2

კრაკოვი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთში. მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული. .ქალაქი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

კრაკოვი ძალიან მშიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ეს ქალაქი განათლების თვალსაზრისით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დასახლებად იქცა.
კრაკოვის თითოეული ქუჩა და ისტორიული ძეგლი გულითადად ინახავს და გადმოსცემს პოლონეთის ისტორიას დაარსების დღიდან დღემდე. უნდა ითქვას, რომ კრაკოვი პოლონეთის ქალაქებიდან ერთ-ერთი ულამაზასია. მის ძველ დასახლებებს პოლონელები „სტარი რინეკს“ უწოდობენ და ეს ადგილები სწორედ რომ სიძველისა და სილამაზის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მოგზაურებისთვის ინტერესის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს კრაკოვში არსებული ქართული რესტორანი, სადაც ამზადებენ ქართულ ტრადიციულ კერძებს და რომელთა დასაგემოვნებლად არა მარტო ქართველები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც არ ამბობენ უარს. მართალია, საქართველოში დამზადებულ, ტრადიციულ კერძებს ვერ შეედრება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გემრიელია და მოწონებასაც იმსახურებს. უცხოელებს, მათი თქმით, განსაკუთრებით „ხაჩაფური“ მოსწონთ:)
კრაკოვი თავისი სილამაზით, ისტორიითა და უბრალოებით ბევრი ტურისტის საყვარელ ადგილად იქცა და ის ყოველდღიურად, წელიწადის ნებისმიერ დროს მზად არის მიიღოს ისინი.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი