Cover

კახეთის ერთ-ერთ უმშვენიერეს რაიონში, დედოფლისწყაროში, შირაქის ვაკეზე მდებარეობს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი. ეს ადგილი საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილია. 10.143 ჰექტარის ფართობის მქონე ვაშლოვანის ულამაზესი ვაკე, 1935 წელს გამოცხადდა ნაკრძალად.  ნაკრძალის შექმნის მიზანი უნიკალური ეკოლოგიური სისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნება და ამ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი ცხოველებისა და ფრინველების დაცვაა.  ნაკრძალის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ვაშლოვანის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.  მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, საქართველოში ისე არსად შეინიშნება ფლორის მრავალფეროვნება და მცენარეული ტიპების საკმაოდ სწრაფი ცვლა, როგორც ამ მცირე ტერიტორიაზე.  ვაშლოვანის ნაკრძალში გვხვდება ხუთი მცენარეული ტიპი: არიდული, ნახევარუდაბნო, მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე.  დაცული ტერიტორია შემოსაძღვრულია რიონისა და ალაზნის მდინარეებით.

vashlovani

 

ნაკრძალის ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი და ასევე დიდი რაოდენობა მწერებისა და უმარტივესი ორგანიზმების სახეობები.  აქ ბინადრობენ ფოცხვერი, დათვი, მგელი, გარეული ღორი, წავი (მტაცებელი კვერნისებრთა ოჯახიდან), ორბი, სხვადასხვა სახეობის არწივი, სვავი, ფასკუნჯი, კაკაბი, გნოლი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს ვაშლოვანის ნაკრძალში აღმოაჩინეს ლეოპარდის ნაკვალევი და ფოტოხაფანგების საშუალებით ცხოველს გადაუღეს რამდენიმე სურათი. ფრინველთა მრავალი სახეობა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობს, წითელ წიგნშია შეტანილი.

cxovelta

 

ვაშლოვანი ასევე მდიდარია ისტორიული ძეგლებით.  ამ ადგილებს მრავალი ტურისტი ნახულობს. მათ აინტერესებთ როგორც უნიკალური ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების ნახვა, ისე ისტორიული ძეგლების მონახულება.  ტურისტები ხშირად სტუმრობენ მეხუთე საუკუნის დროინდელ ნამონასტრალს, მეხუთე საუკუნის დროინდელ ციხე-ქალაქ ხორნაბუჯს, ჩვენს წელთაღიცხვამდე XV საუკუნის ნაქალაქარ კამბისენას და ოზაანისა და საროველის ტაძრებს.

nakrdz1
ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებობს ტურისტული კოტეჯები. თითო კოტეჯი ორი ადამიანისთვის არის გათვლილი და ულამაზეს ბუნებაში მაღალი სტანდარტების სასტუმროს ტიპის კომფორტით არის მოწყობილი. დღე-ღამის განმავლობაში კოტეჯის საფასური 40 ლარია.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი