Sheikh Lotfollah

ისლამურ სახელმწიფო, რომლის ისტორიაც დაახლოებით 5000 წელს ითვლის.
სპარსეთის იმპერიის მდიდარი მემკვიდრე. ლურჯი გუმბათები, შუა საუკუნეების არქიტექტურა, ძვირფასი ქსოვილები, სამკაულები და აბრეშუმის ხალიჩები – ეს ყველაფერი ძალზედ გიზიდავს ირანში. იქიდან გამომდინარე, რომ მე-16 საუკუნიდან ისლამი სახელმწიფო ენადაა გამოცხადებული, საგანგებოდ მოითხოვენ მოკრძალებასა და პატივისცემას ამ რელიგიის მიმართ და აქედან გამომდინარეა შეზღუდვებიც:

  • საზოგადოებრივი DRESS-CODE კანონით მკაცრადაა განსაზღვრული, რომლის დაცვაც სავალდებულოა.
  • აქ ქალისთვის თავსაბურავი აუცილებელი აქსესუარია და ოდნავ გამოყვანილ სილუეტზეც კი სპეციალური ხალათი-მოსასხამია საჭირო.
  • აკრძალულია თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმლის მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  • აკრძალულია სახელმწიფო უწყებებისა და სამხედრო ობიექტების გადაღება. ადგილობრივების გადაღებაც დაუშვებელია მათი ნებართვის გარეშე.
  • პლაჟებიც ქალებს და კაცებს, რა თქმა უნდა, განცალკევებით აქვთ და კვირის დღეების მიხედვითაა განაწილებული.

რას ვიზამთ… ასე იცავენ ტრადიციებს და ნამდვილად ღირს ამ აკრძალვების ატანა, რომ შეიგრძნოთ ქვეყნის ეგზოტიკური გარემო, დიდი ისტორიული მემკვიდრეობითა და მდიდარი ლანფშატით. თანაც, როგორც სხვა დანარჩენ აზიურ ქვეყნებში, აქაც სწორედ ეს თავისებურება ტურისტისთვის ხიბლი, რომელიც წინაამღდეგობრივი, მაგრამ მიმზიდველია. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მძიმედ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ირანელები სტუმართმოყვარე ხალხია.

უგემრიელესია ირანული საზარეულო თავისი ქაბაბისა და მწვადის ნაირსახეობით. კერძებში ასევე აქტიურად გამოიყენებენ ბრინჯსა და ბოსტნეულს.

ახალგაზრდა თაობა თავისუფლად საუბრობს ინგლისურად. შედარებით ასაკოვანნი კი ფრანგულს უკეთესად ფლობენ, მაგრამ თუ მათთან საუბარში ჩაბმას გადაწყვეტთ… იყავით ფრთხილად! არაფრით შეეხოთ პოლიტიკის თემას, განსაკუთრებით კი ირანელთა ურთიერთობას აშშ-სთან.

ირანის ღირსშესანიშნაობებიდან შეგიძლიათ მოინახულოთ:
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ქალაქი ისპაჰანი – ირანის ტურისტული ქალაქი თავისი სანახაობრივი ხიდებითა და მეჩეთებით.Isfahan

იუნესკოს სიაში შესული ისლამური არქიტექტურის შედევრი – ”Naqsh-e Jahan Square”. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართო და სანახაობრივი სკვერი მსოფლიოში.
Naqsh-e Jahan Square

Sheikh Lotfollah-ის უმლამაზესი მეჩეთი.
Sheikh Lotfollah

Shemshak-ის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც თეირანიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს.
Shemshak

აქვე შეგიძლიათ საოცარი ხალიჩების ხილვა, რომლებიც თავმოყრილია ირანის ხალიჩების მუზეუმში.
xalicha

შეგიძლიათ თავად ივაჭროთ ადგილობრივ მოსახლეობასთან თეირანის დიდ ბაზარში.
Grand Bazaar

მოინახულოთ პერსეპოლისის წარმოუდგენელი რელიეფები.
persepolis

მიირთვათ სპარსული ჩაი – ირანული კულტურის შემადგენელი ნაწილი.
Tea

დააგემოვნოთ გემრიელი მწვადები, რომელთაც ქალაქის ყოველ კუთხეში შეხვდებით.
kebabs

დაათვალიეროდ შირაზი… სიყვარულისა და სპარსული პოეზიის ქალაქი. აქვე მდებარეობს ისტორიული ერამის სამოთხის ბაღები.
Shiraz 1

ქალაქში მე-13 საუკუნიდან არსებობს სპარსელი პოეტების სამარხები.
Shiraz 2

ესტუმრეთ Nasir al-Mulk-ის საუცხოო მეჩეთს.
Nasir al-Mulk

ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ დარწმუნდებით, რომ ირანი საოცარი ქვეყანაა.

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი