Calabria (4)

კალაბრია იტალიის ულამაზესი რეგიონებიდან ერთ-ერთია. ის ე.წ. „ჩექმის წვერზე“, ანუ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. Reggio Calabria ანტიკურ ხანაში მისი სახელი იყო ბრიტიუმი. კალაბრია იყოფა ხუთ რეგიონად, რომელთაგან სამი ძველი, ისტორიული რეგიონია: კატანძარო, კოზენცა და რეჯო, ხოლო ორი კი – თანამედროვე: კროტონე და ვიბო-ვალენტია. კატანძარო კალაბრიის რეგიონის დედაქალაქია. მოსახლეობა 2 მილიონამდე ადამიანს შეადგენს. კალაბრიის ისტორიიდან აღსანიშნავია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში, კალაბრია საბერძნეთის კოლონიას წარმოადგენდა. იტალიის ეს ულამაზესი რეგიონი მრავალჯერ იყო დაპყრობილი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში, რეგიონი რომის იმპერიამ დაიპყრო. მეთერთმეტე საუკუნეში ნორმანები, ანუ იგივე ვიკინგები გახდნენ კალაბრიის დამპყრობლები. კალაბრიას ხშირად თავს ესხმოდნენ თურქული და ბერბერიული ჯარები. Calabria (2) Calabria (1)
კალაბრიის ტურიზმის ძირითად მიმართულებას საზღვაო კურორტები წარმოადგენენ, თუმცა ასევე განვითარებულია სამთო ტურიზმის სექტორიც. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ულამაზეს ადგილებს ასპრომონტესა და ლა სილას მთებში, რომლებიც რეჯო დი კალაბრიას რეგიონში მდებარეობენ. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია მთების ნაციონალური პარკი და ულამაზესი ტბები – არვო და ამპოლინო.
Calabria (3)
ტირენიისა და იონიის ზღვების სანაპიროებზე კალაბრიის ულამაზესი საკურორტო ქალაქები და დაბებია გაშენებული. მათ შორის ყველაზე ცნობილი კურორტებია სოვერატო, ტროპეა და სკალეა.

ტროპეა იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო საცურაო ადგილად ითვლება.Calabria (4) Calabria (5)

სოვერატო ცნობილია ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და ვრცელი, ქვიშიანი სანაპიროებით. calabria38

სკალეაში თანამედროვე და საოჯახო სტილის სასტუმროები, ძველებური ვილები და საოცარი სილამაზის მქონე სანაპირო ზოლი ერთმანეთში გემოვნებით არის შეხამებული და ნებისმიერი მოგზაურისთვის მიმზიდველია.
calabria 9
ადმინისტრაციული ცენტრი ჯერაჩე ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია კალაბრიის კურორტებს შორის. აქ განთავსებულია ნორმანების ციხესიმაგრე და კათედრალი, სადაც ნებისმიერი მსურველისთვის ტარდება ექსკურსიები.
calabria 10
ტურისტულ ქალაქებს შორის ასევე ცნობილია სიდერნო, რომელიც სახელგანთქმულია ლამაზი და კომფორტული პატარა სასტუმროებით.
საზღვაო კურორტების, მთებისა და სხვა მიმზიდველი ადგილების გარდა, კალაბრია ტურისტებისთვის სასურველი ადგილია მისი უგემრიელესი სამზარეულოს გამო. როგორც ზოგადად იტალიაში, ისე აქაც დიდი ყურადღება ეთმობა პასტასა და ტკბილეულს. კალაბრიული კერძების უმეტესობა შედგება ხორცის, თევზის, პასტასა და ბოსტნეულისგან.
calabria 12 calabria 11ქვიშიანი სანაპიროები, უგემრიელესი სამხრეთ-იტალიური კერძები, უალამზესი მთები და საოცარი ბუნება კალაბრიის მთავარი ღირსებებია. იტალიის ეს მშვენიერი რეგიონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა მშვიდ გარემოში იმოგზაურონ, დაისვენონ და მიიღონ სიამოვნება მრავალფეროვანი ბუნებისგან, ასევე გაეცნონ იტალიის კულტურასა და ტრადიციებს.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი