ლისაბონში ყოფნისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის მისი გამორჩეულობა დანარჩენი ევროპისგან როგორც ქალაქის იერსახის, ისე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.

აეროპორტი ძალიან კარგად არის დაკავშირებული ქალაქის ცენტრთან.  თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც სპეციალური ავტობუსებით, ისე მეტროთი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანს უკავშირდება (ზოგადად ტრანსპორტით მიმოსვლა ქალაქის ყველა წერტილში ძალიან გამარტივებულია).  სასურველია, აეროპოტშივე შეიძინოთ დღიური ბილეთი ავტომატებთან.

აღსანიშნავია საოცრად დაბალი ფასები სასტუმროებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ჩვენ დავჯავშნეთ შედარებით იაფი სასტუმრო ქალაქის ცენტრში, რომელშიც 5 ღამის ღირებულება შეადგენდა 127 ევროს.

ლისაბონში ყოფნისას აუცილებლად იმგზავრეთ ნომერი 28 და 12 ტრამვაის ხაზებით, რომელთა მარშრუტებიც ქალაქის ძველი უბნების საოცრად ვიწრო ქუჩებს აკავშირებენ და არაერთ ტურისტულ სანახაობაზე გადიან.  ტრამვაით გასეირნება სასურველია დაიწყოთ როსიოს მოედნიდან.

tram28

 

tram29

ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად უდაოდ ითვლება 3.2 კმ. სიგრძის 25 აპრილის ხიდი (Ponte 25 de Abril), რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ლისაბონის კვარტალ ალკანტარასა და ქალაქ ალამადას.  წითელი ფერისა და არქიტექტურის გამო, ერთი შეხედვით, ეს ხიდი ძალიან ჰგავს სან-ფრანცისკოს „გოლდენ გეიტის“ ხიდს.  ეს მსგავსება არ გახლავთ შემთხვევითი –  ორივე ხიდი სხვადასხვა დროს დააპროექტა სამშენებლო კომპანია „American Bridge Company“-იმ.

25 26 27

კიდევ ერთი სანაოხაობა, რომელიც ასევე სხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობას გვაგონებს, არის ქრისტეს ქანდაკება (Cristo Rei) ქალაქ ალამადაში, საიდანაც საოცარი პანორამა იშლება, ქანდაკება 113 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს 25 აპრილის ხიდს, მთლიანად ლისაბონსა და მდინარე ტეხოს სანაპიროს.  ალბათ, მიხვდებოდით, რომ ეს ქანდაკება პირდაპირი ასლია ქრისტეს ქანდაკებისა (Cristo Redentor) რიო-დე-ჟანეიროში.  „Cristo Rei“-ზე მოსახვედრად თქვენ უნდა გახვიდეთ ცენტრალურ სადგურზე, რომელსაც კაის დო სოდრე ეწოდება, საიდანაც ყოველ ნახევარ საათში დადის საზღვაო მარშრუტი ალამადას მიმართულებით.

e q w

აქვე მინდა ჩამოვთვალო რამდენიმე პოპულარული ტურისტული ადგილი: ხერონიმოს მონასტერი (Mosteiro dos Jerónimos); ბელემის კოშკი (Torre de Belem) და აღმოჩენების მემორიალი (Padrao dos Descobrimentos) ბელემში; კარმოს მონასტრის ნანგრევები (Convento do Carmo); სანტ ვინსენტის მონასტერი (Kloster Sao Vicente de Fora); გულბენკიანის მუზეუმი; სანტა ხუსტას ელევატორი (Elevador de Santa Justa), პატრიარქალური კათედრალი (Catedral se Patriarcal); ვასკო და გამას ანძა, სადაც ასევე შეგიძლიათ გაისეირნოთ საბაგიროთი სანაპიროს გასწვრივ; აკვარიუმი (Oceanario de Lisboa); სანტ ხორხეს ციხე (Castelo de Sao Jorge), საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ლისაბონზე და ა.შ.

1 2 3 4

ვასკოდაგამას ანძა:

ff fg

როსიოს მოედანი:

ddd fff ggg

სანტ ვინსენტის მონასტერი

ggh

სანტ ხორხედანკოლუმბის ცენტრი

lkkjh

აღმოჩენების მოედანისპორტის მოყვარულებისთვის ასევე სავალდებულოდ სანახავია ლუზის სტადიონი (Estadio de Luz), სადაც ხშირად იმართება ჩემპიონთა ლიგისა და ნაკრების თამაშები.  აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ საფეხბურთო კლუბ „ბენფიკას“ მუზეუმს.

ooo

ჩემი პირადი რეკომენდაცია: აუცილებლად მოიწყეთ აღმოჩენების ტური და გაისეირნეთ ღამის ლისაბონში – განსაკუთრებით ძველ ქალაქში.

zzz zzzz zzzzz zzzzzzzz zzzzzzzzzzzzzzzz

თქვენ შეხვდებით ფანჯრებში გადმომდგარ ადგილობრივ მობინადრეებს, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ქუჩის აყალმაყალში, ასევე შუა ხნის მამაკაცების ჯგუფებს, რომლებიც ხმაურიანად თამაშობენ რომელიმე სამაგიდო თამაშს ან უბრალოდ ლუდს სვამენ და საუბრობენ და, რაც მთავარია, ლისაბონური ღამე – ფადოს ღამე!  ქალაქის უძველეს ვიწრო ქუჩებში თითქმის ყველა კუთხიდან, ასევე ვიწრო, ნახევრად განათებული რესტორნებიდან გაისმის გულისმომკვლელი სიმღერა ცოცხალი შესრულებით უიღბლო სიყვარულის შესახებ.

aaa

aaaaa

lllllll sdsd sdsdsdsdsd

ფადოს ღამე:

12 23 34

რაც შეეხება სამზარეულოს, პორტუგალია განსაკუთრებით გამოირჩევა თევზის მრავალფეროვანი ვარიაციებითა და შესანიშნავი ღვინის ასორტით, თუმცა იტალიურ, თურქულ თუ აზიურ რესტორნებსაც მრავლად შეხვდებით.  საუზმედ აუცილებლად გასინჯეთ პორტუგალიური ნამცხვარი პასტაის ყავასთან ერთად.შოპინგის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია ვასკო და გამას, ამორეირასა და კოლუმბის სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ღამის 11 საათამდეა ღია, ხოლო მაღალი მოდით დაინტერესებულთ შეგიძლიათ ჩაისეირნოთ ავენიდა ლიბერდადეზე, სადაც მხოლოდ ბრენდულ მაღაზიებს შეხვდებით.

რას უნდა ერიდოთ ლისაბონში:

– შავად ანუ უბილეთოდ მგზავრობას.  ასევე ზუსტად შეამოწმეთ სწორად იყიდეთ თუ არა ბილეთი.  სამწუხაროდ, ძალიან დამაბნეველია ბილეთის ავტომატების სისტემა, ამიტომ,  გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ იქვე მდგომ პერსონალს, ვიდრე არასწორი ბილეთის ყიდვისას ორმაგ თანხას დახარჯავდეთ.

– საღამოობით ღია რესტორანში ჯდომისას, ხშირად მოდიან ნარკოტიკის გადამყიდველები და პირდაპირ გთავაზობენ „Staff“-ს.  გირჩევთ არ გარისკოთ და უარით გაისტუმროთ.  ხშირ შემთხვევაში პოლიციელებიც ასევე ახლოს დგანან ხოლმე.

კიდევ ერთი რეკომენდაცია:

თუ თქვენ ლისაბონში მოხვდებით ზაფხულის სეზონზე და თან რამდენიმე დღით, აუცილებლად გამოყავით ერთი დღე და გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.

მატარებლით ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარეობს პატარა ქალაქი კაშკაი ძალიან ლამაზი სანაპიროებით.

a aa aaa aaaa aaaaa aaaaaa aaaaaaa

კაშკაიდან ყოველ ერთ საათში მიემგზავრება ავტობუსი კაბო და როკას მიმართულებით. კაბო და როკა არის ევროპის კონტინენტის უკიდურესი სახმელეთო პუნქტი, რომელიც 140 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს ატლანტის ოკეანეს.  სასურველია წინასწარ იცოდეთ ამინდის პროგნოზი, რადგან წვიმიანობის დროს კლდის უკიდურეს ნაპირზე მისვლა საკმაოდ საშიშია.

m mm mmm

აქვე, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ისტორიული ქალაქი სინტრა.  ეს გახლავთ პატარა ქალაქი ულამაზესი არქიტექტურული ძეგლებით, რომლის ნახვის შესაძლებლობაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

111 222 333 654756 876867 erterterte

ნათია ლაფერაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი