Venice, Gondola on Grand Canal...C4G1FB Venice, Gondola on Grand Canal

ვენეციაიტალია ტუსიტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. თითოეული კუთხე- ქალაქი მიმზიდველი და შთამბეჭდავია უძველესი ისტორიითა და სილამაზით.

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია ვენეცია. ქალაქის სახელი მომდინარეობს აქ მცხოვრები ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომელთაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქრისტესშობამდე დაახლოებით მეათე საუკუნეში ცხოვრობდნენ. ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსეინებენ : “La Dominante”, “Serenissima”, “ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“ და „მცურავი ქალაქი“.

ულამაზესი ხიდი ვენეციაშიქალაქი ვენეცია მოიცავს 117 პატარა კუნძულსა და არხს. აქ არ არის გზები, ამიტომ გადაადგილება წყლის ტრანსპორტით ხორციელდება. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია გონდოლებით გასეირნება.

თანამედროვე ვენეცია არამარტო იტალიის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან „ტურისტულ მექად“ ითვლება. დამთვალიერებელები აქ გონდოლებით სეირნობის გარდა ძირითადად წმინდა მარკოზის ტაძრითა და საფლავით, ვენეციური ნიღბების მაღაზიით, სუვენირების დახლებით, კუნძულ მურანოზე ვენეციური შუშის წარმოებითა და კუნძულ ბურანოთი ინტერესდებიან.

ვენეცია და თოვლივენეციის კაფე ფლორანი
ვენეციას წელიწადის ოთხივე სეზონზე მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ქალაქი მათთვის არც ღამითაა უინტერესო. რესტორნები, კაფეები და პიცერიები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

ვენეცია ნამდვილი საოცრებაა და ის თქვენ ოცნებას რეალობად აქცევს!

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი