღმერთებისა და კერპების მიწას ნიშნავს. მარაკეშის ცნობილი ბაზარი მილიონობით ტურისტს იზიდავს.

არაბული კოშკი დუბაიში

dubai

ეს არის მდიდრული შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მაღალი სასტუმროა. იგი კუნძულზე მდებარეობს და დუბაის კერძო ხიდით უკავშირდება. საოცარია იმ სანახაობის ხილვა, რომელიც ამ სასტუმროში ელით სტუმრებს. წარმოუდგენლად ლამაზი და ზღაპრული გარემო მოგწყვეტთ გარე სამყაროს და ოცნების უფლებას მოგცემთ!

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი