10402088 10203742727624738 8843115139273377758 n

ლატვიის ეთნოგრაფიის მუზეუმი მდებარეობს ქალაქ რიგაში, ტბასთან ახლოს გაშენებულ ტყეში.  მუზეუმი დაარსდა 1924 წელს და მისი მიზანი იყო ლატვიის ოთხი რეგიონის – კულანდის, ზემგალეს, ვადზემესა და ლატგალეს კულტურული მემკვიდრეობის ერთ სივრცეში გამოფენა.  დღეისათვის აქ 118 შენობა და 3000-მდე ექსპონატია განთავსებული.  მუზეუმი ლატვიის ფაქტიურად ყველა ეთნიკურ ჯგუფს წარმოაჩენს.

ზაფხულის ცხელ დღეს ეთნოგრაფიული მუზეუმის ხის არქიტექტურა იდეალური ბაღის სურათს წარმოაჩენს.  არემარე გაჯერებულია წიწვოვანი ტყის სურნელით.  ეს არის ადგილი, სადაც მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, შესაძლებელია განტვირთვა.

ნიკიტა ივანოვი

დატოვე კომენტარი

კომენტარი