მაგიური აღდგომის კუნძული – ჩილე

განთავსებული სამხრეთ ამერიკაში, აღდგომის კუნძლი ერთ-ერთ მაგიურ ადგილს წარმოადგენს დედამიწაზე. ეს არის ანტიკური ცივილიზაციის კერა, რომელიც ცნობილია თავისი უცნაური სკულპტურებით. რაპა ნუი (Rapa Nui) როგორც აქაურები ეძახიან, გნათავსბეულია ჩილეს სანაპიროდან 3700 კილომეტრში და წარმოადგენს ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ ადგილს დედამიწაზე. 

კუნძულის მაცხოვრებლები გარშემო სამყაროს მოწყვეტილები იყვნენ საუკუნის განმავლობაში და ზუსტად ამან შეუწყო უნიკალური კულტურის განვითარებას ხელი. კუნძულზე მრავლად გვხვდება გიგანტური ზომის სკულპტურები რომლებსაც რელიგიური დატვირთვა აქვთ.

დღესაც მრავალი შეკითხვა ისმის ქანდაკებების შესახებ და მათი სიმბოლიზმი აუხსნელია. მეცნიერები დაობენ იმის შესახებ თუ რატომ აქვთ სკულპტურებს ევროპული იერი და თუ რატომ არცერთი მათგანი არ იყურება ზღვისკენ.

აღდგომის კუნძულები დღესაც რჩება ტურისტებისთვის ერთ-ერთ საოცნებო ადგილად. მხოლოდ ვულკანურ კრატერზე Rano Rarakos შეიძლება იხილოთ 70-მდე ქანდაკება, ხოლო დანარჩენ კუნძულზე მიმოფანტულია 100 მდე მისტიური სკულპტურა.

დატოვე კომენტარი

კომენტარი