SpainFlag

სამხრეთ ევროპის სუვერენული სახელმწიფო, მოიცავს პირენეის ნახევარკუნძულის 80 პროცენტს, ასევე კანარისა და ბალეარის კუნძულებს.

დედაქალაქი: მადრიდი.

მოსახლეობა: 2011 წლის მონაცემებით 47 725 002.

სახელმწიფო წყობილება: კონსტიტუციური მონარქია.

რელიგია: ქვეყნის 72 პროცენტი კათოლიკე ქრისტიანია.

მოსაზღვრე ქვეყნები: საფრანგეთი; ანდორა; პორტუგალია.

იტალიის შემდეგ ესპანეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და მსოფლიო კულტურული ქალაქების ყველაზე მეტი რაოდენობაა თავმოყრილი.

მრავალფეროვანი ქვეყანა, მეგობრული მოსახლეობა, მშვიდი ცხოვრების სტილი, უგემრიელესი სამზარეულო, აქტიური ღამის ცხოვრება და მსოფლიოში ცნობილი  ფოლკლორი – ყველაფერი ეს ესპანეთს ევროპის ეგზოტიკურ ქვეუყანად ხდის.  უამრავ მოსანახულებელ ადგილთა შორის ყველაზე განსაკუთრებულია: აყვავებული დედაქალაქი – მადრიდი, კაშკაშა სანაპირო ქალაქი – ბარსელონა, ანდალუზიას ქალაქების ისლამური არქიტექტურა, როგორიცაა, მაგალითად, სევილიაში, გრანადასა და კორდობაში. ცნობილი ”ხარების გამორბენა” პამპლონაში და, რა თქმა უნდა, კანარის კუნძულები.  ესპანეთი ნებისმიერ მოგზაურობას საინტერესოს ხდის.  ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად ზამთრის პერიოდია საუკეთესო, რადგან ზაფხულის ცხელ სეზონზე ქვეყანა უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

კლიმატი
წლიური საშუალო ტემპერატურა აქ +20 გრადუსია.  ზამთარში ნულს ქვემოთ ტემპერატურა მხოლოდ ჩრდილო და ცენტრალურ ნაწილში ეცემა.  ზაფხულში კი ცენტრალურსა და სამხრეთ ესპანეთში 40 გრადუსაც აცდება ხოლმე.
Cathedral Palma de Mallorca
ესპანეთს განსხვავებული კლიმატი ახასიათებს და ეს გამოიხატება ტემპერატურასა და  ნალექების რეგიონალური ცვალებადობით.  ჩრდილო-დასავლეთ კლიმატი რბილი და ტენიანია, ტემპერატურა უმნიშვნელოდ მერყეობს და დიდი ნალექების რაოდენობით ხასიათდება.  ატლანტის ოკეანიდან მონაბერი მუდმივი ქარები ამ ტერიტორიას ნოტიოსა და ნისლიანს ხდის – განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.  ზაფხულიც თბილი და ნოტიოა.  სრულიად განსხვავებული კლიმატი აქვს ცენტრალურსა და სამხრეთ ნაწილს. ტემპერატურა აქ სეზონურად იცვლება.  ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული კი ცხელი და მშრალია. საერთო ჯამში ესპანეთი სამხრეთ ევროპის ყველაზე თბილ ქეყნადაა აღიარებული.

რეგიონები
ესპანეთი ავტონომიურ რეგიონებადაა დაყოფილი და ასევე მოიცავს ორ დამოუკიდებელ ქალაქს.  ზოგიერთი რეგიონი, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ესპანურთან ერთად, საკუთარი ოფიციალური ენაც გააჩნიათ, თავისი უნიკალური ისტორიული ტრადიციებით გამოირჩევიან. მაგალითად, ბასკების ქვეყანა, გალიციური, კატალონია, ვალენსიური რეგიონი, ანდალუზია და ბალეარის კუნძულები.
spain

  • ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთი (გალისია, პრინცმა, კანტაბრია)
  • ჩრდილოეთ ესპანეთი (ბასკეთის ქვეყანა, ნავარი, ლა რიოხა)
  • ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთი (კატალონია, არაგონი)
  • ცენტრალური ესპანეთი (კასტილია ლა მანჩა, კასტილია და ლეონი)
  • აღმოსავლეთ ესპანეთი (მურსია, ვალენსია)
  • ანდალუზია
  • ბალეარის კუნძულები
  • კანარის კუნძულები
  • ავტონომიური ქალაქები (სეუტა და მელილია)

ასობით ესპანურ ქალაქთა შორის ათი მნიშვნელოვანი ქალაქი:

  • მადრიდი – ფანტასტიური მუზეუმები, საინტერესო არქიტექტურა, არაჩვეულებრივი კერძები და ღამის ცხოვრება.
  • ბარსელონა – სიდიდით მეორე ქალაქი ესპანეთში, სავსე მოდერნისტული ნაგებობებითა და ძლიერი კულტურულ ცხოვრებით, ღამის კლუბებითა  და პლაჟებით.
  • ბილბაო – ინდუსტრიული ქალაქი ცნობილი გუგენჰაიმის მუზეუმით.
  • კადისი – სამხრეთ ევროპის უძველესი ქალაქი, ითვლის თითქმის 4000 წლიან ისტორიას, აქ აღინიშნება ცნობილი კარნავალი.
  • კორდობა – კორდობას დიდი მეჩეთი – მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაგებობა.
  • გრანადა – განსაცვიფრებელი ქალაქი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ”Sierra Nevada”-ს დათოვლილი ქედები და კომპლექს ”ალჰამბრას” სამშობლო
  • ევილია – მწვანე ულამაზესი ქალაქი.  აქ მდებარეობს მსოფლიოს სიდიდით მესამე საკათედრო ტაძარი.
  • ვალენსია – ულამაზესი პლაჟები და უგემრიელესი ”პაელია”.
  • სარაგოსა – სიდიდით მეხუთე, 2008 წლის ”World Expo”-ს მასპინძელი ქალაქი.
  • ალმერია – საუკეთესო ბუნებრივი პლაჟები და მრავალფეროვანი ”ტაპასის” დიდი არჩევანი.

ასევე:

  • კოსტა-ბლანკა – 200 კილომეტრზე გადაშლილი თეთრი სანაპირო, უამრავი პლაჟითა და პატარ-პატარა სოფლებით.
  • კოსტა-ბრავო – უსწორმასწორო სანაპირო, უამრავი საზღვაო კურორტით.
  • კოსტა-დელ-სოლ – ქვეყნის სამხრეთ მზიანი სანაპირო.
  • იბიცა – ბალეარის კუნძულები, საუკეთესო კლუბები, თრობისა და გართობის ადგილი.
  • მალიორკა – ბალეარის ყველაზე დიდი კუნძული, არაჩვეულებრივი პლაჟებითა და ღამის ცხოვრებით.
  • სიერა-ნევადა – ყველაზე დიდი მთები პირენეის ნახევარკუნძულზე, ანდალუზიას რეგიონში, საუკეთესო სათხილამურო და სასეირნო ადგილი.
  • ტენერიფე – მრავალფეროვანი კუნძული აყვავებული ტყეებით, ეგზოტიკური ფლორა და ფაუნა, უდაბნოები, მთები, ვულკანები და ულამაზესი პლაჟები.

ხელოვნება
მე-14 საუკუნის დედოფალ იზაბელასა და მეფე ფერდინანდ მეორეს შორის დინასტიურმა ქორწინებამ საბოლოოდ გააერთიანა არაგონისა და კასტილია და ლეონის სამეფოები და საფუძველი ჩაუყარა ესპანეთის სახელმწიფოს დაარსებასა და აყვავებას.  სწორედ ამის შემდგომი ხანა იწოდება ესპანეთის ”ოქროს საუკუნედ”, რომელიც ქვეყნისთვის აღზევებისა და განვითარების პერიოდად იქცა.  მისმა ხელოვნებამ, ფრანგსა და იტალიელ მხატვრებზე დიდი გავლენით, გადამწყვეტი როლი ითამაშა დასავლური ხელოვნების განვითარებაზე.  შედარებით ცუდ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მხატვრები, როგორებიც იყვნენ ელ გრეკო, დიეგო ველასკესი და ფრანცისკო გოია.  ამ პერიოდისთვის უკვე იმპერია დასუსტებული იყო და მუსულმანური დიდი გავლენა იგრძნობოდა.   

მნიშვნელოვან ასპარეზზე გამოიყვანა ესპანეთი გასული საუკუნის სურეალისტურმა მოძრაობებმა და წამყვანმა მოდერნისტ მხატვრებმა, როგორებიც იყვნენ განთქმული პიკასო და სალვადორ დალი.
Salvador Dali Museum
დღესღეობით ორ უდიდეს ქალაქშია წარმოდგენილი ესპანეთის გენიალური ნამუშევრები. მადრიდის პრადოს მუზეუმი – ევროპის სახვითი ხელოვნების უნმიშვნელოვანესი მუზეუმი. აქ წარმოდგენილია ელ გრეკო, ველასკესი და გოია. ასევე იტალიელი, ფლამანდიელი, ჰოლანდიელი და გერმანელი მხატვრების ცნობილი ნამუშევრები.  ბარსელონა ამაყობს თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის განსაცვიფრებელი კოლექციით. აქ თქვენ იხილავთ პიკასოს მუზეუმს, რომელიც მოიცავს მხატვრის ძველ ნამუშევრებსა და ანტონი გაუდის საოცარ არქიტექტურას თავისი დამახასიათებელი დახვეული ფორმებით, რომელიც დანახვისთანავე აღფრთოვანებულს გტოვებთ. ბარსელონის მახლობლად, ქალაქ ფიგერესში სალვადორ დალის მუზეუმია განთავსებული.  ეს იყო ყოფილი თეატრის შენობა, სადაც გამოფენილი იყო ჯერ კიდევ 14 წლის დალის ნამუშევრები, შემდეგში თავად დალიმ გარდაქმნა იგი მუზეუმად.

ისტორიული ძეგლები
ისტორიულად ესპანეთი მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი იყო ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის, ხოლო ევროპული კოლონიზაციის დაწყების შემდეგ – ევროპასა და ამერიკის შორის.  ამიტომაა ქვეყანაში თავმოყრილი მრავალი ერის ისტორიული ძეგლები.
Sagrada Familia
ერთ-ერთია ანდალუზია, რომელსაც ძველი ესპანეთის მრავალი გადმონაშთი აქვს შემონახული.  მის ქალაქთა შორისაა:  კადისი  დასავლეთ ევროპის მუდმივად დასახლებული უძველესი ქალაქი, რომაული კოლონიის გადმონაშთებით.  მის მეზობლად, ციცაბო კლდეების თავზე, ლამაზი ქალაქი რონდა მდებარეობს.  იგი ცნობილია თავისი უძველესი ნაგებობებითა და ხეობის ძველი ხიდებით.  უძველესი ქალაქები კორდობა და გრანადა მთლიანად ქვეყნის მუსულმანურ წარსულ ისტორიას ასახავს.  აქ წარმოდგენილია უნიკალური მავრიტანული არქიტექტურა, თავისი მეჩეთბითა და პატარ-პატარა სახლებით.

სევილია ანდალუზიას კულტურული ცენტრი, რომელიც ერთ დროს საპორტო ქალაქს წარმოადგენდა ამერიკიდან შემოტანილ ტვირთისთვის და ამიტომაა აქ უამრავი ღირსშესანიშნაობა თავმოყრილი.  ერთ-ერთ ასეთს ქალაქისა და ქვეყნის უდიდესი საკათედრო ტაძარი წარმოადგენს.

ანდალუზიას ჩრდილოეთით, ქვეყნის კასტილია-ლა-მანჩას ცენტრალურ ნაწილში გადაშლილია თვალწარმტაცი ქალაქი ტოლედო, რომელიც ერის ისტორიულ-კულტურული სიმბოლოა.  შუასაუკუნეების ულამაზესი ქალაქი ესპანეთის დედაქალაქი იყო მადრიდის დაარსებამდე.  მადრიდის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი ესკორიალი, რომელიც ესპანეთის იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა ინკვიზიციის დროს.

კასტილიადა ლეონიის რეგიონში ქალაქი სალამანკა ცნობილი უნივერსიტეტითა და ისტორიული არქიტექტურის სიუხვით.

გალისიაში სანტიაგოდეკომპოსტელა და  მომლოცველების უძველესი მარშრუტი ”წმინდა ჯეიმსის გზა”.  ამ უძველეს ქალაქში ქვეყნის ყველაზე მშვენიერი ტაძარია განთავსებული.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში რამდენიმე ისრტორიული ცენტრიდან აღსანიშნავია: სარაგოსა შუასაუკუნოვანი მუსულმანური ნაგებობებითა და ათასწლოვანი ისტორიით. ბარსელონა თავისი შუასაუკუნეების გოთიკური კვარტლით.

გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ განსხვავებით მეზობელი საფრანგეთის იტალიისა და გერმანიისა, აქ ეკლესიები ფართო მასებისთვის მოსანახულებლად მხოლოდ რამოდენიმე საათით იხსნება, დანარჩენი დრო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხვთისმსახურებას ეთმობა.
Parc Guell Barcelona

ფესტივალები
ესპანეთს უამრავი ადგილობრივი ფესტივალი გააჩნია, რომელზეც ღირს დაესწრება.

  • Feria de Abril (სევილია აპრილ-მაისში) ყველაზე ლამაზი ფესტივალი მთელ პირენეის ნახევარკუნძულზე, რომელიც ათასობით ადამიანს იზიდავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ თქვენ გიზიდავთ ფოლკლორი, ფლამენგო, ცეკვა და სასმელი, მაშინ ადგილი თქვენთვისაა.
  • Sevilla’s & Málaga’s Semana Santa (აღდგომა) ნამდვილად სანახაობრივია. უამრავი პროცედურა ხდება ამ კვირის განმავლობაში. ვნების კვირა (აღდგომა) – სევილიაში და ანდალუსიის ნაწილში; ასევე საინტერესოა ვალიადოლიდში (ჩუმი პროცესია) და სარაგოსა (სადაც პროცესის დროს ათასობით დასარტყამ ისტრუმენტზე უკრავენ).
  • Córdoba en Mayo  მაისი დიდებული თვეა სამხრეთ ქალაქის მოსანახულებლად.
  • Las Cruces (მაისის პირველი კვირა) ქალაქის ცენტრში საჯარო სკვერები მორთულია ყვავილებისგან გაკეთებული დიდი ჯვრებით, სადაც თქვენ ღამით შეგიძლიათ გაერთოთ სასმელითა და მუსიკით!
  • Festival de Patios ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურული გამოფენა, მიმდინარეობს ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ადგილობრივები აღებენ საცხოვრებელი სახლების კარს, რათა გამოაჩინონ ძველი ყვავილებით სავსე ეზო.
  • Arde Lucus  იმართება ივნისის ბოლო უქმეებზე, ყველაზე დიდი რომაული დასვენების ფესტივალი გალავნიან ქალაქ ლუგოში.
  • Cata del Vino Montilla-Moriles ქალაქის ცენტრში, არაჩვეულებრივი ღვინის დეგუსტაცია დიდ მარანში, მაისში, ერთი კვირის განმავლობაში.
  • Dia de Sant Jordi 23 აპრილსბარსელონა მთლიანად წითელი ვარდებითაა მორთული და ამ ფონზე  იმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა რამბლას ქუჩაზე.
  • La Tom at in a   ცნობილი სახალისო ფესტივალი „პომიდორების ომი“ ქალაქ ბუნოლში.
  • Fallas ფესტივალი ვალენსიაში, მარტის თვეში.  “fallas” დაწვა აქ აუცილებელია.
  • Málaga’s August Fair ფლამენგოს ცეკვა, ხარების ბრძოლა.
  • Fiesta de San Isidro 15 მაისი მადრიდის მფარველი წმინდანის დღესასწაულია.
  • San Sebastian International Film Festival საერთაშორისო კინო ფესტივალი სექტემბრის დასასრულს. იმართება ყოველწლიურად, ბასკური ქვეყნის დიდებულ ქალაქ სან სებასტიანში.

Spanish dance

სამზარეულო
ესპანეთი გატაცებულია თავისი ღვინითა და სამზარეულოთი.  იგი ხასიათდება მსუბუქი კვებით.  დიდი რაოდენობით ბოსტნეულით, თევზისა და ხორცის მრავალფეროვნებით.  აქ არ უყვართ სანელებლების გამოყენება და კარგ გემოს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტით ქმნიან.

Tapas ესპანეთის საყვარელ ერთგვარ წასახემსებელს წარმოადგენს, რომელსაც ძირითადად ბარებში შემოგთავაზებენ ლუდთან ან ღვინოსთან ერთად. ტაპასი მრავალფეროვანი აქვთ და ეს შეიძლება იყოს როგორც უბრალოდ თხილი და ზეთის ხილი (რომელსაც ხშირ შემთხვევაში სასმელს უფასოდ აყოლებენ ხოლმე), ისე ცალკე კერძი, შემწვარი ღორის ხორცი ან ზღვის პროდუქტისგან დამზადებული და უამრავი სხვაგვარი სახის.
paella
ესპანელების გავრცელებული გართობაა: ბარიდან ბარში გადასვლა და ყველგან ბოკალი ღვინისა თუ ლუდის დაგემოვნება Tapas-თან ერთად.

სწრაფი კვების ობიექტები (Fast Food) აქ კარგად არაა დამკვიდრებული. მაკდონალდსა და ბურგერ კინგს ძირითადად დიდ ქალაქებში თუ შეხვდებით, თანაც არ ითვლება კვების კარგ ალტერნატივად, რადგან ბევრად ძვირი ფასებია, ვიდრე სხვა ქვეყნის სწრაფი კვების ობიექტებში.

რესტორნები
სანაპირო ზოლში ზღვის პროდუქტებს ახალ-ახალი სახით მოგართმევენ, ხოლო შიდა რაიონებში გაყინულის სახით მოიხმარენ.  აქ ხორცის პროდუქტს თავისუფლად შეიძლება ენდოთ. ესპანეთში შენარჩუნებულია ქალაქიდან მოშორებით, მთაში, თვისუფლად გაშვებული პირუტყვი, რაც ხორცის ხარისხს განაპირობებს.

ესპანეთში მრავალი არაჩვეულებრივი რესტორანია, რომელიც შეიძლება მოგზაურობის განცალკევებულ მიზეზად იქცეს.  (მაგალითად, როგორიცაა El Bulli  Roses-ში).

აუცილებლად დააგემოვნეთ:

  • Paella – ბრნჯის კერძი წარმოშობით ვალენსიიდან.  კლასიკურ რეცეპტში იყენებენ წიწილის ან კურდღლის ხორცს ზაფრანით.  მთელს ესპანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტების პაელია.
  • Patatas Bravas – მოხარშული და შემდებ შებრაწული კარტოფილი, ცხარე სოუსით.
  • Morcilla– ღორის სისხლისგან დამზადებული შავი ძეხვი.
  • Gazpacho– ცივი ბოსტნეულის წვნიანი. საუკეთესოა ზაფხულის ცხელ დღეებში.
  • Tortilla de patatas – ესპანური ომლეტი შემწვარ კარტოფილთან ერთად.   ყველაზე პოპულარულ საკვებად ითვლება ესპანეთში.
  • Chorizo – ყველაზე ცნობილი ძეხვი ესპანეთში.  მზადდება ღორის ხორცით და ლორით ნიორსა და წიწაკასთან ერთად.
  • Pescaíto frito– შემწვარი გემრიელი თევზი, შეგხვდებათ სამხრეთ ესპანეთში.
  • Potajes or pucheros– მოხარშული მუხუდოს მარცვალები.
  • Merluza a la Vasca– ესპანეთი არ არის სოუსების დიდი მოყვარული, გამონაკლისს წარმოადგენს ”Merluza a la Vasca” – თევზი ხეკი, მომზადებული თეთრ სატაცურსა და მწვანე ბარდაში.

ენა
მართალია ესპანეთში ოფიციალურ და უნივერსალურ ენას ესპანური (74%) წარმოადგენს, მაგრამ ყველა რეგიონს აქ საკუთარი ენა გააჩნია.  კასტილიური, კატალონიური, ბასკური, გალისიური და ა.შ. აქედან ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, კატალონიური (17%) გალისიური (7%) და ბასკური (2%) ოფიციალურ ენადაა აღიარებული.
Plaza Mayor Madrid

უსაფრთხოება
ესპანეთი უსაფრთხო ქვეყანაა, მაგრამ როგორც ყველგან, აქაც გმართებთ დაიცვათ საყოველთაო სიფრთხილის ზომები.  ხალხმრავალ ადგილებში აქაც მრავლადაა ჯიბის ქურდი.  უბრალოდ იყავით ამ მხრივ ყურადღებით.

მწეველებისთვის
2010 წელს ესპანეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, საავადმყოფოებსა და სათამაშო მოედნების მახლობლად.  მოკლედ, კარგი ადგილია მოწევას თავი დაანებოთ და მოიწყოთ ჯანსაღი დასვენება.

ვიზა
ესპანეთი შენგენის წევრი ქვეყანაა,  ვიზაც შესაბამისი დაგჭირდებათ. საკონსულოს მისამართი გაიგეთ აქ. ხოლო ვიზის მიღებაში დაგეხმარებათ ეს სტატია.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 🙂

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი