„მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი“ …. „ლაზარე,, გამოვედ გარე“ …. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი…

ეს საოცარი სცენა ბიბლიიდან ყველასთვის კარგად არის ნაცნობი და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მთავარ სასწაულად არის მიჩნეური, რომელიც ხორციელი ცხოვრების განმავლობაში აჩვენა ქრისტემ სამყაროს. თუმცა, ლაზარეს ეს ეპიზოდი ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის შემოფარგლულია კონკრეტული მომენტით, როდესაც მისი ბედი მაცხოვრის ნებასთან გადაიკვეთა. თუ რა მოხდა შემდეგ, ჩემთვის ბურუსით იყო მოცული მანამ, ვიდრე ლარნაკაში წმინდა ლაზარეს ეკლესიას არ ვეწვიე…იოანეს სახარების მიხედვით, ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ცნობილია, რომ ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს და რომ ის მკვდრეთით აღადგინა გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ. თუმცა, მას მოუწია დაეტოვებინა იუდეა და საცხოვრებლად გადასულიყო კვიპროსზე, სადაც პავლესა და იოსების მიერ კილიტონის (ლარნაკას) ეპისკოპოსად დაინიშნა და გარდაცვალებამდე იქვე მოღვაწეობდა. ამბობენ, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცოცხლა. მეორედ გარდაცვალების შემდეგ კი უკვე მეორედ და უკანასკნელად დაკრძალულ იქნა ლარნაკაში.ლაზარეს საფლავილაზარეს საფლავიგადმოცემის მიხედვით, ლაზარეს საფლავი არაბთა მმართველობის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ნაპოვნი იქნა მხოლოდ 890 წელს ბიზანტიის იმპერატორის ლეონ VI ბრძენის ბრძანებით. ლაზარეს ნეშტი 898 წელს კონსტანტინოპოლში იქნა გადასვენებული. მოგვიანებით, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას გამოხსნილ იქნა დაპყრობილი კონსტანტინოპოლიდან და მარსელში იქნა გადასვენებული, სადაც იკარგება კიდეც ლაზარეს ნეშტის კვალი (წყარო: ვიკიპდედია).

Ιερός Ναός Αγίου Λαζάρου – წმინდა ლაზარეს ეკლესია კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მდებარეობს და კვიპროსის ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ეკლესია იმ ადგილზეა აშენებული, სადაც წმინდა ლაზარეს საფლავია განთავსებული. ეკლესია მეცხრე საუკუნის ბოლოსა და მეათე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ერთია იმ სამი ბიზანტიური ხანის ეკლესიებიდან, რომელიც გადარჩა კვიპროსზე. ეკლესიას დამახასიათებელი ფორმა აქვს: იგი გრძივი ფორმისაა, დაახლოებით 30 მეტრის სიგრძითა და 15 მეტრის სიგანით. ეკლესია 3 ძირითად ნაწილად არის დაყოფილი, რომელთაგანაც ყველაზე მაღალ სექციაში განთავსებულია სამრეკლო, რომელიც ოტომანების მმართველობის პერიოდში განადგურდა და ეკლესია მეჩეთად იქნა გადაკეთებული (დაახლოებით 1571 წ). 1587 წელს ოტომანებმა უკან მიჰყიდეს ეკლესია მართლმადიდებლებს, სავარაუდოდ, ქრისტიანული საფლავების გამო. 1857 წელს, როდესაც ქრისტიანებს ნება დართეს ჰქონოდათ ეკლესიებში სამრეკლოები, ლაზარეს ეკლესიის სამერეკლოც აღდგენილ იქნა.

1970 წელს მომხდარმა ხანძარმა ეკლესიაში განთავსებული ხატების ნაწილი გაანადგურა, თუმცა 1972-74 წლებში ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ზუსტად ამ სამუშაოების მიმდინარეობისას ნაპოვნი იქნა წმინდა ნაწილები… როგორც ჩანს, წმინდანების ყველა ნაწილი არ გადაუტანიათ კონსტანტინოპოლში…

როგორ მოვხვდეთ ლარნაკში?
დღეისათვის კვიპროსზე ლეგალურად მოხვედრის ერთადერთი საშუალება კუნძულის ევროპულ ნაწილში განთავსებული აეროპორტია. საზღვაო ტრანსპორტით მგზავრობისას კი მხოლოდ ბერძნულ პორტებში ჩარტყმული ბეჭედი ითვლება კვიპროსის რესპუბლიკის მიერ აღიარებულად.

შემოგვიერთდი!

ქვეყნის კანონებით კატეგორიულად იკრძალება ოკუპირებული ნაწილიდან ბერძნულ მხარეში მოხვედრა. მართალი რომ გითხრათ, ამ მიზეზით 8 საათიანი ფრენა მომიწია თბილისიდან ჩეხეთის დედაქალაქის გავლით და შემდეგ უკან, რათა ჩვენგან 2 საათის საფრენი დროით დაშორებულ ქვეყანაში ჩამეღწია. არის რეისები ვენის, კიევის ან ათენის გავლით. ეს ორი უკანასკნელი ყველაზე მეტად მისაღებია, რადგანაც კვიპროსის ვიზა საქართველოს მოქლაქეებისთვის კიევში ან ათენში გაიცემა.

სამწუხაროდ, ეს საოცარი ადგილი ქართველი რელიგიური ტურისტებისთვის ნაკლებად არის ცნობილი და იმედს ვიტოვებ, რომ მალე ამ მიმართულების აქტიურად ათვისებაც დაიწყება.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი