ახლა ადგე და მოინახულო, მაგალითად… ანტარქტიდა. ხომ ნამდვილად არარეალურად ჟღერს?.. მაგრამ Google Street View- ის საშუალებით ეს რეალობად იქცევა. მართალია მოგზაურობა ვირტუალურად მოგიწევს, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც იგრძნობ თავს სასურველ ადგილას (ყოველგვარი პასპორტის, ვიზისა და ზედმეტი ბარგის გარეშე).

Google Street View ფოტოპანორამების სერვისი 2007 წლის მაისში გაიხსნა და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად იქცა. თავდაპირველად კომპანიის ავტომობილებმა, სახურავებზე დამაგრებული პანორამული კამერებით, ამერიკის ქალაქები შემოიარეს. დღეისათვის Google -ის ფოტოაპარატები არამარტო ამერიაკში, არამედ მსოფლიოს ყველა საინტერესო წერტილში მოგზაურობენ, სადაც ძნელად თუ აღმოჩნდება ჩვეულებრივი ტურისტი. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს თავი ვიგრძნოთ მსოფლიოს ყველაზე დიდ მწვერვალზე, უდიდეს ჩანჩქერებთან ახლოს, ჩავიდეთ ოკიანის ფსკერზე და სულაც ვნახოთ ხედები, რომლებსაც ჩვეულებრივი გამვლელი ვერასდროს იხილავდა.

კანიონებიgrand canion
ვირტუალური მოგზაურობა უზარმაზარ კანიონებში. აქ პანორამები 9 500-ზე მეტ ფოტოს მოიცავს, რომლებიც Google Trekker- ითაა გადაღებული. შენ შეგიძლია გაიარო გიგანტურ კანიონების 446 კმ მთელს სიგრძეზე, გადაკვეთო მდინარე კოლორადოს ხიდი და დაინახო არიზონას კრატერი.

იუნესკოს ძეგლებიunesco
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობიდან პანორამების არჩევისას, რა თქმა უნდა, უამრავ განსხვავებულ ძეგლს აღმოაჩენ – პომპეის ნანგრევებიდან დაწყებული, ვერსალის სასახლით დამთავრებული. თუმცა ფოტოები არ გაძლევს საშუალებას ესა თუ ის ქანდაკება ყველა კუთხით ნახო, მაგრამ ”ზუმის” საშუალებით შეგიძლია მათი ძალიან ახლოდან დათვალიერება, რაც რეალურად შეუძლებელია ტურისტთა სიმრავლის გამო.

Google ის მონაცემთა ცენტრიgoogle data center
დამეთანხმებით, ვერაფრით ვერ შეაღწევდით კომპანია გუგლის ინფორმაციის დამუშავების ცენტრში (რა თქმა უნდა, თუ თავად ლარი პეიჯი არ ხართ). ეს არის საგანგებოდ დაცული ტერიტორია, ძალიან მაღალი უსაფრთხოების რეჟიმით. ამის მიუხედავად გუგლმა გარისკა და წარმოგვიდგინა ფოტოები მისი ელექრტონული იმპერიის შუა გულიდან.

გალაპაგოსის კუნძულები წყნარ ოკეანეშიGALAPAGOSI
შეგიძლიათ გაისეირნოთ ჩარლზ დარვინის ფეხდაფეხ უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში. სწორედ კუნძულის მრავალფეროვან ცხოველთა სამყაროს სიმრავლემ უბიძგა დარვინს შეექმნა ევოლუციის თეორია.

კენედის კოსმოსური ცენტრიgoogle_tours-04
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ კოსმოსის ათვისების ისტორიით, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ ჯონ კენედის სახელობის ვირტუალური კოსმოსური ცენტრი. დაწესებულება ფლორიდაში მდებარეობს და ის კოსმოსური შატლის გამშვები სადგურის გვერდით არის განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ აპოლო 14-ის მოდულში ან სულაც დაათვალიეროთ ხომალდების გამშვები პუნქტები.

ნიაგარას ჩანჩქერიniagara
რეალურად იგი სამი ჩანჩქერისგან შედგება. Google გაძლევთ საშუალებას იხილოთ მშვენიერი პანორამა გადაღებული კანადის მხრიდან, ხოლო მოპირდაპირე მხარეს შეგიძლიათ სკილონის თაუერის 160 მეტრიანი კოშკი დაინახოთ, რომელიც ერთდროულად სამეთვალყურეო კოშკურას, რესტორანსა და გასართობ ცენტრს წარმოადგენს.

დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდია.

ნათია მიქაძე

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი