Market wallpapers

მათ, ვისაც მძაფრი შეგრძნებები გიზიდავთ, გთავაზობთ მსოფლიოში არსებული მისტიკური ადგილების ათეულს, რომელთაგან ზოგიერთი მართლაც შიშის მომგვრელია და მონახულებად ნამდვილად ღირს.  ბევრი სკეპტიკოსი იტყვის, რომ მსგავსი რამ არ არსებობს და მართლებიც რომ იყვნენ, მაინც ღირს ამ ადგილებში მოგზაურობა და შიშის განცდა მისტიკური მოვლენის მოლოდინში.

ცრურწმენის მთები

ცრურწმენის მთათა სისტემა ფენიქსის აღმოსავლეთით, არიზონას შტატში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, 1800 წელს გერმანელმა ჯეიკობ ვოლცმა აღმოაჩინა უზარმაზარი ოქროს საბადო, როელსაც  “Lost Dutchman’s Gold Mine“ ეწოდა.

ჯეიკობი მთელი ცხოვრება ინახავდა ოქროს საბადოს საიდუმლოს და მხოლოდ სიკვდილის წინ გაანდო ერთ ადამიანს.  მრავალი ექსპედიცია ჩატარდა, მაგრამ საბადო მაინც ვერ აღმოაჩინეს.  ზოგიერთნი ამბობენ, რომ იქ ოქროსაძიებელთა სულები ბუდობენ.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, მთის განძეულობას იცავენ ქმნილებანი სახელად ტუარ-ტუმს (პატარა ხალხი), რომლებიც გამოქვაბულებსა და გვირაბებში ცხოვრობენ.  აპაჩებს სჯერათ, რომ ჯოჯოხეთის კარი სწორედ ამ მთებშია ჩამალული, მაგრამ ეს სასაცილო, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჯოჯოხეთის კარი სანიდეილშია (Sunnydale).

ცრურწმენების-მთები

 

სამხრეთ ატლანტიკის ანომალია

ოდესმე გიფიქრიათ თუ არა ბერმუდის სამკუთხედის არსებობაზე? თუ არა, ახლა აუცილებლად დაფიქრდებით, რადგან ის ნამდვილად არსებობს და სამხრეთ ატლანტიკის ანომალია ეწოდება.  ამ არეალში, ვან ალენის ქამრად წოდებული რადიაციის ჯგუფი, დედამიწის ზედაპირთან ახლოს გამოდის.

ეს რადიაციულად აქტიური წერტილი ბრაზილიის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.  იგი ხშირად ხდება სატელიტებისა დ საჰაერო ტრანსპორტის წყობიდან გამოსვლის მიზეზი და ასეთი რამ დღეში  5-ჯერ მაინც ხდება (ჰაბლის ტელესკოპი დაკვირვების წარმოებისას ამ არეალში მოხვდა და გაითიშა).  ზოგიერთი ასტრონავტის განცხადებით, ამ არეალში მოხვედრისას კომეტებსაც ხედავს.

სამხრეთ-ატალნტიკის-ანომალია

 

ტბა ანჯიკუნი

ტბა, სახელად ანჯიკუნი არ დაკმაყოფილადა რამდენიმე ადამიანით და მთლიანი სოფელი გააქრო.  ეს ყველაფერი 1930 წელს მოხდა, როდესაც მონადირე, სახელად ჯოი ლაბელე ეძებდა ღამისგასათევს მისთვის ნაცნობ სოფელ ინუიტში და საზრელი სცენის მოწმე გახდა.  ერთი სულიერიც კი არ დახვდა ადგილზე, გარდა მათი კუთვნილი ნივთებისა.

ლაბელემ ეს ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა კანადის პოლციას და გამოძიებაც დაიწყო.  ექსპერტიზის დადგენილებით, სოფლის მინიმუმ ერთი საფლავი გახნილი და დაცარიელებული იყო, მაგრამ არა რაიმე ცხოველის მიერ.

ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, მოსახლეობის გაუჩიანრების დროს შენიშუნლ იქნა უცნაური სინათლის სხივები, რომლებიც ტბის ფსკერიდან მოდიოდა.

უამრავი ვერსია არსებობს სოფლის მოსახლეობის გაქრობასთან დაკავშირებით: უცხოპლანეტელები, მოჩვენებები და ვამპირებიც კი, მაგრამ სიმართლე დღემდე იდუმალებით არის მოცული.

ანჯიკუნის-ტბა

 

ეშმაკის ზღვა

ეშმაკის ზღვა ან დრაკონის სამკუთხედი (უწოდეთ ისე, რომელიც უფრო მძაფრ შეგრძნებას გამოიწვევს) წყნარ ოკეანეს მიეკუთვნება და აქ მომხდარი უცნაური შემთხვევების გამო ატლანტის ოკეანის ბერმუდის სამკუთხედის „კოლეგას“წარმოადგენს.

დრაკონის სამკუთხედი იაპონიის ნაპირებთან ახლოსაა და ცნობილია ისეთი უცნაური მოლვენებით, როგორებიცაა მაგნიტური ანომალიები, აუხსნელი სინათლეები და ობიექტები და, რა თქმა უნდა, გაუჩინარებანი.  იგი იაპონური თევზმჭერი ორგაონების მიერ სახიფადო წერტილადაა აღიარებული.

1952 წელს ეშმაკის ზღვის შესასწავლად იაპონიის ხელისუფლებამ გააგზავნა კვლევითი ხომალდი „Kaio Maru No. 5“ და მისი 31 კაციანი ეკიპაჟი უგზოუკვლოდ გაქრა.  ასევე კუბლაი ხანმა იაპონიის დაპყრობის სურვილით გადმოკვეთა ეშმაკის ზღვა და 40000-მდე ადამიანი დაკაგრა.

ყველაზე გავრცელებეული თეორიების მიხედვით, ეს მოვლენები დაკავშირებულია უცხოპლანეტელებთან, პარალელური სამყაროს კარიბჭესთან, მათ შორის შესაძლოა ეს იყოს გზა ატლანტიდამდე.  ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით კი, ეს ყვეალფერი დაკავშირებულია მაღალ ვულაკნურ აქტივობასთან.

ეშმაკის-ზღვა

 

ბიგელოუს რანჩო

ბიგელოუს რანჩო იუტას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 480 აკრზეა გადაჭიმული და მრავალი უცნაური მოვლენის კერას წარმოადგენს (ამო შემთხვევები, ცხოველთა დასახიჩრება და მრავალი სხვა).  მისტიკური და ანომალიური მოვლენები აქ 50-იანი წლებიდან მოყოლებული ფიქსირდება.  ყველაზე უჩვეულო რამ ტერი და გვენ შერმანებს შეემთხვათ 1994 წელს.

რანჩოში გადმოსვლიდან პირველივე დღეს მათ შეამჩნიეს მგელი და გადაწყვიტეს სახლში წამოეყვანათ, რომელიც დაემორჩილა კიდეც შერმანებს, მაგრამ ცხვარი მოიპარა იმ დღესვე.  როდესაც ტერიმ მგელს ესროლა, ტყვიებს არანაირი ძალა და მოქმედება არ ჰქონდა.  შერმანები დიდხანს ცდილობდნენ მგლის მონადირებას, მაგრამ უშედეგოდ.  გარკვეული პერიოდის შემდეგ ის თავად აღარ გამოჩენილა.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.  შერმანები ხშირად იყვნენ ისეთი მოვლენების მოწმენი,  როგორიცაა უფო, მოცურავე ბურთები,  უცნაური ქმნილებები და მრავალი სხვა.  შერმანებმა ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლეს და 1996 წელს რანჩო მეცნიერებისა და კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის დამფუძნებელს, რობერტ ბიგელოუს მიჰყიდეს.  იგი დღემდე ფლობს რანჩოს ტერიორიას და თავის აღმოჩნებს არ ასაჯაროებს.

ბიგელოუს-რანჩო

პოინტ
პლეზენტი

პოინტ პლეზენტი, ისევე როგორც უკვე ჩამოთვლილი ადგილები, ცნობილია უცნაური და შიშისმომგვრელი მოვლენებით.  მაგალითად, 1966 წლის ნოემბერში ამ ქალქში გამოჩნდა ქმნილება სახელად მოტმანი (Mothman) 7 ფუტის სიმაღლის, წითელი თვალებითა და 10 ფუტის სიგრძის ფრთებით.  პოინტ პლეზენტის ასობით მოქალაქე გახდა ამ ყოველივეს მოწმე.

ამ ქმნილებისთვის შეიქმნა წიგნი, ფილმი და ძეგლიც კი.  მრავალი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდანო მოვიდა ეს არსება:  ზოგი ფიქრობს, რომ ეს იყო არამიწიერი ქმნილება ან მუტანტი, ხოლო ზოგიერთის მოსაზრებით,  პოინტ პლეზენტის მოსახლეობა ბუებმა ან კანადურმა წეროებმა შეაშინეს.  მოტმანის გამოჩენას სილვერ ბრიჯის ნგერვა მოჰყვა და 46 ადამიანი შეიწირა.  მოსახლეობის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ეს ორი მოვლენა კავშირშია ერთმანეთთან.

პოინტ-პლეზენტი

 

მიჩიგანის სამკუთხედი

მიჩიგანის სამკუთხედი კიდევ ერთი გეოგრაფიული და მისტიკური სამკუთხედია.  იგი ტბის შუაგულში მდებარეობს.

კაპიტანი დონერი 1937 წლის 28 აპრილს ეირიდან ვაშინგტონში მიემართებოდა, რა დროსაც უნდა გადაეკვეთა აღნიშნული სამკუთხედი.  მგზავრობის პერიოდში კაპიტანმა დონერმა თავის მეწყვილეს მაკფარლანდს სთხოვა, რომ პორტთან მიახლოებისას გაეღვიძებინა.  სამი საათის შემდეგ მაკფარლანდი ასეც მოიქცა, მაგრამ დონერი კაიუტაში არ დახვდა, ვერც სასადილოში ნახა და საერთოდ ვეღარც იპოვეს ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად.

1950 წლის 23 ივნისს “Northwest Airlines“-ის რეისი ნომრით 2501 ნიუ-იორკიდან მინეაპოლისში მიემგზავრებოდა.  თვითმფრინავს გამოცდილი პილოტი რობერტ ლაინდი მართავდა.  უამინდობის გამო ჩიკაგოსთან ახლოს მან კურსი შეცვალა და მიჩიგანის ტბის კვეთაზე გაიფრინა.  შუაღამისას ლაინდმა მიზეზის დაკონკრეტების გარეშე მოითხოვა სიმაღლის დაგდება 3500 ფუტიდან 2500 ფუტამდე, მაგრამ მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა.  ეს იყო ბოლო კონტაქტი თვითმფრინავის ეკიპაჟთან, მისი უკანასკნელი მდებარეობა კი – მიჩიგანის ტბა.

მიჩიგანის ტბაში აღმოჩენილ იქნა თვითმფრინავის ნაწილები, რაც ადასტურებს, რომ  იგი წყალში ჩავარდა.  უცნაური ის არის, რომ თვიმფრინავი გაუჩინარების მომენტისათვის ტექნიკურად გამართული იყო.  რაც შეეხება გვამებს, წყალში  ვერცერთი მგზავრის სხეული ვერ იპოვეს.

მიჩიგანის-სამკუთხედი

 

სან ლუისის ველი

სან ლუისის ველი სამხრეთ კოლორადოში მდებარეობს.  იგი ერთ-ერთი ყველაზე აუხსნელი ფენომენია მთელს მსოფლიოში.  ამოს შემთხვევები იმდენად ხშირია, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა, სახელად ჯუდი მესოლაინმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დასაკვირვებელი მოწყობილობაც კი დააყენა სახლის სახურავზე, რომელმაც 2000 წლიდან მოყოლებული ამოს 50-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა.

გარდა ამოს შემთხვევებისა, დაფიქსირებულია ცხოველთა დასახიჩრების ფაქტებიც.

გამოძიებები დღემდე მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ.  ზოგიერთი ფერმერი ამბობს, რომ ცაში უცნაური სინათლედაინახა და სჯერათ, რომ ეს ყევალფერი უცხოპლანეტელბთან არის კავშირში.  კიდევ ერთი მოსაზრებით, ცხოველების დასახიჩრებასთან კავშირში არიან ადამიანები, რომელთაც ვაკის ფანტომას ქირურგებს უწოდებენ.

სან-ლუისის-მდელო

 

ბენინგტონის სამკუთხედი

კიდევ ერთი მისტიკური საკუთხედი სამხრეთ-დასავლეთ ვერმონტში მდებარეობს.  მის ანგარიშზეა 5  გაუჩინარება (1945 – 1950 წლებ).

ეს შემთხვევებია:  1945 წლის 12 ნოემბერს 75 წლის მიდია რივერსი მიუძღოდა მონადირეთა ჯგუფს.  უკან დაბრუნებისას მიდიამ გაასწრო ჯგუფს და მას მერე აღარავის უნახავს;

ბენინგონის კოლეჯის მეორე კურსის 18 წლის სტუდენტი პაულა ელდენი 1946 წლის 1-ელ დეკემბერს ლაშქრობაში წავიდა და უგზო-უკვოდ გაუჩინარდა;

ზუსტად სამი წლის შემდეგ, 1949 წლის 1-ელ დეკემბერს ვეტერანი, სახელად ჯეიმს ტეტფორდი, სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა და ისიც უკვალოდ გაქრა.  მისი ნივთები კი ავტობუსში ადგილზე იყო;

უკანასკნელი გაუჩინარებული ადამიანი იყო ფრიდა ლანგერი.  1950 წლის 8 ოქტმბერს იგი ლაშქრობაში გლასტენბურის მთაზე წავიდა თავის ბიძაშვილთან ერთად.  ლაშქრობისას იგი მდინარეში ჩავარდა და გადაწყვიტა ტანსაცმელი გამოეცვალა, მაგრამ უკან აღარც დაბრუნებულა.  6 თვის შემდეგ იპოვეს მისი გვამი, მაგრამ ძალზედ დაზიანებული და დამახინჯებული, რის გამოც შეუძლებელი გახდა  სიკვდილის მიზეზის დადგენა.

მრავალი გამოძიების მიუხედავად ვერ დადგინდა გაუჩინარებათა რეალური მიზეზი.  ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ უნდა მოვერიდოთ ყველა გეოგრაფიულ სამკუთხედს.

ბენინგტონის-სამკუთხედი

 

ბრიჯვოთერის სამკუთხედი

მართლაც, ვერიდოთ სამკუთხედებს და განსაკუთრებით ამ უკანასკნელს – ბრიჯვოთერის სამკუთხედს, რომელიც 200 კვადრატული მილით არის დაშორებული სამხრეთ-აღმოსავლეთ მასაჩუსეტსიდან.  ეს გეოგრაფული სამკუთხედი კრიპტოზოოლოგიური სანახაობების კერაა.  1970 წლიდან მოყოლებული აქ დაფიქსირებულია მაღალი, თმიანი და მაიმუნის მსგავსი ქმნილება და უზარმაზარი პტეროდაქტილის მაგვარი არსებები, რომლებიც ჰაერში იყვნენ შემჩნეულნი.  კრიპტიდების გარდა აქაც აღმოჩენილ იქნა დასახიჩრებულ ცხოველთა გვამები.

გარდა ამ ყველაფერისა, ბრიჯვოთერის სამკუთხედი კიდევ ერთი გეოგრაფიული წერტილია, რომელიც ამოს სანახაობებითაა ცნობილი.  მაგალითად, ცეცხლოვანი ბურთი და შავი ვერტმფრენები, უცნაური სამკუთხედის ფორმის ობიექტი წითელი და თეთრი სინათლეებით, რომელიც ბრიჯვოთელმა სამართალდამცველმა შეამჩნია და სხვა.

ბრიჯვოთერის-სამკუთხედი

 

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი