ბუდაპეშტი – „დუნაის მარგალიტი“- მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.  მისი ცენტრალური ბუდაის ნაწილი, საიდანაც ხედი დუნაიზე იშლება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.  ბუდაპეშტი სამი ნაწილისგან შედგება:  პეშტი, ბუდა და ობუდი.  ეს სამი ნაწილი 1872 წელს ერთ ქალაქად გაეთიანდა.

დუნაის სანაპირობუდაპეშტი არის ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და მთავარი ტურისტული ცენტრი.  აქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტის შენობა, ყველაზე დიდი სინაგოგა და ყველაზე ძველი მეტრო.

Sunrise behind the Hungarian Parliament building in Budapest.მარგიტის კუნძული ულამაზესი პარკით, ბუდაპეშტის განთქმული თერმული წყლები – 80 წყარო, მათ შორის ყველაზე განთქმული სეჩენის თერმული აბანოები, ანდრაშის გამზირი მასზე განლაგებული მუზეუმებით, კაფეებით, რესტორნებით, სასტუმროებით, უდიდესი ნაკრძალი-აკვარიუმი „ტროპიკარიუმი“- ყველაფერი ეს არის ის, რისი ხილვაც ამ ულამაზეს ქალაქში შეიძლება და რომელიც ტურისტებისთვის გამორჩეულ სანახაობას წარმოადგენს.

დუნაი ბუდაპეშტშიბუდაპეშტის სინაგოგაამჟამად ბუდაპეშტში 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს.  ის ევროკავშირში სიდიდით მეექვსე ქალაქია.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი