მალტა (15)

ჯერ კიდევ ჩასვლამდე ვიყავი აღტაცებული ამ პატარა ქვეყნის სილამაზით და ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა 22 თებერვალი…

აეროპორტი იმდენად პატარა იყო, რომ თვითმფრინავიდან საპასპორტო კონტროლამდე ფეხით ვიარეთ… თბილოდა, ჩვენზე დაახლოებით 10 გრადუსით უფრო მეტად.
მალტა (3)
აეროპორტიდან ქალაქამდე, აქტიურად ვათვალიერებდი ყველაფერს და გაოცებას ვერ ვმალავდი, თითქოს რაღაც სხვა სამყაროში მოვხვდი… გარშემო იყო სიძველე, კაქტუსის ხეები.  ამ ყველაფერმა დროში მოგზაურობის შეგრძნება გამიჩინა.

დავიწყეთ დედაქალაქით… ვალეტა ძალიან ლამაზია, შედარებით მდიდრული, ძველ სტილში, ვიწრო ქუჩებით, სანაპიროთი და ხედებით. ხალხმრავალია, სიცოცხლე ჩქეფს, იმდენად პატარაა – ფეხით შემოივლი.
მალტა (14)მალტა (6)მალტა (2)
ფეხითვე ჩავისეირნეთ სანაპიროზე და ვიპოვეთ იახტა (თუ გემი), რომელმაც მეზობელ კუნძულზე გადაგვიყვანა.  ეს იყო სლიემა, სადაც სასტუმროში განვთავსდით.

კერძები საკმაოდ მრავალფეროვანი აქვთ, გამორჩეული ნაციონალური კერძი ჩვენ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ რაც ავიღეთ – ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, პორციაც დიდი და დამაკმაყოფილებელი.  ასევე საინტერესო იყო მათი ღვეზელები… ჩვენს ხაჭაპურსა და სხვა კერძებს მოგაგონებდათ.მალტა (10)სლიემას მოპირდაპირე მხარეს, მდინარის იქით მდებარეობს ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ტერიტორია – Paceville… განსაკუთრებით ხმაურიანია პარასკევი და შაბათი და აქვს ერთი უცნაურობა – სავსეა ახალგაზრდა, ნორჩი საზოგადოებით, რომლებიც განსაკუთრებით 11 საათის შემდეგ, იმყოფებიან ზე-ნასვამ მდგომარეობაში და ქუჩები კიდევ უფრო ხმაურიანი და ცოცხალი ხდება, ბარებიც… სასმელი არც ისე ძვირია.

მეორე დღეს უნდა ნახოთ ცისფერი ლაგუნა, ასევე იმავე გემით გადახვიდეთ გოზოს კუნძულზე, რომელიც კიდევ ერთი განსხვავებული სამყაროა.

აუცილებლად უნდა ნახოთ Azul Window და Blue Laguna.  გარწმუნებთ, აღფრთოვანებას ვერ დამალავთ… ასეთი მკვეთრი ლურჯი ფერის წყალი არსად მინახავს.
მალტა (4)მალტა (8)
შემდეგ იქირავებთ პატარა ზომის ნავებს და შეხვალთ წყალში, ბუნებრივად გაკეთებულ მღვიმეებში… ულამაზესია.

გირჩევთ დაეკონტაქტოთ ადგილობრივ ხალხს, მათგან ისტორიის მოსმენა გაცილებით საინტერესოა, ასევე – საკმაოდ მეგობრულები არიან და დაუზარებლად გიხსნიან ყველაფერს.
მალტა (11)
გარდა ამისა, შეგიძლიათ იქირავოთ ავტობუსი და დათვალიერების პარალელურად ყურსასმენებში მოისმინოთ გიდის ხმაც, თქვენთვის სასურველ ენაზე.

გოზო სავსეა ასევე ძველი შენობებით, ციხეებით, შესაბამისად – ძალიან ლამაზად გამოიყურება.  აუცილებლად ისარგებლეთ რუკით, რადგან სანახავი იმდენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია დაიმახსოვროთ.  რუკებზე საკმაოდ მარტივად და გასაგებად არის მონიშნული მთავარი ღირსშესანიშნაობები.
მალტა (12)
და ბოლოს, ჩვენ კუნძულზე ზამთრის სეზონზე ვიყავით და ამის მიუხედავად ძალიან ვისიამოვნეთ მისი მრავალფეროვნებით, კონტრასტითა და სილამაზით. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა ხდება ამ ულამაზეს კუნძულებზე ზაფხულში, მთელი მალტა ხომ ფაქტიურად წყლით არის გარემოცული.
მალტა (1)
გირჩევთ, გამოიყენოთ ეს შანსი და აუცილებლად ეწვიოთ მალტას.  ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით.

გურამ შეროზია

www.guramsherozia.com

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი