Cover

კილომეტრებით ფირუზოვანი სანაპიროები მექსიკაში მდებარე ნახევარკუნძულზე – იუკატანზე ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს იზიდავს. მექსიკა შედის მსოფლიოს იმ ქვეყანათა ტოპ-ათეულში, სადაც ტურისტების ყველაზე დიდ ნაკადს იღებენ.

მექსიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მექსიკა საოცარი ქვეყანაა… იგი გამოირჩევა ბუნების მრავალფეროვნებით… აქ თქვენ შეხვდებით უდაბნოებსა და ვულკანებს, ულამაზეს სანაპიროებსა და კურორტებს, ისიამოვნებთ კლიმატის მრავალფეროვნებით წელიწადის სხვადასხვა დროს, გაეცნობით უძველეს ისტორიასა და კულტურს.

მექსიკის ტურისტული ადგილებიდან აღსანიშნავია:

მეხიკო ღამითმეხიკო – მექსიკის დედაქალაქი. იგი უძველესი ქალაქია, რომელიც აცტეკმა ინდიელებმა მე-14 საუკუნეში დაარსეს. წინათ ქალაქს ტენოჩტიტლანი ერქვა. აქ წარმოდგენილია 1400 მონუმენტი და ისტორიული რელიქვია, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი და ხალხური შემოქმედების ათეულობით ცენტრი. ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს ასევე პარკი ალამედა და მის გვერდით მდებარე ნატიფი ხელოვნების სასახლე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მექსიკური კულტურის საუკეთესო ნიმუშებს.

აცტეკების ქვის კალენდარი
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეხიკოს ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც მნახველებს შეუძლიათ გაეცნონ აცტეკების გიგანტურ ქვის კალენდარს, რომლის დიამეტრი 7 მეტრზე მეტია და 24 ტონას იწონის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აცტეკებმა შეძლეს სწორად გამოეთვალათ წელიწადში დღეების ზუსტი რაოდენობა – 365 სრული და მეოთხედი დღე (6 საათი).

ჩიჩენ-იცას პირამიდამეხიკოს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა პასეო დე ლა რეფორმა, რომელიც პარიზის ელისეს მინდვრების ზეგავლენით არის შექმნილი. მეხიკოდან 1 საათის სავალზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ტეოტიჰუაკანის მზისა და მთვარის პირამიდები, რომლებიც აცტეკებმა ააშენეს. პირამიდები პატარა მთებს მოგვაგონებენ და 2.5 მლნ. ტონას იწონიან. პირამიდებს ერთმანეთთან აკავშირებს ე.წ. “მიცვალებულთა ხეივანი.

ქალაქ ტულას პირამიდა და ქვის ქანდაკებებიუძველესი ქალაქი ტულა ცნობილია 4 იარუსიანი პირამიდის თავზე აღმართული ქვის ფიგურებით, რომლებიც მუზარადიან მებრძოლებს გამოხატავენ. ამ ფიგურების კოსტუმები და ჩაცმულობა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ არამიწიერ ცივილიზაციებსა და მათ საიდუმლოებებზე. აცტეკების კულტურას ბევრი მეცნიერი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უცხოპლანეტელებს უკავშირებს.

აკაპულკოაკაპულკო – პოპულარული კურორტი მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი მდებარეობს წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აკაპულკოს სანაპიროს გასწვრივ წარმოდგენილია ათობით ულტრათანამედროვე და ფეშენებელური სასტუმრო, რომელთაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. აკაპულკოში დასვენებისთვის საუკეთესო დროა დეკემბრის ბოლო და მთელი იანვარი, როდესაც თბილი და მზიანი ამინდებია.

მექსიკა შემოგთავაზებთ უამრავ სიურპრიზს და სასიამოვნო მოგონებებსაც დაგიტოვებთ.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი