Cover

საქსონიის ულამაზესი მხარის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი ქალაქია ლეიფციგი.  ლეიფციგი საქსონიის მიწაზე  ყველაზე დიდი ქალაქია – ფართობით დაახლოებით თბილისის ზომის. მოსახლეობა შეადგენს 510000 ადამიანზე მეტს. 1165 წელს ლეიფციგს მიენიჭა ქალაქის წოდება. ლეიფციგი საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ქალაქია. იქ დაიბადა უამრავი მოსფლიოში ცნობილი გერმანელი.

laifcig

 

როგორც გერმანიის თითქმის ყველა ქალაქში, ლეიფციგშიც ცენტრი საკმაოდ მცირე ზომისაა,  სადაც განლაგებულია ღირსშესანიშნაობების უმეტესობა: სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და სხვა. ქალაქში ძველი არქიტექტურული ძეგლები და თანამედროვე შენობები ერთმანეთთან სასიამოვნოდ არის შეხამებული და მთლიანობაში ქალაქს თავისებურ ლამაზ ელფერს სძენს. ლეიფციგი საკმაოდ მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. ქალაქში არის ზოოპარკი, რომელიც სხვა ზოოპარკებისაგან თითქმის არაფრით გამოირჩევა, თუმცა ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ იგი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვარიუმისა და ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პრიმატების კოლექციის პატრონია.

ლეიფციგის უნივერსიტეტი მთელ მსოფლიოში ცნობილია და, შეიძლება ითქვას, თვითონ ქალაქის ცნობადობაც უმეტესად სწორედ უნივერსიტეტის დამსახურებაა. იგი დაარსდა 1409 წელს და დღეს 14 სხვადასხვა ფაკულტეტი გააჩნია. გერმანიაში ლეიფციგის უნივერსიტეტი სიძველით მეორე ადგილზეა ჰეიდელბერგის კარლ რუპრეხტის სახელობის უნივერსიტეტის შემდეგ.

univers

 

წმინდა მოციქული თომას ეკლესია, სადაც მუშაობდა იოჰან სებასტიან ბახი. სწორედ ამ ეკლესიაშია გერმანელი კომპოზიტორი დაკრძალული.

toma

 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ლეიფციგში აშენდა მთელ გერმანიაში სახელგანთქმული სასამართლოს შენობა.

sasamartlo

 

 

Völkerschlachtdenkmalანუ ხალხთა ბრძოლის ძეგლი. ევროპის მასშტაბით მემორიალი ყველაზე მასიურია.

 

brdzolis

ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ლეიფციგი აგრეთვე ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბაზრით, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა.

bazari

 

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი