Cover

მადრიდი – ესპანეთის დედაქალაქი ქვეყნის უმსხვილესი, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.  ქალაქი, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს და ქვეყნის მსხვილ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, პირინეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილშია გაშენებული.

მადრიდის ქუჩაძველი თქმულებით, ქალაქი მდინარე ტიბრის ღმერთის ტიბერინის ვაჟმა – ოკნიმ დაარსა.  არის ვერსია, რომ ქალაქის სახელი მადრიდი მაგერითიდან მოდის.

შადრევანიცეცხლოვანი და საოცრად ნაზი, უმშვენიერესი და ენერგიული, ერთდროულად მეამბოხეც და მშვიდიც – ამ სიტყვებით არა მხოლოდ ქალს, არამედ ერთ უმშვენიერეს ქალაქსაც აქებენ და ეს ქალაქი მადრიდია.  ამბობენ, რომ მადრიდის ყველა ქუჩაში ისტორიის სული იგრძნობა.  ქალაქის დახვეწილი და ულამაზესი არქიტექტურა ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.  მადრიდის ქუჩები და მოედნები ხომ საერთოდ ხელოვნების ნიმუშებია.

ულამაზესი მადრიდიმადრიდში ყოფნისას შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი სამეფო სასახლე, რომელიც უმეტესწილად ტურისტებისთვის ღიაა.  ასევე სალამანკას რაიონი, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა ესპანური ბურჟუაზიის სუნთქვა.  ამ რაიონში თავმოყრილია მუზეუმები, ტექსტილის, ავეჯისა და საიუველირო პრესტიჟული მაღაზიები. მადრიდში ყოფნისას ასევე აუცილებლად უნდა ესტუმროთ პრადოს სახელგანთქმულ მუზეუმს.

ცათამბჯემენები მადრიდშიმადრიდი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს მნახველებს და წელიწადის ნებისმიერ დროს ელის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი