prague 21

ყველა ჩვენგანის ოცნებაა იმოგზაუროს რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში, გაეცნოს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ისტორიას და ა.შ.
ევროპის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზი და შთამბეჭდავია.
პრაღა არის ქალაქი, სადაც იქაური მაცხოვრებლებიც ყოველდღე აღმოაჩენენ ხოლმე ახალს და საინტერესოს. ადგილობრივებისთვისაც ეს ქალაქი ისეთივე ამოუცნობია, როგორც იქ ჩასული ტურისტისტებისთვის, რომლებიც პირველად სტუმრობენ ჩეხეთის დედაქალაქს.
ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს, რომელიც დროისა და კონტექსტის მიხედვით ეწოდა. მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“.

1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
პრაღა მსოფლიოში მეექვსე დედაქალაქია ლონდონის, პარიზის, რომის, მადრიდისა და ბერლინის შემდეგ, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები.
ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც პრაღაში აუცილებლად უნდა ნახოთ არის ძველი ქალაქი, თავისი ძველი მოედნით, ასტრონომიული საათი, ჩარლის მოხატული ხიდი, ახალი ქალაქი თავისი ვენცესლას მოედნით, პრაღის კოშკი (მსოფლიოს ყველაზე დიდი კოშკი), წმინდა ვიტუსის ტაძარი, ებრაული კვარტალი და ძველი და ახალი სინაგოგა.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი