ვალენსია (5)

ვალენსია ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული ქალაქია. იგი მდებარეობს ამავე სახელწოდების რეგიონში და წარმოადგენს მის დედაქალაქს. ვალენსია მოსახლეობის რაოდენობით ესპანეთში მესამეა, ბარსელონასა და მადრიდის შემდეგ. ქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს ღირსშესანიშნავი ადგილი დაარსდა როგორც რომის კოლონია, ჩ.წ.- მდე 138 წელს. ქალაქის დასახელება ლათინურად ნიშნავს სიძლიერეს, სიმამაცეს.  შუა საუკუნეებში ვალენსია ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ძლიერი ქალაქი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ. ესპანეთის ამ მშვენიერი ქალაქის მთავარი ღირსებებია: მრავალი კულტურული ძეგლი, ტაძრები და ბუნებრივი ატრაქციონები, რომლებიც განაპირობებენ იმას, რომ ჩვენს დროში ვალენსია ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ქალაქად ითვლება. ქალაქი ასევე სახელგანთქმულია მუდმივი მზიანი ამინდით, რადგან მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ტემპერატურა 280C-დან 340C გრადუსამდე მერყეობს. ყველაზე ცივ თვედ ვალენსიაში იანვარი ითვლება და ამ დროს აქ +12 გრადუსია.

ვალენსია (1)

ქალაქში მოსახლეობა ორ ოფიციალურ ენაზე საუბრობს: ესპანურად და კატოლონიურად. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობებისა, მოსახლეობა მაინც თამამად საუბრობს ორივე ენაზე. ვალენსიაში ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. ბოლო ათწლეულის გამავლობაში ქალაქში ბევრი რამ გააქტიურდა ტურიზმის სექტორისა და სამშენებლო კომპანიების მეშვეობით. 2009 წელს ვალენსია იყო ყველაზე სწრაფად განვითარებადი ევროპული ქალაქი.

ტურიზმის მხრივ ვალენსია ესპანეთის ერთ-ერთ ძლიერ სექტორად მოიაზრება. ყოველწლიურად ქალაქს უამრავი მოგზაური სტუმრობს. გამომდინარე იქიდან, რომ ვალენსია ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქებს შორის ერთ-ერთი უდიდესი პორტის მფლობელია, ყოველდღიურად ქალაქში მრავალი უცხოელი შემოდის და გადის.  ასევე ტარდება სხვადასხვა ტრადიციული ფესტივალები, რომლებზე დასასწრებადაც ტურისტები სპეციალურად ჩამოდიან უცხო ქვეყნებიდან.  მაგალითად, 2005 წელს ქალაქში ჩატარდა „ამერიკის თასის იახტების“ შეჯიბრი, რომლის მიმდინარეობის დროსაც, ორი კვირის განმავლობაში ვალენსიაში ყოველდღიურად 150000 ტურისტი ჩამოდიოდა.

როგორც სრულიად ესპანეთში, ვალენსიაშიც ფეხბურთი ძალიან უყვართ. ქალაქის  საფეხბუთო კლუბი „ვალენსია“1919 წლის 18 მარტს დაარსდა. დღეისათვის კლუბი ძალიან პოპულარული და წარმატებულია. ამჟამად გუნდი პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს. კლუბს ექვსჯერ აქვს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული.

ვალენსია (2)

არქიტექტურული კომპლექსი – „ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი“ ტურისტების საყვარელ ადგილად ითვლება. მასში შედის სხვადასხვა ორიგინალური და ლამაზი შენობა, რომელსაც უამრავი მოგზაური სტუმრობს.

ოკეანოგრაფი: აკვარიუმი – ცნობილი არქიტექტორის ფელიქს კანდელას ნამუშევარი. ეს არის ევროპის ყველაზე დიდი აკვარიუმი 110000 კვ. მეტრი სიდიდით და 42 მილიონი ლიტრი წყლის მოცულობით.

ვალენსია (3)

ვალენსია (4)

დედოფალ სოფიას სახელობის ხელოვნების სასახლე: გემის ფორმის ნაგებობა, რომელიც აერთიანებს ხელოვნებისა და მუსიკისადმი მიძღვნილ რამოდენიმე დარბაზს.

ვალენსია (5)

ჰემისფერო: თვალის ფორმის ნაგებობა, რომელშც განთავსებულია კინოდარბაზი „აიმაქსი“ და პლანეტარიუმი. ნაგებობა დაახლოებით 14 000 კვ.მ ფართობს იკავებს.

ვალენსია (6)

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი