Euroep cover

გთავაზობთ მსოფლიოში არსებული ღამის კლუბების ტოპ ხუეთეულს:

  1. BCM Planet Dance – Calvia

მალიორკას კუნძულზე მდებარე კლუბი  მთავარი დარბაზი 65 000 ვატის მქონე ხმოვანი სისტემით არის აღჭურვილი. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას აქ ჩამოდიან მსოფლიოს საუკეთესო DJ- ეები. გემოვნებიანი მუსიკა, უმაღლესი ხარისხის განათება და მუდმივი მხიარულება საოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მუსიკის მოყვარულებზე.

(flickr.Antony Steele)

  1. Ministry of Sound – London

ეს  ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო ღამის კლუბია. მისი შექმნის მიზანი იყო ლონდონში ამერიკული სტილის ელექტრონული მუსიკის დამკვიდრება. თუმცა კლუბმა ბევრად უფრო დიდ წარმატებას მიაღწია ვიდრე მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ.

(flickr.tazzy kitten)

  1. Watergate – Berlin

ბერლინის ამ ერთ-ერთ ყველაზე კარგ ღამის კლუბში ძალიან კარგი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში არ იწვევენ მთელ მსოფლიოშ სახელგანთქმულ შემსრულებლებს, ხარისხიანი ელექტრონული მუსიკით, მეგობრული პერსონალით და შესაფერისი ატმოსფეროთი უამრავ მუსიკის მოყვარულს იზიდავს.

(flickr.Alex Griffioen)

  1. Fabric – London

Fabric – ლონდონის კიდევ ერთი სახელგანთქმული კლუბია. კლუბი მისი შექმნის დღიდან არ კარგავს პოპულარობას და საუკეთესო ღამის კლუბების ჩამონათვალში ყოველთვის ხვდება. აქ  ყოველდღიურად თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო DJ- ეები.

(flickr.Hanno T.)

  1. Amnesia – Ibiza

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე, მსოფლიოში ცნობილ კუნძულ იბიცაზე მდებარე ღამის კლუბები, თავად კუნძულივით სახელგანთქმულნი არიან. თუმცა გართობისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა აზრით, კლუბებს შორის საუკეთესო Amnesia- ა. ამ ღამის კლუბში  ერთხელ მაინც მოხვედრილ ადამიანს, არასდროს დაავიწდება იქ მიღებული შთაბეჭდილებები.

(flickr.Amnesia Ibiza)

დატოვე კომენტარი

კომენტარი