Cover

London2„მივემგზავრები ლონდონიდან იმიტომ, რომ ამინდი ზედემტად კარგია. არ მიყვარს ლონდონი, როდესაც აქ არ წვიმს.“ – ეს ამერიკელი კომედიანტისა და სატელევიზიო შოუმენის ჰენრი მარქსის ნათქვამია, რომელიც ვერაფრით გავისადაგე, რომ დავრწმუნებულიყავი მის სისწორესა თუ სიმცდარეში.  რატომ?

რამდენჯერაც ლონდონში მოვხვდი (და ეს წელიწადის სხვადასხვა დროს ხდებოდა), სულ კარგი და მზიანი ამინდი დამხვდა და ამის გამო იქიდან გამომგზავრების სურვილს არასდროს შევუწუხებივარ. წვიმიანი ლონდონი კი მაინც ვერ ვნახე…

batterseaრომ მკითხოთ, რა მომწონს ლონდონში ყველაზე მეტად, გიპასუხებთ:
ძველი, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური (Battersea Power Station), რომელიც ტემზის ნაპირას მდებარეობს და გროსვენორის სკვერი.

პირველი იმიტომ, რომ როდესაც ბავშვობისას დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში ლონდონის სურათებს ვათვალიერებდი, დამამახსოვრდა ერთი სურათი, რომელიც ზედხედიდან ვესტმინსტერსა და ბიგ ბენს ასახავდა, ხოლო უკანა პლანზე კი კვამლავარდნილი ქარხანა (მაშინ ასე ჩავთვალე) ჩანდა. მახოვს, რომ ძალიან გამიკვირდა ლონდონის ცენტრთან ასე ახლოს ასეთი „ქარხნის“ არსებობა.

US_Embassyხოლო მეორე კი იმიტომ, რომ ასევე ბავშვობაში შიშნარევი გავლენის ქვეშ მომაქცია ფილმმა „ომენი“ (ძველმა, გრეგორი პეკისეულმა ვერსიამ), რომელშიც დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ფიგურირებს (გახსოვთ, მამა ბრენანი რომ მიდის ელჩთან?). სწორედ ეს საელჩო მდებარეობს გროსვენორზე თავისი იკონიკური არწივით შენობის სახურავზე.

წლების შემდეგ, როდესაც ლონდონში ჩავედი, ეს ორივე ჩემთვის საინტერესო ადგილი კარგად შევისწავლე. მართლაც არაფერი სჯობს გროსვენორის სკვერში სკამზე მოკალათებას და კითხვას, თან სიახლოვეს ამერიკული არწივიც გეგულება და რაღაცნაირ განწყობაზე დგები.

ლონდონი, ისევე როგორც სხვა ყველა მეგაპოლისი, უამრავ საინტერესო ადგილს იტევს საკუთარ წიაღში. ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგსაც მღვდლის ცოლიო, ზუსტად ასეა საქმე, როდესაც შენთვის საყვარელ ადგილებზე საუბრობ, თორემ შეიძლება მე ვინფილდ ჰაუსი მაინტერესებდეს (სხვათა შორის, ეს ისტორიული სახლი შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაა, რომელიც Regent’s Park-ში მდებარეობს), ხოლო სხვას კი O2-ს კომპლექსი ხიბლავდეს.

General Londonლონდონში ყოფნისას ადამიანს ამოუხსნელი გრძნობა ეუფლება. ეს ხომ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა, თანამედროვე დემოკრატიის აკვანია. აქ ტრადიციებს, ალბათ, დიდ პატივს სცემენ, სხვანაირად ვერ იქნებოდა ეს ქალაქი ტრადიციული სამეფოს ტრადიციული დედაქალაქი თავისი დედოფლით, სამეფო ოჯახით, სასახლეებით.

თან ეს ყველაფერი თანამედროვეობასთან რომ არის ჰარმონიულად შერწყმული, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. მოდით შევთანხმდეთ, რომ თანამედროვე ლონდონი სხვაა და ტრადიციული კი – სხვა, თუმცა ორივე ლონდონია. ვისაც საით გაგიწევთ გული, იქით შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

ახლა კი, მოდით, ჯერ ტრადიციულ ლონდონში გავისეირნოთ…

რა წარმოგვიდგება თალწინ ტრადიციული ლონდონის ხსენებაზე? რა თქმა უნდა, ბიგ ბენი და ვესტმინსტერის სააბატო. დიახ, ეს ასეც არის და მართალი ბრძანდებით, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არაა ლონდონი? ეს ისტორიული „ჰაბი“ ქალაქის სულს შეგაგრძნობინებთ. ბიგ ბენიდან გადადგამ ნაბიჯს და დაუნინგ სტრიტზე (Downing Street) აღმოჩნდები, სადაც ბრიტანეთის პოლიტიკური ქორები ბუდობენ, გადმოდგამ რამდენიმე ნაბიჯს და ბუკინგემის (Buckingham Palace) სასახლე იქვეა, სადაც უკვე სამეფო გვარი იწონებს თავს თავისი სიდიადით.

TDKჩაუყვებით მოლს და ტრაფალგარი შემოგხვდებათ განუმეორებელი გალერეებით. ტრაფალგარიდან ცოტას გამოძრავდებით (მერწმუნეთ, ამ ადგილებში ორიენტაცია არაა რთული) და პიკადილი მოგესალმებათ თავისი ცნობილი სარეკლამო აბრებისა და მონიტორების მომრგვალებული კუთხით, სადაც, სხვა ბრენდებთან ერთად, წლების განმავლობაში თავს იწონებს TDK (გახსოვთ კასეტები?).

ფაქტი 1:
ლონდონში გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელი საშაულებაა მეტრო, იგივე Tube ან Underground.

ეს ყველაფერი ფეხითაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ შემოიაროთ. თუ გაგნება მაინც გაგიჭირდათ, გამოიყენეთ რუკა ან სულაც GPS მეგზური.

ჰაიდ პარკიც უნდა ვახსენოთ. ეს არის ლონდონის უდიდესი პარკი, რომელშიც გროსვენორის სკვერიდან (რომელზეც ვისაუბრე) ფეხით რამდენიმე წუთში გადახვალთ (ვთქვათ, მოგწყინდათ გროსვენორზე წიგნის კითხვა, გავლა მოგინდათ ან სულაც ადგილის შეცვლა). უხასხასესი მინდვრები, წამოწექით და იფიქრეთ (ადამიანი ხომ ფიქრისთვისაა გაჩენილი) ან ხმამაღლა გამოთქვით თქვენი აზრი ნებისმიერი საკითხის შესახებ.

ახლა კი, მოდით, არატრადიციულ (ამ ფორმულირებას რომ ვიძლევი, მთლად მართალი არ ვარ, რადგან ესეც ტრადიციულა) ლონდონში გავისეირნოთ…

The CityCity of London – ეს არის ქალაქი ქალაქში. თუ ვესტმინსტერზე ხართ, ჩადით მეტროში, აიღეთ მწვანე ხაზი და რამდენიმე გაჩერებაში ამოდით Mansion House-ზე. რასაკვირველია, სხვა მიმართულებებიდანაც შეიძლება აქ მოხვედრა და სხვა სადგურების გამოყენებითაც, მაგრამ მე ყველაზე მარტივი მოგახსენებთ. თქვენ უკვე „სითიში“ ხართ. რა უნდა ვნახოთ? ყველაფერი! წმინდა პავლეს კათედრალი არ გამოგრჩეთ. ულამაზესი სანახაობაა. ისე კი, „სითიში“ არაერთი უცნობილესი და ცნობილი კომპანიის ოფისია. ბანკებიც ბევრია – ეს ხომ ლონდონის ფინანსური გულიცაა. არქიტექტურაც თანამედროვეობის ნიმუშებს გვთავაზობს.

The Shard2თუნდაც Gherkin-ი რად ღირს, როემლსაც მე ლონდონის კვერცხი დავარქვი შენობის კვერცხისებური ფორმის გამო. ეს ნაგებობა ლონდონის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშად ითვლება, თუმცა მე ამ მხრივ უპირატესობას Shard Tower-ს მივანიჭებდი, რომელიც 2013 წელს გაიხსნა და ამჟამად ევროკავშირში ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს (87 სართული, 306 მეტრი). ეს ნაგებობა „სითის“ მომიჯნავედ, ტემზის მეორე ნაპირას, ლონდონისა და თაუერის ხიდებს შორის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა მისი დანახვა სხვა შორი მანძილებიდანაც არის შესაძლებელი.

ფაქტი 2:
ლონდონის ყველაზე დიდი აეროპორტია ჰითროუ, რომელზეც საერთაშორისო რეისების უმრავლესობა მოდის.

თაუერი ვახსენეთ და როგორ იქნება, რომ თაუერის ციხესიმაგრეზეც არ ვთქვათ. ეს იდუმალებით მოცული ციხესიმაგრე მე-11 საუკინიდან მოყოლებული ვიდრე მე-14 საუკუნემდე ეტაპობრივად შენდებოდა და ვითარდებოდა. თაუერში არაერთი ცნობილი ადამიანი იყო დატყვევებული და მრავალი მათგანი სიკვდილითაც სწორედ აქ დასაჯეს. ამბობენ, რომ თაუერში მოჩვენებები დღესაც ბინადრობენ. ეწვიეთ ამ ისტორიულ ადგილს.

თაუერიდან არცთუ ისე შორი მანძილია კანარი ვარფამდე (Canary Wharf). ეს ადგილი ლონდონის მანჰეტენადაც შეიძლება ჩაითვალოს. „სითისთან“ ერთად კანარი ვარფიც ლონდონის ბიზნეს-ცენტრია.

უფრო მეტი ლონდონი

ლონდონი დიდი ბრიტანეთის და მთლიანად მსოფლიოს ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. თეატრები, მუზეუმები…

ლონდონში 6000-ზე მეტი რესტორანია. ალბათ, ძნელია არჩევანის გაკეთება. სწრაფი კვების მოყვარულთ გირჩევთ Itsu-ს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, სადაც აზიურ სამზარეულოს დააგემოვნებთ. ეს Itsu ის Itsu-ა, რომლის პიკადილზე მდებარე რესტორანში 2006 წელს პუტინის მოწინააღმდეგე ალექსანდრე ლიტვინენკო რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს და ეს კაცი დიდი ტანჯვით მოგვიანებით ლონდონის უნივერსიტეტის კლინიკაში გარდაიცვალა. ეს კლინიკაც ლონდონში სანახავი ჩემი ობიექტების ნუსხაში შედის.

Wembleyდა სტადიონებზე არაფერს ვიტყვით? როგორ, არა. ლონდონში უამრავი სტადიონია. უამრავია ამ ქალაქის სახელით მოასპარეზე საფეხბურთო კლუბიც. ზოგიერთი მათგანი გაგვიგია კიდეც, ალბათ… ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი და სხვა. ვფიქრობ, უემბლის სტადიონის ნახვა ღირს, რომელიც ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ლონდონი ცნობილი პაბების ქალაქიცაა. ლონდონურ ლუდხანებში რომ არ შეხვიდეთ, არ ივარგებს.

და ბოლოს…

რამდენჯერაც ლონდონში მოვხვდი, არასდროს ავსულვარ ლონდონის თვალზე (London Eye). ყოველთვის უგრძესი რიგი დამხვდა. თუმცა საშუალება მომეცა ამ ქალაქისთვის BT Tower-იდან გადმომეხედა. ლონდონი სიმაღლიდანაც ძალიან ლამაზია… საერთოდ ბრიტანეთის დედაქალაქი მაღალი სტანდარტების ადგილია.

ნიკა ჩადუნელი

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი