TK3

Planes_in_Tbilisiსაქართველოში ყველაზე მეტ საერთაშორისო რეისს თურქეთის ავიახაზები ასრულებს. აღნიშნული კომპანია მგზავრებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეშეობით ემსახურება.

ყოველდღიურად თბილისის სართაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით 4 რეისი სრულდება. აქედან 3 რეისი ათათურქის (Ataturk International Airport IST), ხოლო ერთი კი – საბიჰა გოკჩენის (Sabiha Gökçen SAW) აეროპორტში.

ასევე კომპანია სტამბულის ათათურქის ეროპორტის მიმართულებით ერთ რეგულარულ რეისს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან.

გთავაზობთ რეისების ნომრებს და გაფრენა/ჩამოფრენის დროებს:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ყოველდღიური განრიგი

თბილისი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 385/384, გაფრენა: 11:55 AM, ჩამოფრენა: 11:00 AM
თბილისი

თბილისი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 383/382, გაფრენა: 6:15 PM, ჩამოფრენა: 5:25 PM

თბილისი – სტამბული (საბიჰა გოკჩენის აეროპორტი), რეისის # TK 389/388, გაფრენა: 01:30 AM, ჩამოფრენა: 09:50 AM

თბილისი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 387/386, გაფრენა: 05:15 AM, ჩამოფრენა: 04:20 AM

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ყოველდღიური განრიგი

ბათუმი – სტამბული (ათათურქის აეროპორტი), რეისის # TK 393/392, გაფრენა: 6:00 PM, ჩამოფრენა: 5:15 PM

*რეისების განრიგი მოცემულია 2014 წლის მარტის მდგომაროებით.

**აღსანიშნავია, რომ თურქეთის ავიახაზების გარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებენ პეგასუსის ავიახაზები (Pegasus Airlines) და ატლასჯეტი (Atlasjet Airlines) შესაბამისად ათათურქისა და საბიჰა გოკჩენის აეროპორტებში. ეს ავიაკომპანიები თურქეთის ავიაზახებთან შედარებით დაბალბიუჯეტიანია და რიგ შემთხვევებში კარგ სატრანზიტო საშუალებას წარმოადგენს მსოფლიოს სხცვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის გასაგრძელებლად.

დავუბრუნდეთ თურქეთის ავიახაზებს. აღნიშნული კომპანია თურქეთის ფლაგმანია, რომლის სათაო ოფისი სტამბულში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტის ტეტიროტიაზე მდებარეობს. თურქეთის ვიახაზები ასრულებს 41 ადგილობრივ და 203 საერთაშორისო რეისს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის მიმართულებით. ჯამში 244 მიმართულებით აღნიშნული კომპანია მსოფლიოში რიგით მეოთხეა მიმართულებების რაოდენობით. თურქეთის ავიაზახები Star Alliance-წევრია (ავიაკომპანიების უდიდესი გლობალური ალიანსი). თურქეთის ავიახაზების მთავარი საბაზისო აეროპორტია სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

თურქეთის ავიახაზები 1933 წლის 20 მაისს დაარსდა. მისი საავიაციო პარკი თავდაპირველად შეადგენდა 2 ხუთადგილიან, 2 ოთხადგილიან და 1 ათადგილიან თვითმფრინავს.

დღეისათვის კი თურქეთის ავიახაზები მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა. მისი საავიაცო პარკი 2014 წლის მარტის მონაცემებით შედგება 229 სამგზავრო და 9 სატვირთო თვითმფრინავით. ავიაპარკის ხანდაზმულობის საშუალო მაჩვენებელია 6.8 წელი.

2013 წელს თურქეთის ავიახაზებმა 48.3 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. აღნიშნული ავიაკომპანია 2013 წელს Air Transport News-ის მიერ წლის ავიაკომპანიად დასახელდა.

Barcelonaთურქეთის ავიახაზები სხვადასხვა დროს ოფიციალური გადამყვანის სტატუსით ემსახურებოდა ისეთ საფეხბურთო კლუბებს, როგორებიცაა ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, მარსელის ოლიმპიკი და ასტონ ვილა.

თურქეთის ავიახაზები ერთ-ერთი უსაფრთხო ავიაკომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით. აღნიშნული კომპანიის მეშვეობით საქართელოდან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზეა მოხვედრა შესაძლებელი. სტამბულიდან საქართველოში ყოველდღიური რეისების სიმრავლე საშუალებას გვაძლევს ტრანზიტით სხვა ქვეყანაში მოგზაურობის გაგრძელების (ან სხვა ქვეყნიდან საქართელოში დაბრუნების) შემთხვევაში გადაჯრომის დრო მაქსიმალურად შევამციროთ.

თურქეთის ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში:
აღმაშენებლის გამზ. 147; ტელ.: 294 07 03; 295 90 22

დატოვე კომენტარი

კომენტარი