Cover

როდესაც მეკითხებიან, პოლონეთში მოგზურობის შესახებ პირველი, რაც მახსენდება ზაკოპანეა – პოლონეთის სამხრეთში, ტატრების მთებში მოქცეული პატარა, მაგრამ სანახაობებით სავსე ქალაქი. მრავალი მიზეზი შემიძლია ჩამოგითვალოთ, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ამ ქალაქს: სამზარეულო, ტრადიციული პოლონური არქიტექტურა და მრავალი სხვა.

ზაკოპანე ერთ-ერთი ქუჩასახლი ზაკოპანეში
აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი სუპები და პარალელურად დატკბეთ პოლონური ფოლკლორით. ყოველი სახლი თუ უბრალო სასადილო ტრადიციული პოლონური არქიტექტურითაა აგებული. ქუჩები მოკირწყლულია. ყოველი ფეხის ნაბიჯზე კი ქუჩის წარმოდგენებია გამართული, რომლებიც საღამომდე გრძელდება. იქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ პოლონური ყველის სხვადასხვა სახეობა და შეიძინოთ ულამაზესი და ყველაზე განსხვავებული სუვენირები: ხისგან დამზადებული მუნდშტუკი, ხისგან დამზდებული ფანქრები, ტრადიციული ორნამენტებით მორთული შარფები და მრავალი სხვა ლამაზი ნივთი, რომელთაც გულგრილად ნამდვილად ვერ ჩაუვლით.

ზაკოპანე ტურისტულად აქტიურია ზაფხულშიც და ზამთარშიც. კარგი სათხილამურო ინფრასტრუქტურისა და გამართული ტრასების წყალობით მას უამრავი ტურისტი სტუმრობს ზამთარში. ჩვენ ვიხილეთ კიდეც ხელვონური ტრამპლინი, რომელზეც სპორტსმენები ვარჯიშობდნენ.

ტბაზე გასეირნებაახლა კი გადავალ ყველაზე მთავარ ნაწილზე, რის შესახებაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვყვები.

ეს არის 5 ტბის მდელო, რომელიც ტატრების ნაციონალური პარკის ტერიტორიაზეა მოქცეული. ეს არის საფეხმავლო ტური, რომელიც იწყება ნაციონალური პარკის შესასვლელიდან და სრულდება ტბებთან. საფეხმავლო ტური 5-6 სთ-მდე გრძელდება, მარგამ ულამაზესი ბუნება გავიწყებთ ყველანაირ დაღლილობას.

5 ტბის მდელო5 ტბის მდელო იმიტომაც ქვია ამ ადგილს, რომ 5 ტბა ფაქტობრივად ერთმანეთზეა გადბმული. თურმე არსებობს ლეგენდა, რომ ამ ტბების ფსკერზე განძია ჩამალული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტბაში ჩასვლა აკრძალულია. მხოლოდ იხვებს შეუძლიათ იქ არხეინად ბანაობა. ტბების, ჩანჩქერისა და მისგან შექმნილი პატარა მდინარის ნახვის შთაბეჭდილებას ამძაფრებს ალპური ბუნება. თუ გაგიმართლათ, გზად ირემსაც კი შეხვდებით. მე გამიმართლა და მოვაქციე კიდეც ეს ულამაზესი არსება ჩემი აპარატის ობიექტივში.

ხედი ხელოვნური ტრამპლინიდნგზა ნაციონალურ პარკში
ნაციონალურ პარკამდე მისვლა შესაძლებელია მინი ავტობუსებით, რომლებიც ზაკოპანედან გადის. პარკში შესვლის ღირებულებაა 5, ბავშვებისთვის კი – 2,50 ზლოტი. იქვე შეგიძლიათ აიყვანოთ გამოცდილი გიდი და დაიქირავოთ ეტლი, მგრამ გზის ძირითადი ნაწილი მაინც ფეხით არის გასავლელი. გზად შეგხვდებათ უამრავი ტურისტი და ნიშნულები. ასე, რომ გიდის გარეშეც შეძლებთ მარშრუტის გავლას. ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე კემპინგი აკრძალულია. მსურველებს შეუძლიათ გაჩერდნენ იქვე არსებულ სასტუმროში, სადაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ უგემრიელესი შარლოტკა და ლუდი ალუბლის არომატით.

შემოგვიერთდი!

ზაკოპანემდე მისვლა კრაკოვიდან ავტობუსით შეგიძლიათ. ჩემი რჩევაა დაჯავშნოთ გესთჰაუზი და არა სასტუმრო, რადგან პირობები საკმაოდ კარგია და ფასი ხელმისაწვდომია, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს არამხოლოდ განთავსებას, არამედ საუზმესაც (უგემრიელეს საუზმეს) და თუკი სადილისთვის პროდუქტების შეძენას მაღაზიაში გადაწყვეტთ, აუცილებლად ეწვიეთ სუპერმარკეტს “Biedronka” (ჭიამაია).

http://www.discoverzakopane.com/ – ოფიციალური გვერდი

სალომე მჭედლიშვილი

 

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი