Cover

ჰავაის კუნძულები მსოფლიოში ცნობილია საკუთარი ბუნებით, კულტურითა და თავისებურებებით. მათ შორის ერთ-ერთი უცნაური და უნიკალურია ბუნების შედევრი – ეგრედ წოდებული „ბრილიანტის თავი“. ვულკანური კონუსი ჰავაის კუნძულებიდან ერთ-ერთზე – ოაჰუზე მდებარეობს. იგი  წარმოქმნილია ვულკან კოოლაუსგან. ადგილი სანახაობრივად ძალიან ლამაზია და ჰავაის კუნძულების ვიზიტორებისთვის ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთ მთავარ მოსანახულებელ ადგილს წარმოადგენს. კონუსს სახელი მას შემდეგ მიენიჭა, რაც ინგლისელმა მეზღვაურებმა მის ფსკერზე იპოვეს მოელვარე ქვები, რომლებიც თავდაპირველად ალმასი ეგონათ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის, რომ „ბრილიანტის თავი“ ერთადერთი ვულკანური წარმონაქმნი არ არის ჰავაის კუნძულებზე.

konus

 

ნიადაგის გამოკვლევების თანახმად, ვულკანური კონუსის სავარაუდო ასაკი 200 000 წელია, ხოლო 150 000 წლის განმავლობაში იგი უმოქმედოა. გაგიკვირდებათ, თუმცა ჰავაის სხვა ვულკანურ წარმონაქმნებთან შედარებით, „ბრილიანტის თავი“ ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდაა“. კონუსი ბუნებრივი ტურისტული ატრაქციონია და მას წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ვულკანური წარმონაქმნის მთლიანი ტერიტორია არ არის ვიზიტორებისათვის ხელმისაწვდომი. კონუსი ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილებაა და მისი ტერიტორიის ნაწლზე განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების ანტენები და ანძები.

ხედი კონუსიდან

konus

 

მრავალი სუვენირი თუ ადგილობრივი მაღაზიების ლოგოებია შექმნილია კონუსის სილუეტის მიხედვით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ბუნების წარმონაქმნი საკმაოდ ცნობილია.  მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში სატელევიზიო თამაშიც კი ტარდებოდა კუნძულ ოაჰუზე, სახელწოდებით The Diamond Head Game.

briliant

 

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი