Cover

მსოფლიოს ყველა ქალაქი, თითოეული კუთხე საინტერესო და მრავლისმომცველია ტურისტებისთვის.  ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო დიდი და ამოუცნობია ქალაქი, მით უფრო იზიდავს ის ტურისტებს, რომლებიც თავგადასავლებს ეძებენ.

ტოკიომსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეი ქალაქი ტოკიო ტურისტული თუ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით დიდი ინტერესს იმსახურებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის.

ამ უზარმაზარი მეგაპოლისის მოსახლეობა 37 მილიონ ადამიანს ითვლის, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 29%-ს შეადგენს.

ამ ულამაზეს ქალაქს ხშირად „აღმოსავლეთის ვარსკვლავსაც კი უწოდებენ“.  აქ მდებარეობს იაპონიის მთავრობის ოფისები და იმპერატორთა ოჯახის სახლი.

ტოკიოს ხედიმრავალ ღირსშესანიშნაობასთან ერთად აქ ტურისტებს შეუძლიათ იხილონ არაერთი ცათამბჯენი.  ტოკიოში არის ისეთი განსაკუთრებული ადგილები, როგორიცაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქალაქო რაიონი – „golden gai”, რომლის ფართობი დაახლოებით2,002 კვადრატული მეტრია.

ფუძიამატოკიოში ასევე მდებარეობს იაპონიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რესტორანი, რომელსაც “aragawa” ეწოდება.  აქ თითო ადამიანის კვება დაახლოებით 35 000 იაპონური იენი დაგიჯდებათ.

ტოკიოს მატარებლის ხაზზე 503 სადგურია განთავსებული.

შეიძლება ითქვას რომ ტოკიო უდაოდ გამორჩეული და განსხვავებულია მსოფლიოს სხვა ქალაქთაგან.  ის ტოვებს ენით აღუწერელ შთაბეჭდილებებს და გაოცებას იწვევს  ტურისტებში თავისი ბუმბერაზობითა და განვითარების მაღლი ტემპით, რაც კიდევ უფრო ბევრ სიურპრიზს ჰპირდება კაცობრიობას.

დატოვე კომენტარი

კომენტარი