პერსიპოლის (1)

ირანის ღირსშესანიშნაობა და სპარსული არქიტექტურის შედევრი, უძველესი სამეფო ქალაქი პერსეპოლისი, რომელიც ქ. შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კმ-ში მდებარეობს (თეირანის სამხრეთით 900 კმ-ში).

ქალაქი ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-5 საუკუნეშია დაარსებული, სპარსეთის განთქმული მეფის დარიოს I-ის მიერ, რომელსაც სურდა ეს ადგილი მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების და შემდგომში, მთელი მსოფლიოს დედაქალაქად ექცია. ეს იყო აქემენიდების ძლევამოსილი იმპერიის სამეფო ქალაქი.
პერსიპოლის (2)მისი მშენებლობა 60 წელი გრძელდებოდა და საკვირველია, მაგრამ ამ პროცესში არცერთ მონას არ მიუღია მონაწილეობა, მხოლოდ იმ დროის საუკეთსო არქიტექტორები, მოქანდაკეები და თავისუფალი მშენებლები ჰყავდათ დაკავებული.

აქ ნახავთ გრანიტის ფილებზე შესრულებულ საოცარ მონუმენტურულ ბარელიეფებს, დიდ დარბაზებს და მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემებს. საგანგებო წესითა და სრული სიზუსტით განლაგებული შენობები, თავის მხრივ მზის საათის ფუნქციასაც ითავსებდა.

ქალაქს გარს ერტყა 5 მეტრის სიგანისა და 10 მეტრზე მაღალი გალავანი. მეფის ჩანაფიქრი ერთგვარი რეზიდენციის მოწყობა იყო, სადაც მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა ხდებოდა. ამიტომ ტერიტორიის ძირითად ნაწილს სამეფო სასახლეები წარმოადგენდა, რომლებიც მორთული იყო უნიკალური ფრესკებით, ძვირფასი ქვებით, სპილოს ძვლითა და მარგალიტის სამკაულებით. ადგილი მათთვის წმინდა ქალაქს წარმოადგენდა და ჩვეულებრივ მოკვდავთ იქ შესვლა არ შეეძლოთ.
პერსიპოლის (3)ყველაზე მეტად გამოირჩეოდა აპადანის სასახლე – დარბაზი, რომელიც ათი ათას კაცს იტევდა. ერთ-ერთ ამგვარ დარბაზს ჰქონდა საიდუმლო ოთახი, სადაც სპარსელები სხვადასხვა ომებში მოხვეჭილ სიმდიდრეს ინახავდნენ.

ქალაქის სიდიადე დაახლოებით ძვ. წ. 330 წელს ალექსანდრე მაკედონელმა თავის რაზმთან ერთად ნანგრევებად აქცია და დაისაკუთრა მთელი სპარსეთის სიმდიდრე. ისტორიკოსების ცნობით, მას ამისთვის რამდენიმე ათასი აქლემი და ვირი დასჭირდა. ამ ქმედებით მაკედონელმა სამაგიერო გადაუხადა სპარსელებს აკროპოლისის გადაწვის მცდელობისთვის.

მიუხედავად მისი განადგურებისა, ქალაქი მაინც რჩება დიდი მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლად, არქიოლოგიურ ფასეულობად და მთელს აღმოსავლეთში ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად. პერსეპოლისი იუნესკოს ისტორიული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი