Cover

ზაფხული გვიახლოვდება… მზე, ცხელი დღეები და, რა თქმა უნდა, სურვილი გვიჩნდება, რომ დავისვენოთ.

ალექსანდრიის სანაპირომსოფლიოში ბევრი საკურორტო ქალაქი არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში პოპულარულია ეგვიპტის საკურორტო ქალაქები.  აქ ტურისტების ხშირი სტუმრიანობაა. ამჯერად ალექსანდრიის შესახებ მოგითხრობთ.

ალექსანდრიის ერთ-ერთი მთავარი ქუჩაის ეგვიპტის სიდიდით მეორე და ხმელთაშუაზღვისპირეთის პოპულარული საკურორტო ქალაქია.  აქ ერთმანეთშია შერწყმული უძველესი ისტორია და თანამედროვე საკურორტო ზონა.  ალექსანდრიის კულტურა და სტილი მკვეთრად განსხვავდება ეგვიპტის სხვა ქალაქებისგან.  იგი გაცილებით უფრო ახლოს დგას ევროპულ კულტურასთან.

სასტუმრო Four Seasonsაქ დასვენების უპირატესობა ის გახლავთ, რომ შესაძლებელია საკმაოდ დატვირთული საექსკურსიო პროგრამის პლაჟზე დასვენებასთან იოლად შეთავსება. კურორტზე სხვადასხვა ხარისხისა და, შესაბამისად, ფასების მქონე სასტუმრო ფუნქციონირებს.  ღამის კლუბები და დისკოთეკები ნამდვილად არ მოაწყენს არცერთ ტურისტს.

მეჩეთიამასთანავე, ალექსანდრია მხოლოდ საკურორტო ქალაქი არ გახლავთ.  ეს არის თანამედროვე  ცივილიზაციის მატარებელი ყველა ატრიბუტიკის მქონე დასახლებული პუნქტი უამრავი რესტორნით, კაზინოთი და ღამის კლუბით.  ცნობილი საზღვაო პორტი და სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია.

რაც მთავარია, ალექსანდრიაში ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი