Cover

ესპანური ქალაქი სეტენილ-დე-ლას-ბოდეგასი გასაოცარი ადგილია, რომლის მონახულებაც აუცილებლად გაგახსენებთ ეკლესიასტეს სიტყვებს: „არ არსებობს დრო, რომელიც მოაშორებს ქვებს, მაგრამ არსებობს დრო, რომელიც ერთად მოუყრის მათ თავს“.

ქალაქი კლდეშიეს არის ადგილი, სადაც უხილავმა ძალამ გააერთიანა უზარმაზარი ქვები, კლდეები და მათ შორის მოქცეული სახლები. ანდალუსიის ეს პატარა ადგილი ალბათ ერთადერთია, რომელიც ტურისტებს ვერ აუდის და მუდმივად აოცებს მათ.

თეთრი სახლები კლდეშილამაზი თეთრი სახლები აქ უზარმაზარ კლდეებში და კლდეების ქვეშაა ჩაშენებული.

ქალაქი შედის იმ 9 უცნაურ ადგილს შორის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ეს უძველესი სახლები საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა და რესტავრირდებოდა და ამ უცნაურ ადგილებში ადამიანები დღემდე ცხოვრობენ.

ქვის სახურავიზოგიერთ შენობას სახურავად აქ კლდე აქვს, ქალაქში დასახლება მე-12 საუკუნიდან დაიწყეს და მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ფართობიც. ქალაქს ამჟამინდელი სახელწოდება მე-15 საუკუნეში დაერქვა.

ქალაქი სეტენილიქალაქი ტურისტების ყურადღებას მხოლოდ ულამაზესი ბუნებით არ იპყრობს. ის ასევე ცნობილია ხორცის პროდუქტებითა და საკონდიტრო ნაწარმით და, როგორც ტურისტები ამბობენ, მათ არასოდეს დაავიწყდებათ ბარებიდან და რესტორნებიდან გადაშლილი თვალწარმტაცი გარემო უგემრიელესი მენიუს თანხლებით.

ტურისტები სეტენილს ხშირად სტუმრობენ 20 იანვარს, როცა ქალაქში წმინდა სებასტიანისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება.

სეტენილი ყოველთვის აოცებს და უტოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას მოინახულებს და გაატარებს იქ თუნდაც რამდენიმე საათს.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი