header 1

2009 წლის შემოდგომაზე გამიმართლა და საშუალება მომეცა მომენახულებინა დედამიწის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილი, კვიპროსის კუნძული და გამეტარებინა მასზე დაუვიწყარი ორი თვე. დრო საჭიროზე მეტი აღმოჩდა იმისათვის, რომ ძირფესვიანად შემესწავლა ადგილობრივი კულტურა, მენახა კუნძულის ყველა ნაწილი (რომელზეც ნებადართულია შესვლა) და რაც მთავარია ვზიარებოდი ანტიკურ კულტურას, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ბერძნული ფუძე აქვს, ადგილობრივები მაინც კიპრიოტულს უწოდებენ.

We are Cypriots, not Greeks (ჩვენ კიპრიოტები ვართ და არა ბერძნები) გულისწყრომა ნარევი ღიმილით მომახალა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეგობარმა, როდესაც ბერძენად მოვიხსენიე.

გადავწყვიტე, რომ კუნძულის შესახებ მოთხრობა მისი თურქული ნაწილის ერთ-ერთი მარგალიტით, კირენიათი დამეწყო. პირველი, რომ ეს ქალაქი ნამდვილად არის ღირსი ჰქონდეს საკუთარი ისტორია „მოგზაურის“ ვებ გვერდზე და მეორე აქ უკვე ჩემი სამშობლოს პრობლემაც გამოიკვეთა. კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი დე-იურე კვიპროსის სახელმწიფოს ნაწილად მოისაზრება, ხოლო დე-ფაქტო კონტროლი თურქეთის მხარის მიერ ხორციელდება. თვითონ ბერძენი კიპრიოტები მხარეს ოკუპირებულად მოიხსენიებენ. ზუსტად ამ ისტორიული ნაწილის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქია კირენია.413191კირენია (თურქულად გირნე) კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილიში ერთ-ერთ მთავარ საპორტო ქალაქს წარმოადგენს. ეს არის ისტორიული ნაწილი რომლის დაარსება ტროას ომების პერიოდს ემთხვევა და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5800–3000 წლით. უნდა აღინიშნოს რომ, კვიპროსზე ლეგალურად მოხვედრის ერთადერთი საშუალება დღესდღეობით მხოლოდ ლარნაკაში განთავსებული აეროპორტით არის შესაძლებელი. საზღვაო ტრანსპორტით კი მხოლოდ და მხოლოდ ბერძნულ პორტებში ჩარტყმული ბეჭდი ითვლება კვიპროსის რესპუბლიკის მიერ ოფიცილაურად. ქვეყნისა კანონებით კატეგორიულად იკრძალება ქვეყნის ოკუპირებული ნაწილიდან ბერძნულ მხარეში მოხვედრა, მართალი რომ გითხრათ ამის გამო 8 საათი ფრენა მომიწია თბილისიდან ჩეხეთის დედაქალაქში და მერე უკან, რომ ჩვენგან 2 საათის ფრენის დაშორებით მყოფ ქვეყანაში ჩამეღწია.

როგორ მოვხვდეთ
პირადად კირენიაში დედაქალაქის, ნიქოზიას ბერძნული ნაწილიდან მოვხვდი. სამოქალაქო ომის შემდეგ ნიქოზია, ორ ნაწილად არის გაყოფილი და მთელს სიგრძეზე 5-დან 50 მეტრამდე სისქის ბუფერული ზონა გასდევს, რომელშიც ბრიტანული ჯარი არის ჩაყენებული. ორ მხარეს შორის შემაკავშირებელი დედაქალაქში მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტია, რომელიც სახელგანთქმული ლიდრას ქუჩის ბოლოში მდებარეობს. აქ პასპორტები ბერძენმა მესაზღვრეებმა შეგვიმოწმეს. პროცედურა მარტივია, არანაირი გასვლის ბეჭედი და სხვა ტიპის ოფიციოზი, მხოლოდ კვიპროსის ვიზას აკვირდებიან. შემდგომ 20 მეტრიანი ბუფერული ზონის გადაჭრა მოგვიწია, რომელშიც ორი ბრგე ბრიტანელი ჯარისკაცი შეგვხვდა ცისფერი ჩაფხუტებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოვხვდით თურქულ გამშვებ პუნქტზე.Cy-map
თურქებთან ყველაფერი მარტივად არის მოწყობილი. „მერჰაბა“ ღილიმი და შემდგომ „თეშექურალ“, რაც სალამს და შემდგომ მადლობას ნიშნავს. აქვე მინდა დავძინო რომ შესვლაზე არც ერთი ერის წარმოამდგენელს პრობლემა არ შექმნია, მათ შორის არც ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს.
ქართველი მოგზაურებისთვის კირენიაში მოხვედრა ძალზედ ადვილია, თუ რუკას დავხედავთ დავინახავთ, რომ კვიპროსი ჩრდილო ნაწილი და ანტალიის რეგიონის ერთ-ერთი ქალაქი ალანია სულ რაღაც 180 კილომეტრით არიან დაშორებულები. არაფერს ვიტყვი რეგიონის მეორე პორტზე Taşucu-ზე, რომლიდანაც კუნძლი 90 კილომეტრით არის დაშორებული. ალანიიდან ბორანი კირენიას მიმართულებით 3 დღეში ერთხელ გადის და მოგზაურობის ღირებულება მიახლოვებით 70 ლარს შეადგენს. ასვე უნდა აღინიშნოს რომ კუნძულზე დაფრინავს ქართველებისთვის ახლა უკვე ცნობილი „ატლასჯეტი“, რომელიც ყოველდღიურად რეგულარულ რეისებს ასრულებს ანტალიდან კირენიას „ერქანის“ აეროპორტში.

ამბობენ რომ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი თურქეთის სანაპიროდან მოწმენდილ ამინდში კარგად მოსჩანს!

იმ შემთხვევაში თუ კვიპროსზე თურქეთის მხრიდან შეხვალთ, მაშინ აეროპორტიდან კირენიას ცენტრალურ პორტამდე მისაღწევად 20 წუთამდეა საჭირო. ჩემი მოგზაურობა კი უფრო ხანგრძლივი აღმოჩდა. დედაქალაქის თურქულ ნაწილში ავტობუსების გაჩერება ვიპოვეთ და დანგრეული ინგლისურით მოსაუბრე მძოლს გავაგებინეთ მიამართულება, მანაც თითო კაცზე თითო ევრო მოგვთხოვა ტრანსპორტირებისთვის. ავტობუსი 12-15 კაცის შევსებას დაელოდა და დავეშვით დედაქალაქიდან სანაპიროს იმართულებით. მოგზაურობამ 40 წუთი გასტანა. Droshaშუა გზაში კიდევ ერთ მთის ფერდობზე განთავსებული გიგნატური თურქული დროშა ვიხილეთ, რომელიც კუნძულზე მრავლად გხვდებათ. ეს დროშა ბერძნული ნაწილიდანაც კარგად ჩანს და ადგილობრივი ბერძნების გულის გასახეთქად ღამღამობით კარგად არის განათებული. მოგზაურობამ 40 წუთი გასტანა და მალე გამოჩდა ხმელთაშუაზღვის ჯადოსნური სანაპირო და კირენიას გადატვირთული პორტი.

ქალაქი და სანახაობა
ქალაქის სავიზიტო ბარათს მისი პორტი და ციხესიმაგრე წარმოადგენს, რომლსაც ზემოდან დაჰყურებს ტყით შემოსილი ბეშპამარკის მთები. ქალაქი 22 ათას მოსახლეს ითვლის, აქ ოფიცილური ენა თურქულია, თუმცა როგორც ამბობენ ძველ თურქ-კიპრიოტებს კარგად ესმით ბერძნულიც. ოფიციალური ვალუტა თურქული ლირაა, ასვე ბრუნვაშია ევრო, ფუნტი და ნაკლებად დოლარი. ქალაქში მრავლად არის განთავსებული თურქული ბანკები და ბანკომატების ქსელიც. ტრანსპორტი კირენიაში შეზღუდულია, თუ ცენტრალურ უბანში ჩერდები, მაშინ შეიძლება ისარგებლო ავტობუსით, სხვა შემთხვევაში კი ავტომანქანის დაქირავება ან ტაქსით მოგზაურობა მოგიწევთ.SL731629ქალაქის მთავარი სანახაობა რა თქმა უნდა კირენიის პორტი და ციხე-სიმაგრეა. ანტიკური დროის ნაგებობა სავარაუდოდ ბიზანტიელების მიერ იქნა აშენებული მეშვიდე საუკუნეში. ამ ციხესიმაგრეს არაერთი შეტაკება უნახავს. ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა, 1570 წელს ოტომანებმა დაიპყრეს და დაანგრიეს, ხოლო ბრიტანელების მართველობის დროს, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულება ისე გამოიყენებოდა.
castleCaastle view
ციხის შიგნით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბიზანტიური ეკლესია და ოტომანების ადმირალის, სადიკ ფაშას საფლავი.

გადმოცემით 1191 წელს რიჩარდ ლომგულს დაუპყრია ქალაქი, იერუსალიმში ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მიმავალს!

კირენიის პორტი ულამაზესია მზიან ამინდში, აქ მრავლად არის დასასვენებელი ადგილები, კაფეები და ბარები. შუადღისას დაღლილებმა ერთ-ერთ ტავერნას მივაშურეთ. რა თქმა უნდა სამზარეულო აქ თურქულია, მენიუ დატვირთულია ქათმის, ძროხის და ცხვრის ხორცისგან დამზადებული კერძებით. მომსახურებას წუნს ვერ დაუდებ, როგროც მიღებულია, თითო მაგიდას თითო ოფიციანტი ემსახურება და თანაც ძალიან ოპერატიულად. მენიუს გადათვალიერებისას ჩვენი მზერა სამეფო ხორცის მენიუზე შეჩერდა, რომელიც მიუხედავად იმისა რომ საეჭვოდ დიდად გამოიყურებოდა მაინც შევუკვეთეთ. ოცი წუთის შემდეგ ოფიციანტი სამზარეულოდან ჩვენი მენიუთი დაბრუნდა, შეკვეთილის გამოჩენას სასწაულებრივი ეფექტი ჰქონდა, უზარმაზარი, ხორცის გემრიელი ნაჭრებით სავსე 1,5 მეტრიანი ლანგარის დანახვისას დიდი ხანი ემოციას ვერ ვმალავდით და ტაშს ვუკრავდით გაშეშებულ ოფიციანტს.
SL731616091014 269
კირენიას ცენტრში მრავლად არის სხვადასხვა ტიპის კაფეები და ბარები, მათ შორის გამოირჩევა: Sempati Bar (Sky sports), Runch Bar, Roxanne, Riverside Ranch Bar და ა.შ.

მოგზაურს არ უნდა გამოეპაროს, უძველესი აღმოჩენილი გემის მუზეომი, რომელიც კირენიის ციხის კედლებს შორის მდებარეობს. აქ წარმოდგენილია უძველესი გემი, რომელიც ზღვიდან იქნა ამოღებული და შემდგომ რესტავრირებული. გემი ჰელენიკური პერიოდის არის და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მიახლოვებით 300 წელს არის დამზადებული. ასევე ქალაქის სანახაობებში შედის წმინდა მთავარანგელოზის ეკლესია, ჰილარიონის ციხესიმაგრე, ფრესკების მუზეომი და დეკორატიული ხელოვნების გალერეა.
SL731623SL731635

ადგილობრივები
ქალაქი სხვადასხვა ეპოქის განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა, დაწყებული ბიზანტიელებიდან, დამთავრებული ბერძნების, ოტომანების და ბრიტანელებითაც კი. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ კუნძული ორ ნაწილად გაიყო და კირენია ქვეყნის თურქულ ნაწილში მოექცა. SL731633ერთ დროს ბერძენი კიპრიოტებით მჭიდროდ დასახლებული ნაწილი, დღეს დასახლებულია თურქი კიპრიოტებით, ჩამოსახლებული თურქებით და ბრიტანელებით.
მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია, ყოველთვის მზად არის შეჩერდეს და მიმართულება აგიხსნათ ან სულაც კარგი რესტორანი შემოგთავაზოთ. როგორც ეტყობა მოსახლეობის უმეტესობა აქ ტურისტულ საქმიანობას ეწევა ან შესაბამისად არის დასაქმებული. მოგზაურობის განმავლობაში ადგილობრივებთან არ შეგვქმნია არანაირი პრობლლემა.

სანაპირო ზოლი
ამინდი კირენიაში ცხელია, საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 26-დან 32 გრადუსამდე მერყეობს. აქ იშვიათად მოდის წვიმა და ფაქტიურად არასდროს არ არის ღრუბელი. როგორც ადგილობრივები ამბობენ მაისი და ოქტომბერი აქ საუკეთესო პერიოდია დასასვენებლად.SL731641
მოსაღამოვებისას სასტუმროში გავწიეთ რომელიც შეიძლება ითქვას რომ საშუალო ევროპული სასტუმროს ფასთან შედარებით ბევრად იაფია. გესთჰაუსის ტიპის სასტუმრო ერთ ადამიანზე 10-15 ევროს ექვივალენტი დაჯდა. სასტუმრო კირენიიდან დასავლეთით მდებარე „sunset beach“-ზე მდებარეობდა. სანაპირო ზოლი აქ ძალიან ლამაზია თუმცა, კვიპროსის ევროპულ ნაწილში მდებარე სანაპიროებთან შედარებით მოუწესრიგებელია და ინფრასტრუქტურაც ნაკლებად არის განვითარებული. აქ იაფფასიან სასტუმროებთან ერთად განთავსებულია თურქული All Inclusive ტიპის სასტუმროებიც, რომლის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 80 დოლარიდან 250 დოლარამდე მერყეობს.

მოგწონს პოსტი? შემოგვიერთდი!

რაც შეეხება კირენიადან აღმოსავლეთით მდებარე სანაპირო ზოლს, აქ მდებარეობს ცნობილი აკაპულკოს სანაპირო, რომელიც ქალაქიდან 15 წუთის გზაზე მდებარეობს. ამ მხარეში პოპულარულია ვინდესრფინგი. აკაპულკოდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ალაგადის სანაპირო, რომელიც ასევე turtle beach, კუს სანაპიროს სახელით არის ცნობილი. აქვეა განთავსებული უამრავი რესტორანი, ბარი და სასტუმრო, თუმცა ამ ორი სანაპიროს შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცი და პირადად არ ვყოფილვარ.SL731618

დაბოლოს
ქალაქი მეორე დღეს, მოსაღამოვებისას დავტოვეთ. თურქმა ტაქსისტმა, ჩვენთან ერთად უპრობლემოდ გადმოკვეთა ნიქოზიის ბუფერული ზონა და საზღვარი და ევროპულ ნაწილში განთავსებულ სასტუმრომდე მიგვაცილა. ორდღიანმა ვიზიტმა ჯგუფის წევრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი