მალდივები

მსოფლიოში უამრავი ლამაზი ადგილი არსებობს, მათ შორის კი, შეიძლება ითქვას, მალდივის კუნძულები გამორჩეულია თავისი სილამაზით, ეგზოტიკურობითა და იდუმალებით.
სიმაღლიდან მალდივის კუნძულები უზარმაზარი მედუზების მწკრივს წააგავს. ეს არის 1190 მარჯნის მცირე კუნძულისგან შემდგარი რესპუბლიკა, თუმცა დასახლებული მხოლოდ 220 მათგანია. ცისფერი ლაგუნით, თეთრი, ქვიშიანი პლაჟებით, უნიკალური მცენარეული საფარითა და წყალქვეშა სამყაროთი გამორჩეული მალდივები სწორედ, რომ ზღაპრულ ქვეყანას მოგაგონებთ.
მალდივებზე ატოლი ლავიანი ტურისტებისა და ცურვის მოყვარულთათვის ყველაზე მიმზიდველი წყალქვეშა სამყაროა. ის სავსეა მარჯნის რიფებითა და ტროპიკული თევზებით.კუნძული
მალდივებზე ეგზოტიკური ექსკურსიებიც გელით. მაგალითად, თევზაობა და მასთან დაკავშირებული თავგადასავლები. შეგიძლიათ ვახშმად თქვენივე ნაალაფარი მიირთვათ ან მინისძირიანი ნავით ისეირნოთ და ზღაპრული წყლისქვეშა სამყარო ფოტოაპარატით დააფიქსიროთ, ან სულაც შეგიძლიათ ჰიდრო-თვითმფრინავით ცაში აიჭრათ და იქიდან გადაუღოთ სურათები ამ საოცარ კუნძულებს.
მალდივები კიდევ ერთ საოცრებას გთავაზობთ: ეს წყალქვეშა ოთახებია. მაგალითად, აქ მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს აქვს წყალქვეშა ნომრები, რესტორანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლუქსიც კი. აბა, როგორია? – წევხართ ოთახში და მინის კედლებს მიღმა ულამაზესი თევზები დაცურავენ.წყალქვეშა რესტორანი
ყველაფერ ამასთან ერთად, ფერადოვანი აღმოსავლური ბაზრობების, ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების გაცნობის შემდეგ, თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ დრო, რომელსაც მალდივის კუნძულებზე გაატარებთ.

თამუნა შათირიშვილი

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი