Goa Tourist Attractions

ინდოეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს თავისი კულტურით, უჩვეულო გარემოთი და სილამაზით.

ბუნგალოებიეს არის ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ინდოეთი 2 საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თანდათან გადალახა ეკონომიკური სიდუხჭირე და ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ იქცა.

გოას სანაპიროინდოეთში, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია გოა, რომლის ოქროსფერი პლაჟები და ნოტიო ტროპიკების უმდიდრესი ბუნება მას განუმეორებლობასა და იდუმალებას ანიჭებს.

გოა – ეს ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია დაისვენოს ისე, როგორც მას სურს. შეგიძლიათ გაისეირნოთ პლაჟზე ან ველურ ბუნებაში და გაეცნოთ ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს.

ერთ-ერთი სასტუმროაქ თქვენ ნახავთ შესანიშნავ სასტუმროებს, კარგად ორგანიზებულ დასვენების ინფრასტრუქტურას, დიდებულ პლაჟებსა და თბილ ზღვას. შეგეძლებათ გაისეირნოთ წყლის ველოსიპედებით, მიიღოთ მზის აბაზანები, გაეცნოთ წყალქვეშა სამყაროს. აქვეა პატარა კაფეები, სადაც ძალიან იაფად მოგიმზადებენ უგემრიელეს ზღვის პროდუქტებს.

ზაფხული მოდის! მზე, კარგი განწყობა, ზღვა… ყოველივე ეს ნამდვილად უბიძგებს ტურისტებს ესტუმრონ გოას თბილ და ოქროსფერ სანაპიროებს და დაუვიწყარი დრო გაატარონ.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი