იტალია

სამხრეთ ევროპის დეცენტრალიზებული-უნიტარული სახელმწიფო.  დედაქალაქი რომი.  საბერძნეთთან ერთად იტალია დასავლური კულტურის სამშობლოს წარმოადგენს.  ამავდროულად აქ თავმოყრილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლი.  იტალია ასევე ცნობილია უგემრიელესი სამზარეულოთი, მაღალი მოდის ინდუსტრიით, ძვირფასი სპორტული ავტომობილებითა და მოტოციკლებით, მრავალფეროვანი რეგიონული კულტურით, ულამაზესი სანაპიროებითა და ალპური ტბებით.  ტყუილად არ უწოდებენ მას ”Bel Paese” (ლამაზი ქვეყანას).

Fontan Di Treviიტალია ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით 60 მილიონს შეადგენს.  რელიგია – კათოლიციზმი.  ქალის ჩექმის ფორმით ადვილად ამოსაცნობი ქვეყანა ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურს ნაწილს, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულების მცირე ნაწილს იკავებს.

ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება:  საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია.

ვატიკანი და სან-მარინო იტალიის გარემოცვაში მდებარე ორი პატარა, სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.  არცერთი მათგანი არ შედის ევროკავშირის შემადგენლობაში და, მიუხედავად ამისა, ორივე სახელმწიფო წარმოადგენს შენგენის ზონის ნაწილს და გაწევრიანებულია ევროპის სავალუტო კავშირში.  განსხვავება ამ ორ სახელმწიფოსა და იტალიის ტერიტორიას შორის თითქმის უნმიშვნელოა, ვალუტაც და ოფიციალური ენაც საერთო აქვთ და ამიტომაა შეუმჩნეველი საზღვარი მათ შორის.

ოფიციალურ ენა აქ, რა თქმა უნდა, იტალიურია, მაგრამ რეგიონების მიხედვით მკაფიოდ განსხვავებულ დიალექტს შეხვდებით.

დედაქალაქი: რომი

ვალუტა: ევრო

ფართობი: 301,340km²

ელექტრო ვოლტაჟი: 230V, 50Hz

სატელეფონო კოდი: +39

დროითი სარტყელი: UTC+1

საერთო ჯამში იტალია მთიან რეგიონად ითვლება თავისი ალპებითა და აპენინებით.

ორი დიდი კუნძული, რომელიც ქვეყნის შემადგენლობაში შედის არის სიცილია (დასავლეთ სანაპიროსთან) და სარდინია (სამხრეთ იტალიის წვერზე მდებარეობს).

რეგიონები
ქვეყანა იყოფა 20 რეგიონად, რეგიონები – პროვინციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად, პროვინციები კი მუნიციპალიტეტებად.
იტალიის რუკა

ჩრდილო-დასავლეთ იტალია:  აქ თავმოყრილია:  პორტოფინო და Cinque Terre (იტ. ხუთი მიწა).  ალპები, მსოფლიო დონის ქალაქები, როგორიცაა ინდუსტრიის დედაქალაქი – ტურინი, გენუას უმსხვილესი პორტი, ქვეყნის მთავარი ბიზნეს ცენტრი – მილანი.  ასევე კომოსა და მაჟოროს ტბების ულამაზესი ადგილები და რენესანსული საგანძური ქალაქ მატოვაში.

ჩრდილოეთ იტალია:  გადაჭიმულია ვენეციის არხიდან ისტორიულ ქალაქ ბოლონიამდე.  აქ მდებარეობს Dolomites მთიანი რეგიონი და Cortina d’Ampezzo სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე ქალქები პარმა და ვერონა.

ცენტრალური იტალია: აქ ცოცხლობს ისტორია და ხელოვნება.  ფლორენცია აყვავების აკვანია და ტოსკანას მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.  აქ თავმოყრილ ქალაქებში წარმოდგენილია ქვეყნის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა.

სამხრეთ იტალია: ხმაურიანი ნეაპოლი, პომპეის ნანგრევები, ამალფის და კუნზულ კაპრის ულამაზესი სანაპირო, განსაცვიფრებელი კალაბრიას უკაცრიელი პლაჟები რეგიონს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის.

სიცილია: მიმზიდველი კუნძული ცნობილი ზღვის პეიზაჟებით, არქეოლოგიითა და უგემრიელესი სამზარეულოთი.

სარდინია: დიდი კუნძული იტალიის სანაპიროდან 250 კმ-ის დაშორებით.  შესანიშნავი ზღვა და პლაჟები მთავარი ადგილია მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის.

Amalfi Coast

ქალაქები
რა თქმა უნდა, იტალიაში ასობით ქალაქია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანებს წარმოადგენთ:

  • რომი – ქვეყნისა და ძველი რომის იმპერიის უძველესი დედაქალაქი;
  • ფლორენცია – რენესანსის ქალაქი.  მისმა არქიტექტურამ და კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო კულტურის განვითარებაზე;
  • გენუა – შუასაუკუნოვანი საზღვაო რესპუბლიკა.  ტურიზმსა და ვაჭრობასთან ერათად ქალაქის პორტმა ხელოვნებისა და არქიტექტურის განვითარებასაც შეუწყო ხელი;
  • ბოლონია – მსოფლიოს უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქი სავსე ისტორიით, კულტურით, ტექნოლოგიითა და გემრიელი სამზარეულოთი;
  • ტურინი – ინდუსტრიის ცნობილი ცენტრი, იტალიის ყოფილი დედაქალაქი და ფიატისა და მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიის სამშობლო.  ქალაქი ასევე ცნობილია ბაროკოს სტილის შენობებითა და  “Mole Antonelliana”-თი (ყოფილი სინაგოგა დამახასიათებელი არქიტექტურით);
  • მილანი – მსოფლიო მოდის ქალაქი, ასევე ვაჭრობისა  და ბიზნესის სფეროში  იტალიის მნიშვნელოვანი ცენტრი;
  • ნეაპოლი – დასავლური სამყაროს უძველესი ქალაქი, იუნესკოს მნიშვნელოვანი ცენტრი და პიცის დაბადების ადგილი;
  • პიზა – შუასაუკუნოვანი საზღვაო ქალაქი და დახრილი კოშკის სამშობლო;
  • ვენეცია – იტალიის ულამაზესი ქალაქი, ცნობილი თავისი ისტორიით, ხელოვნებითა და, რა თქმა უნდა, მსოფლიოში განთქმული არხებით.

სხვა მიმართულებები:

  • იტალიის ალპები – ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი მთის სისტემა ევროპაში.  მათ შორისაა მონტ ბლანი (იტ. “თეთრი მთა” იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე) და Monte Rosa;
  • ამალფის სანაპირო – არაჩვეულებრივი კლდოვანი სანაპირო;
  • კაპრი – განთქმული კუნძული ნეაპოლის ყურეში.  კუნძულს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან მოყოლებული საკურორტო დანიშნულება აქვს;
  • Cinque Terre – ხუთი პატარა, ულამაზესი ხედების მქონე ქალაქი გადაშლილი ფრიალო ვენახების გასწვრივ ლიგურიას სანაპიროზე;
  • Como-ს ტბა – მისი სილამაზე რომის იმპერიის ხანიდანაა აღიარებული (მისი სიღრმე 400 მ-ია);
  • Garda-ს ტბა – ლამაზი ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, გარშემორტყმული პატარ-პატარა სოფლებით;
  • მატერა – უძველესი ქალაქი-პროვინცია იტალიის სამხრეთით, ეს არის კლდოვანი დასახლება, რომელიც მსოფლიო ფასეულობასა და იუნესკოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენს (მდებარეობს სამხრეთ იტალიაში);
  • პომპეი და ჰერკულანუმი ორი მეზობელი რომალული ქალაქია, დაფარული ვულკანური ამოფრქვევით.  გათხრების შედეგად აქ შესანიშნავი არქეოლოგიური მასალა იქნა აღმოჩენილი.

Lake Como

კლიმატი
იტალიაში მრავალფეროვანი კლიმატია, რომელიც მცირედად განსხვადება  ხმელთაშუა ზღვის კლიმატთნ.  ზაფხული ძირითადად ცხელი და მშრალია, წელიწადის ყველაზე ცხელი თვე კი ივლისია.  ზამთარი ცივი და ნოტიოა, ჩრდილოეთით და სამხთეთით მდებარე რეგიონებში კი შედარებით რბილი.  ნახევარკუნძულების კლიმატიც აქ ზღვის დონიდან მდებარეობის მიხედვით განსხვავედება – უფრო მაღალ რეგიონებში ტემპერატურა იკლებს და ნოტიო სიცივეა.  ალპურ ზონასაც შესაბამისი მთის კლიმატი ახასიათებს.

* * *

იტალია სტუმართმოყვარე ქვეყანაა, იტალიელები კი განთქმული თავისი კეთილგანწყობითა და თავაზიანობით.  როგორც წესი, აქაური საზოგადოება ჩრდილოეთ ევროპასთან შედარებით გაცილებით ემოციური და მგრძნობიარეა, მით უფრო თუ საქმე ურთიერთპატივისცემას ეხება.  ურთიერთობისას თქვენ თუ თავაზიანი და ზრდილობიანი იქნებით, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ ისინი თქვენს ინგლისურს (გამონაკლისი ახალგაზრდა თაობაა) უპასუხებენ.  აქ ყველა იტალიურად საუბრობს.

ყველა იტალიელისთვის უფრო მეტად ძვირფასია მშობლიური ქალაქი, ვიდრე მთელი იტალია და თუ მათთან დამეგობრებას გადაწყვეტთ, კომპლიმენტი არ დაიშუროთ და შეუქეთ ადგილობრივი მთა/ტბა/სოფელი თუ ეკლესია…

დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტყუილის თქმა არ მოგიწევთ.  რაც შეეხება პოლიტიკას, ნუ შეეხებით ფაშისტური გერმანიის თემას, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეს ხანში შესული ადამიანებისთვის, ვინც ბენიტო მუსულინის დიქტატორულ მმართველობას მოესწრო.

25 აპრილი იტალიის დამოუკიდებლობის დღეა.

უსაფრთხოება
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით კრიმინალის დონე აქ დაბალია.  თუ ელემენტარულ უსაფრთხოების ზომებს დაიცავთ, აქ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ.  ყურადღებით იყავით ბაზარსა და ხალხმრავალ ადგილებში… აქ ბევრი ჯიბის ქურდი დადის, რომლებიც ძირითადად დაწყვილებულად მუშაობენ.

ცხელი ხაზი: 112

კვება
უგემრიელესი და მრავალფეროვანია იტალიური სამზარეულო.  აქ ყველა რეგიონს დამახასიათებელი კერძი აქვს.  ჩრდილოეთ იტალიის სამზარეულო კარტოფილითა და ბრინჯით მდიდარი საკვებით ხასიათდება, ცენტრალური – ხორცითა და მაკარონით, ხოლო სამხრეთის მხარე ცნობილია პიცით, ასევე მაკარონისა და ზღვის პროდუქტებით.

Palazzo Manfredi

ცნობილი კერძები:

  • Risotto – იტალიურად მომზადებული ბრინჯი ბოსტნეულით, ყველით, საქონლის ან ფრინველის ხორცითა თუ ზღვის პროდუქტით.  ყველა შემთხვევაში უგემრიელესი კერძია;
  • Arancini – სამხრეთ იტალიის კერძი, თუმცა მთელ ქვეყანაშიაგავრცელებული.  შემწვარი ბრინჯის ბურთები კვერცხის, პომიდორის სოუსისა და ყველის შიგთავსით;
  • Polenta – ყვითელი სიმინდისგან დამზადებული ცნობილი კერძი გავრცელებული ჩრდილოეთ მთების რესტორნებში.  ამზადებენ ირმის ან ტახის ხორცით;
  • Gelato – იტალიური უგემრიელესი ნაყინი, რომელსაც მხოლოდ ნატურალური რძისგან ამზადებენ (სხვადასხვა ხილითა და არომატით);
  • Tiramisù – იტალიური ნამცხვარი დამზადებული ყავის, მასკარპონესა და რომის ნაზავით.

რა თქმა უნდა, პიცა განსაკუთრებულია ამ კერძის მშობლიურ ქვეყანაში.

იტალია ასევე საუკეთსო ღვინის მწარმოებელია და მრავალ ქვეყანაში გადის მისი ექსპორტი.  აქ თითქმის ყველა კერძს შესაბამის ღვინოს უსადაგებენ და ცნობილი „ფერადი წესი“ (წითელი ღვინო ხორცთან და თეთრი თევზთან) აქ შეგიძლიათ თავისუფლად დაარღვიოთ ადგილობრივი ღვინის მრავალფეროვნების მიზეზით. ტრადიციული სასმელებია: ლიმონჩელო და გრაპა.  ლიმონჩელო ეს არის ლიქიორით დამზადებული ალკოჰოლური სასმელი ლიმნითა და შაქრით, ხოლო გრაპა (იგივე ჭაჭა) გამოიხდება უკვე გამოწურული ყურძნის ნარჩენით და თუ მის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით რომ იგი რამდენჯერმეა გამოხდილი.  როგორც წესი, ამ სასმელებს საკვების მიღების შემდეგ მოიხმარენ და თუ მიმტანის კეთილგანწყობა მოიპოვეთ, აუცილებლად დაგიტოვებთ გარკვეულ დოზას უფასოდ.

იტალიელებს საღამო საათებში (18 სთ-დან 21 სთ-მდე) უყვართ ბარში სასმლის დალევა.  ამ პერიოდს ისინი Aperitivo-ს (ბედნიერ საათებს) უწოდებენ.  ბოლო წლების განმავლობაში მილანის თითქმის ყველა ბარი სთავაზობს კლიენტს სასმელსა და სხვადასხვა კოქტეილზე ფიქსირებულ ფასს შვედურ მაგიდასთან ერთად.  ეს აქ ძალზედ მოდურია.

რომი განსაკუთრებულად ამაყობს თავისი სასმელი წყლით, რომელიც მაღალი მთიდან მოედინება და ქალაქის ყველა რაიონს მიეწოდება.  ასე, რომ გაბედულად მიირთვით ნებისმიერი ონკანიდან მთის ცივი და სასარგებლო წყალი.

ვიზა:
იტალია შენგენის წევრი ქვეყანაა და ვიზაც შესაბამისად დაგჭირდებათ. მიმართეთ იტალიის საკონსულოს საქართველოში. მისამართი: რუსთაველი ქ #27;  ტელ: 2 43 00 59

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი