Cover

სათაურიდან გამომდინარე, უმრავლესობას შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ დალევის მოყვარული მოგზაურის ჩანაწერებს გადააწყდნენ, თუმცა ეს ასე არ არის.  საუბარია საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა და ლამაზ ქალაქ კონიაკზე.  კონიაკი ეკუთვნის შარანტას რეგიონს და მისი ფართობი სულ რაღაც 15,5 კვადრატული კილომტერია.  კონიაკის წარმოებამ დასაბამი სწორედ ამ ქალაქში დაიდო და მისივე საპატივცემულოდ ეწოდა  სასმელს ეს სახელი.  ქალაქში, სადაც სულ რაღაც 19 500 მოსახლე ცხოვრობს, დღეისათვის არსებობს 600 „კონიაკის სახლი“, ანუ 600 სხვადასხვა მწარმოებელი.  მათგან ყველაზე ცნობილებია „ჰენესი“, „კამუსი“, „რემი მარტინი“, „მარტელი“ და სხვა.  კონიაკის ეკონომიკა მთლიანად დაფუძნებულია სასმელზე.  სწორედ ეს სასმელები და მათ წარმოებასთან დაკავშირებული დეტალები: ბოთლები, კასრები, თავსახურები, ეტიკეტები არის ქალაქის ეკონომიკის უმთავრესი ძალა.  კონიაკში აგრეთვე იწარმოება თეთრი და შავი ღვინის მცირე რაოდენობა.

kasrebi
„ჰენესის“ შემდეგ, რიგით მეორეა კონიაკის სახლი „რემი მარტინი“.კონიაკი პირველად, როგორც ოფიციალური ქალაქი, ნახსენებია 1215 წელს.

martini

კონიაკი საფრანგეთის რიგით 24-ე მეფის, ფრანსუა პირველის დაბადების ადგილია.  მისი სასახლე ქალაქში დღემდე მდებარეობს და გარკვეული თანხის საფასურად ამ ნაგებობის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სასახლე

ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობასწარმოადგეს 1499 წლით დათარიღებული ძველი ქალაქის კარიბჭე.

La Charente à Cognac avec passage de la gabare "Dame Jeanne"

ქალაქში ასევე არის სხვადასხვა მუზეუმი, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული 2004 წელს დაარსებული კონიაკის მუზეუმია. აქ გაეცნობით კონიაკის დამზადების უძველეს წესებს, სასმელის შექმნის ისტორიას, მისი განვითარების გზას და მრავალ სხვა საინტერესო ფაქტს. არსებობს ვარაუდი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჯარებმა, საფრანგეთიდან წამოიღეს სხვადასხვა სახეობის კონიაკი, მათი დამზადების რეცეპტები, ტექნოლოგიები. სწორედ ამის შემდგომ გავრცელდა და დაიხვეწა კავკასიაში ეს სახელგანთქმული სასმელი. თუმცა ეს  მოხლოდ ვარაუდია.
ჩვენს ქვეყანაში კონიაკი არც თუ ისე ცნობილი ქალაქია, თუმცა იქ მოხვედრილი მოგზაური თავის არჩევანს არ ინანებს და გაეცნობა მსოფლიოს უამრავი საინტერესო ადგილიდან ერთ-ერთს.  ძველი ქალაქის ატმოსფერო, მდინარე ჩარენტეს ლამაზი სანაპირო და იქ  მირთმეული უმაღლესი ხარისხის სასმელი, აუცილებლად სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი