Siroco

1. ” Grotta Palazzese” – პუგლია, იტალია Grotta Palazzese ბარის პროვინციის, კლდოვან სანაპიროში შეჭრილი ცნობილი გამოქვაბული ”Palazzese”, რომელიც ყველაზე ცნობილია 80 ბუნებრივ გამოქვაბულს შორის. დიდ, მომრგვალებულ დარბაზის ცენტრში, რომლის დიამეტრიც 30 მეტრია, განთავსებულია რესტორანი. 1730 წელს ნეაპოლის ჰერცოგი და პოლიგანოს ლორდი ამ ადგილს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მისაღებ დარბაზად იყენებდნენ, შემდეგ კი უკვე მაღალი წრის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილადაც გადაიქცა. გამოქვაბული მიტოვოვებულ იქნა საფრანგეთის რევოლუციისა და ფეოდალიზმის გადავარდნის შემდეგ. დღეს უკვე ზაფხულის თვეებში რესტორანი აცოცხლებს ამ ადგილს.

2. ”Le Jules Verne” – ჟიულ ვერნი, პარიზი, საფრანგეთიLe Jules Verne
ჟიულ ვერნის რესტორანი, რომლის მეპატრონე ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ალან დიუკასია, საუკეთესო ადგილია, რომ დატკბეთ პარიზის პანორამით და მიირთვათ უგემრიელესი ფრანგული კერძები. აქ გლამურული ატმოსფერო და მაღალი კლასის მომსახურებაა, თუმცა მისი პოპულარობა მაინც პარიზის ხედითაა განპირობებული, რომელიც რესტორნიდან იშლება. რესტორანში ვახშმისთვის ტურისტები ჯავშანს რამდენიმე თვით ადრე ინტერნეტით აკეთებენ.

3. სასტუმრო ”Edelweiss” – მიურენი, შვეიცარიის მთებიEdelweiss
ყველაზე ლამაზ სამთო-სათხილამურო ადგილზე განთავსებულია საოჯახო სასტუმრო (ქ. მიურენი).
ტრადიციული, შვეიცარიული კერძების დაგემოვნებასთან ერთად, სასტუმროს რესტორნის ტერასიდან თქვენ არაჩვეულებრივი პეიზაჟებითაც დატკბებით. ეს ადგილი ცნობილია არაჩვეულებრივი ეიგერის, მონკის და იუნგფრაუს ალპური ხედებით. სასტუმრო ასევე მასპინძლობს ძაღლებს, რაც შვეიცარიისთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის.

4. ”Siroco” – ბანკოკი, ტაილანდიSiroco
მსოფლიოს უდიდესი რესტორანი ღია ცის ქვეშ, რომელიც ტაილანდში სიმაღლით მეორე ცათამბჯენის 64-ე სართულზეა განთავსებული. რესტორანი დააპროექტა დიზაინისა და ინტერიერის ცნობილმა ფირმამ, მისი დირექტორის სკოტ ვაიტაკერის ხემძღვანელობით. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ხედი მდინარე ”Chao Phraya”-ზე და ბანკოკის 270° პანორამა, ასევე ხმელთაშუა ზღვის კერძები და ცოცხალი მუსიკის ბენდი.

5. ”Fangweng” – იჩანგი, ჩინეთიFangweng
რესტორანი ე.წ. ”სამი მოგზაურის გამოქვაბულში” ფუნქციონირებს.
იგი მდებარეობს მდინარე ”იანცის” სანაპიროზე, რომლის ხილვაც რესტორნის აივნიდანაა შესაძლებელი. ”სუპერ სტიმულის” მირთმევისას სტუმრები მოპირდაპირე მხარეს, ”bungee jumping”-ის ყურებითაც ირთობენ თავს.

6. ”Ithaa” – წყალქვეშა რესტორანი, რანგალის კუნძული, მალდივებიIthaa
მსოფლიოში პირველი წყალქვეშა რესტორანი ზღვის დონიდან 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. დამეთანხმებით, კრეატიული იდეაა ტურისტების მოსაზიდად. დაპროექტდა ახალ ზელანდიური დიზაინის საკონსულტაციო კომპანიის ”M.J. Murphy”-ს მიერ, რომელიც ძირითადად დიდი აკვარიუმების შექმნაზე მუშაობს. კონსტრუქცია სინგაპურში აიგო და ისე გაიგზავნა მალდივებში. აქ სადილობისას რესტორნის საოცარ ფანჯრებიდან ოკიანის თევზები,ზგვიგენები და წყლის კუ გათვალიერებთ.

7. ”Ali Barbour’s” – დიანის სანაპირო, კენიაAli Barbour_s
30 წლის წინ ჯორჯ და ჯეკ ბარბურებმა გადაწყვიტეს ეს ულამაზესი ადგილი რესტორნად გარდაექმნათ. მაქსიმალურად შეინარჩუნეს გამოქვაბულის პირვანდელი სახე, დაამატეს მხოლოდ ქვის იატაკი, ავეჯი და საჭირო მოწყობილობები განათებისა და ხმის ეფექტების სახით. ღია სივრცეს წვიმის დროს პალმების ფოთლებისგან დამზადებული დიდ ქოლგისმაგვარი სახურავით ფარავენ. სამზარეულო ძირითადად ზღვის პროდუქტებზეა ორიენტირებული. როგორც ცნობილია, გამოქვაბულის ასაკი დაახლოებით 120,000-180,000 წელს უნდა ითვლიდეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე.

8. “Cas-Cades” – ბალიCas-Cades
ბალის ერთ-ერთი მდიდრული რესტორანი, რომელიც აყვავებულ ტროპიკულ ხეობაში მდებარეობს და ღია პავილიონები და სილით დაფარული სახურავები ამშვენებს. ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად აქ ფრანგულ და იაპონურ კერძებსაც შემოგთავაზებენ. განსაცვიფრებელი ბუნების ეგზოტიკური ადგილი საუკეთესოა ვალენტინობის აღსანიშნავად.

9. სასტუმრო “Andronis” – სანტორინი, საბერძნეთიAndronis
ეგეოსის ზღვის სამხრეთით მდებარე ვულკანური კუნძული ”სანტორინი” და მასზე მდებარე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო “Andronis” ეგეოსის ტრადიციული არქიტექტურითა და გასაოცარი ფუფუნებით გამოირჩევა. რესტორნის ტერასა დიდ ხიბლს განსაკუთრებით მზის ჩასვლისას იძენს. აქ ხმელთაშუა ზღვის ახალი პროდუქტი და საუკეთესო ღვინის ფართო არჩევანი დაგხვდებათ.

10. მღვიმის რესტორანი – კრაბი, ტაილანდიKrabi, Thailand
რესტორანი კირ-ქვიან კლდეშია ჩაშენებული, ცნობილი პლაჟის ”Phranang”-ის სანაპიროსთან ახლოს. მართლაც, რომ გამორჩეული ადგილია: ზიხართ შუა მღვიმეში, მიირთმევთ გემრიელ კერძს და თქვენ წინ გასაოცარი ოკეანის ხედია გადაშლილი. რესტორნის ქვიშიანი იატაკი ტროპიკული პლაჟის შეგრძნებას გმატებთ, ინტიმური განათება კი უფრო მყუდროს ხდის გარემოს. რესტორანი განსაკუთრებულად ლამაზია ღამით. თუ ოდესმე მოხვდით ტაილანდში, აუცილებლად გაიხსენეთ ეს ადგილი.

ნათია მიქაძე

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი