Iohanesburg cover

სამხრეთ აფრიკა – ყველაზე კონტრასტული ქვეყანა, სადაც კი ვყოფილვარ (დამიჯერეთ, ბევრს ვმოგზაურობ). თეთრები და შავები, მდიდრები და ღარიბები ცხოვრობენ გვერდიგვერდ, მაგრამ არის თუ არა ეს ცხოვრება თუ გადარჩენა, როგორც ღარიბი შავკანიანისთვის, ისე მდიდარი თეთკანიანისთვის? ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული იყო და ასეთად რჩება აპარტეიდის დანგრევის შემდეგაც. ქვეყანა, სადაც მანდელამ მიზანს მიაღწია, სადაც ოქროს და ბრილიანტების გამო არ მთავრდებოდა ომები. ქვეყანა ულამაზესი თავისი ფლორითა და ფაუნით.

მაგრამ ეხლა ეს არის ქვეყანა, სადაც ვერ ისეირნებ ფეხით, სადაც ვერ დატოვებ ნივთებს მანქანის თუნდაც უკანა სავარძელზე (აუცილებლად საბარგულში შეინახავენ), სადაც ულამაზესი სახლები გარშემორტყმულია მაღალი ღობეებითა და ელექტრომართულით, სადაც ყველა ქუჩას აქვს დაცვის ბლოკპოსტი და სტუმრად გაუფრთხილებლად ვერავისთან მიხვალ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მაღალია კრიმინალის მაჩვენებელი.

მოგწონს პოსტი? შემოგვიერთდი!

ჩემი მეოთხე ვიზიტის დროს, როგორც იქნა მოვახერხე იოჰანესბურგში წასვლა. რა თქმა უნდა, მარტო არავინ გამიშვა. აფრიკაში ვიზიტისას არასდროს ვყოფილვარ სადმე მარტო. წავედი მეგობრის ოჯახთან ერთად. ტური არამარტო ჩემთვის აღმოჩნდა საინტერესო, არამედ ამ ოჯახისთვისაც, რადგან აპარტედის შემდეგ თეთრებმა დატოვეს იოჰანესბურგი და 20 წლის განმავლობაში არასდროს ჩასულან ქალაქში.

იოჰანესბურგი არის ქალაქი, რომელიც ოქროს საბადოების გარშემო გაშენდა და მას ჩქარ გარდაცვალებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ქალაქი გადარჩა, გაიზარდა და დღემდე ვითარდება.

ჩვენ ვისარგებლეთ ტურისტული ავტობუსის სერვისით hip on hip off. ყველა გაჩერებაზე დაგვყვებოდა გიდი, რომელიც უფრო დაცვის როლს თამაშობდა. მთელი დღის განმავლობაში არ შემხვედრია არცერთი თეთრკანიანი, თუ ჩვენი ავტობუსის ტურისტებს არ ჩავთვლით.

სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს უამრავი ლტოლვილი მეზობელი ქვეყნებიდან და იოჰანსებურგი ამის ნათელი მაგალითია. არის უბნები, სადაც უბრალოდ ვერც ჩახვალ ავტობუსიდან – ე.წ. გეტოები. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიყვარს ეს ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ნაზავს, რომელსაც გააჩნია ულამაზესი ძველი არქიტექტურა და მის გვერდით ახალი მოდერნი შენობები. რომელსაც აქვს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში ცნობილი ღვინო. რომლის ეროვნული პარკები გაგაოცებთ. ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ მიიართვათ ნიანგის ხორცი და ათასნაირი ანტილოპა. სადაც საფარიზე თავი მულტფილმის „მეფე ლომი“ გმირი წარმოგიდგენია.

მე ყველას ვურჩევ ერთხელ ცხოვრებაში მაინც ესტუმროს აფრიკას და თვითონ შეიგრძნოს ეს ორიგინალური გარემო. ჩვენ უკვე გვაქვს პრეტორიაში საელჩო, მაგრამ ვიზის მისაღებად უნდა მივმართოთ სამხრეთ აფრიკის საელჩოს კიევში.
ჩემს შემდეგ სტატიაში გიამობთ პრეტორიაზე და გავაგრძელებთ ჩვენს აფრიკულ ვოიაჟს.

ჩვენი ტურისტული ავტობუსი:1ქალაქში ნახავთ უამრავ ცარიელ შენობას, რომლის დანგრევასაც აპირებენ, ამასობაში აქ ლტოლვილები ცხოვრობენ და ასეთ შენობებში ოთახებს აქირავებენ:2გარე ვაჭრობა ყველაზე გავრცელებული საქმიანობა გახლავთ:3საავტორო უფლებები დაცულია?4სილამაზის სალონი ქუჩაში:5გარე ვაჭრობა:6

7მაჰათმა განდის მოედანი. განდი სამხრეთ აფრიკაში იურისტად მუშაობდა.8პირველი ბანკი:9ადამიანი ლეგენდა:10ასეთ სურათს ნახავთ ყველა შენობის სახურავზე:11ხედი სასტუმრო „carlton”-ის 50-ე სართულიდან. ყველაზე მაღალი წერტილი. სასტუმრო ამჟამად დახურული და ცარიელია. მხოლოდ ეს სართული ფუნქციონირებს:12ჩასაფრებული პოლიცია ოქროს ძველი საბადოების ფონზე:14გარეუბანი:16კაზინო ძალიან პოპულარული გართობის ნაირსახეობა გახლავთ:17აპარტეიდის მუზეუმი:19მაღაროს მუშების ქალაქი:20Standard Bank-ის ახალი შენობა:21ბრილიანტის ფორმის შენობა:22აფრიკული სტილი პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას უზარმაზარი პლაკატები:24ბარი შუა ცენტრში მდებარე უძველეს შენობაში, რომელიც ახალ ორლეანს წააგავს:25ლტოლვილთა უბანი. აუდიოგიდი გვთხოვს არ დავოტოვოთ ავტობუსი:26ლუდის მუზეუმი. ჩვენთვის ნაცნობი Castle, Amstel, Miller სამხრეთ აფრიკაში იწარმოება:27

ელა ლეკიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი