papper

გერმანია (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა) ცენტრალური ევროპის უდიდესი ქვეყანაა. მისი მეზობელი ქვეყნებია:

  • ჩრდილოეთით – დანია;
  • აღმოსავლეთით – პოლონეთი და ჩეხეთი;
  • სამხრეთით – ავსტრია და შვეიცარია;
  • დასავლეთით – ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ლუქსემბურგი.

გერმანია-რუკაზე-1024x724

გერმნაია 16 ფედერაციისგან შედგება.  თითოეულ მათგანს საკუთარი, დანარჩენებისგან განსხვავებული კულტურა აქვს.

დედაქალაქი: ბერლინი
სახელმწიფო წყობა: ფედერალური რესპუბლიკა
ვალუტა: ევრო €
ენა: გერმნაული
სახელმწიფო კოდი: +49
სასაათო ზონა:  UTC  +1
საგანგებო სამსახური: 112
ელექტრო ენერგიის სტანდარტი: ელექტრო წყარო მუშაობს – 230V/50Hz-ზე.  თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრი იყენებს „Schuko-ს“ ჩამრთველს.  ადაპტერები სხვა დანარჩენი ჩამრთველებისათვის ხელმისაწვდომია ტექნიკის ყველა მაღაზიაში.

გერმანიის ყოველი რეგიონი განსხვავებული კლუტრის კერაა.  პირველი, რაც ტურისტს გერმანიაზე საუბრისას გახსენდება, არის ლუდი, ლედერჰოესნი (ტყავის მოკლე შარვალი), ოქტობერფესტი და სხვა.  ყევლაზე ცნობილი ლუდის კულტურის კერა ბარვარია და მიუნხენია.

გერმანიაში ყველაზე პოპულარული და ტურისტებისთვის საყვარელი ყოველწლიური ფესტივალი ოქტობერფესტია.  სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში  ეწყობა ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალიც, რომელსაც ყოველწლიურად 600 000 სტუმარი ჰყავს.

როგორც წესი, გერმანელები მეგობრულები არიან, მაგრამ სტერეოტიპი, რომ ისინი ცივი და უხეში ხალხია, ხშირად მართლდება კიდეც.  უბრალოდ, იყავით ზრდილობიანები და თქვენი ვიზიტი გერმანიაში მშვიდად ჩაივლის.

კლიმატი
გერმანია მოქცეულია დასავლეთ ევროპის ოკეანურ და აღმოსავლეთ ევროპის კონტინენტურ კლიმატებს შორის.  გერმანიის ჰავაზე გავლენას ახდენს ჩდრილო- ატლანტიკური და გოლფსტრიმის დინებები. საშუალო წლიური ნალექი 789 მმ-ს აღწევს.  ზმთარი რბილია, ხოლო ზაფხული, როგორც წესი, თბილი (ტემპერატურა 30°C  აღწევს).

აღმოსავლეთ გერმანიაში მეტად კონტინენტური ჰავაა გავრცელებული, შესაბამისად ზამთარი შედარებით მკაცრია, ხოლო ზფხული კი – ცხელი.  ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიაში ერთმანეთს ერწყმის კონტინენტური და ოკეანური ჰავა.

ალპურ რეგიონებში გავრცელებულია მთის ჰავა, რომელიც დაბალი ტემპერატურითა და ნლექის დიდი რაოდენობით ხასიათდება.

რეგიონები

გერმანიის-რეგიონები
ჩრდილოეთ გერმანია(ბრემენი, ჰამმბურგი, ქვემო საქსონია, მეკლენბურგი – დასავლეთ პომერანია, შლიზვიგი – ოლშტინი).  ჩრდილოეთ გერმანიაში მოქცეულია „ქარიანი მთები“ და ჩრდილოეთ ზღვისა და ბალტიის ზღვის ცნობილი კურორტები.

დასავლეთ გერმანია (ჩრდილო რაინ – ვესტფალია, რაინლენდ – პალატინატი, საარლენდი).  დასავლეთ გერმანია წარმოადგენს ღვინის მხარეს.  მის ტერიტორიაზე მოქცეულია რაინლენდისა და მოზეილს მდელოები.

ცენტრალური გერმანია(ჰესე, ტურინგია).  ეს არის გერმანიის მწვანე გული, რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქითა და ტურინგიანის ტყით.

აღმოსავლეთ გერმანია (ბერლინი, ბრანდერბურგი, საქსონია, საქსონია – ანჰოლტი). აღმოსავლეთ გერმანია გამოკვეთილია, რადგან მის ტერტორიაზეა გერმანიის ექსცენტრიული და ისტორიული დედაქალაქი ბერლინი, ასევე დრეზდენი, იგივე    „ფლორენცია ელბაზე“ (“Florenz an der Elbe”).

სამხრეთ გერმანია(ბადენ – ვუტტემბერგი, ბავარია).  სამხრეთ გერმანიის ტერიტორიაზეა შავი ტყე, ფრანკონიური შვეიცარია, ფრანკონიური ტბის უბანი, ბავარიული ტყე, ბავარიული ალპები და ტბა „კონსტანცია“.

გერმანიის მნიშვნელოვანი ქალაქები

ბერლინი
ბერლინი – ერთიანი და განახლებული გერმანიის დედაქლაქი დიდი ისტორიის მქონე ქალაქია.  „ცივი ომის“ პერიოდში ეს ქალაქი ცნობილი იყო თავისი სამმართველოთი.  დღესათვის  ბერლინი არის  მრავალფეროვანი მეგაპოლისი თანამედროვე კლუბებით, სავაჭრო ცენტრებით,  გალერეებითა და კვების ობიექტებით.

ბრემენი  – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ჩრდილო გერმანიაში, რომელიც ჰანზის ისტორიის მნიშვნელოვან ნწილს წარმოადგენს.

კიოლნი – ეს ქალაქი დაარსებულ იქნა რომაელების მიერ 2000 წლის წინ.  აქ მდებარეობს უზარამაზარი საკათედრო ტაძრი, რომანული ეკლესიები და არქეოლოგიური სანახაობები.

დრეზდენი –  ახლა მას ასე უწოდებენ – „ფლორენცია ელბაზე“.   იგი ცნობილია  ფრაუენკირხის ისტორიული ცენტრით.

დუსელდორფი – გერმანიის მოდის დედაქალაქი.  ეს ქალაქი ასევე საინტერესოა არქიტექტურისა და აქტიური ღამის ცხოვრების მხრივ.

ფრანკფურტი – აქ არის ევროპის ცენტრალური ბანკი, ხოლო ქალაქის პეიზაჟი მანჰეტენს მოგაგონებთ.

ჰამბურგი – გერმანიის უმდიდრესი და სიდიდთ რიგით მეორე ქალაქი.  იგი ცნობილია თავისი ნავსადგურით, ლიბერალური და ტოლერანტული კულტურით, ღამის კლუბებითა და კაზინოებით (რიპერბანის გაყოლებაზე).

მიუნხენი – ბავარიის ულამაზესი დედქალაქი, საკვანძო წერტილი ალპებისკენ მიმავალ გზაზე და ოქტობერფესტის მასპინძელი ქალაქი.

ტურისტული ადგილები

ბალტიის ზღვის სანაპირო – ქვიშიანი სანაპიროები და კურორტები ულამაზესი კუნძულებით, როგორციაა, მაგალითად, რიუგენი.

ბავარიული ალპები – აქ მდებარეობს ნოიშვაინშტაინის ციხესიმაგრე და გერმანიის საუკეთესო სათხილამურო კურორტები.

შავი-ტყე

შავი ტყე – ეს რეგიონი განეირი მთის მწვრევალებითა და  ულამაზესი პანორამებით ნამდვილი სმოთხეა ლაშქრობის მოყვარულთათვის.

აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულები – თორმეტი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი ვატოვის ზღვაში, რომელთაგან ბორკუმი უდიდესია როგორც ტერიტორიით, ისე  მოსახლეობით.

ტბა კონსტანცია – ცენტრალური ევროპის ულამაზესი კუთხე, რომელიც დაიკვეხნის წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობათა სიმრავლით და ქალაქებისა და სოფლების სილამაზით, რომლებიც მის ნაპირზეა განლაგებული.

შუა რაინის ველი – მდნიარე რაინის მონაკვეთი, ბინგენს, რიუდესხეიმისა და კობლენცს შორის.  ეს ადგილი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია მოხვედრილი.

რომანტიკული-გზა
რომანტიკული გზა – თემატური გზა სამხრეთ გერმანიაში, რომლის სიგრძეც 400 კმ-ია, მიუყვება მრავალ ისტორიული მნიშვნელობის ციხესიმაგრეს ვულცბერგსა და ფუსენს შორის.

სამზარეულო
გერმანული კერძების ძირითადი ინგრედიენტებია: ხორცი, კარტოფილი სოუსით, ბოსტნეული და/ან სალათი.

გერმანული-სამზარეულო
გერმანულ სამზარეულოზე საუბრისას პირველი, რაც გაგვახსენდება, ესაა სოსისები და ძეხვეულობა.  მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სამზარეულო სოსისების ასეთი მრავალფეროვანი სახეობებით:  “Rote” – ძროხის ხორცისგან დამზდებული სოსისი; “Frankfurter Wurst” – მოხარშული ღორის ხორცის სოსისი; “Pfälzer Bratwurst” – სოსისი დამზადებული პალატინის სტილში; “Nürnberger Bratwurst” –  ზომით ყველაზე პატარა და ყველაზე გემრიელიც.

ყველა სახეობას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით, რადგან ამისთვის ერთი დღეც არ გვეყოფა.  ხშირად სოსისებს მიირთმევენ პიურესთან, ფრისთან და კარტოფილის სალათთან ერთად.

გერმანული სამზარეულოს ერთ-ერთი უგემრიელესი კერძია რინდეროულანდი (Rinderrouladen): ძროხის ხორცის ძალიან თხელ ნაჭერში გახვეულია ბეკონი, პიკული და შეზავებულია ხახვით, გერმანული მდოგვით, შავი პილპილითა და მარილით.  ხორცი იწვება ნელ ცეცხლზე.  ამ უგემრიელეს კერძს მიირთმევენ კარტოფილის პელმენთან და წითელ კომბოსტოსთან ერთად.

შნიცელი
შნიცელი (Schnitzel) – გერმანიაში ამ კერძის იმდენი ვარიაცია არსეობს, რამდენი რესტორანიცაა, მაგრამ სტანდარტული რეცეპტი ასეთია:კვერცხსა და საფანელში ამოვლებულ ღორის ხორცის თხელ ნაჭერს წვავენ და ფრისთან ერთად მიირთმევენ.

შვაიენბრატენი (Schweinebraten) – შემწვარი ღორის ხორცი.  ტრადიციულად მომზადებული ხრაშუნა შვაიენბრატენი შეგიძლიათ დააგემოვნოთ მიუნხენში.  ნიუნბერგში მოხვედრისას აუცილებლად შეიარეთ ადგილობრივ რესტორანში და დააგემოვნეთ შემწვარი ღორის ხორცი კარტოფილის პელმენთან და სოუსთან ერთად.

ისევე როგორც სოსისის, ასევე პურეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა გერმანული სამზარეულო.  საცხობებში პურის მინიმუმ 20 სახეობას მაინც აწარმოებენ და უმეტესობა რუხი და მკვირივია.  პურის ფასი 50 ცენტიდან 4 ევრომდე მერყეობს, რაც მის ზომაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ვეგეტარიანულ საკვებს, ალბათ, ხვდებით, რომ გერმანიაში რთული მოსაძებნი იქნება რესტორნები შესაბამისი მენიუთი, თუმცა ზოგიერთ დიდ ქალაქში, მაგალითად, ბერლინში არის რამდენიმე კვების ობიექტი ვეგეტარიანული კერძებით.

სატრანსპორტო საშუალებები
გერმანის ტერიტორიაზე გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალებაა დაქირავებული მანქანა ან მატარებელი.

საჰაერო ტრანსპორტი:
ძირითადი ავიახზებია:  Lufthanza, Air Berlin
ძირითადი აეროპორტები:   ფრანკფურტი ( FRA),  მიუნხენი ( MUC),  დიუსელდორფი (DUS), ბერლინი – ტეგელის აეროპორტი (TXL), კიოლნი (CGN), ჰამბურგი (HAM) და შტუტგარტი (STR).

სარკინიგზო ტრანსპორტი:
მატარებელი მანქნის საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან ის გაცილებით სწრაფია.  ძირითადი სარკინიგზო მარშრუტები „Deutsche Bahn“ის მიერ სრულდება.

ICE-მატარებელი
დიდი ქალაქები ერთმანეთს  ICE-ის (Inter City Express) ჩქაროსნული მატარებლების საშუალებით უკავშირდებიან.  თუკი ბილეთს წინასწარ შეიძენთ, შესაძლებელია მიიღოთ გარკვებული ფასდაკლებაც.

ICE -ის გარდა რეისებს InterCity (IC) და EuroCity (EC) ასრულებენ.  სხვაობა ტექნიკურ აღჭურვილობასა და, შესაბამისად, ბილეთის ღირებულებაშია.

ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, სპეციალურ აპარატებსა და მატარებელშივე ნაღდი ფულით ან საკრედიტო ბარათით.  მატერებლში ბილეთის შეძენისას 10%-ით მეტს გადაიხდით.

ავტობუსი
გერმანიაში ავტობუსების შემდეგი კომპანიები მოქმედებს:

  • MeinFernbus – რომელიც ერთმანეთთნ აკავშირებს გერმანიის დიდ  ქალაქებს და ასევე ჩადის ციურიხში და ჩრდილოეთის ზღვის რამდნეიმე კურორტზე;
  • FlixBus – ერთმანეთთნ აკავშირებს გერმანიის დიდ  ქალაქებს და ასევე ჩდის პრაღასა და ციურიხში;
  • City2City – ეს კოპმანიაც იგივე მარშრუტებს ფლობს;
  • BerlinLinienBus – ეს კომპანია ძირითადად ახორცილებს რეისებს ბერლინიდან და პირიქით;
  • EuroLines/Touring – ეს კომპანია ოპერირებს შიდა რეისებსა და გრძელ მარშრურტებზე ესპანეთის, უკრაინისა და სხვა მიმართულებით).

განთავსება
გერმანიაში თითქმის ყველა საერთაშორისო სასტუმროთა ქსელია წარმოდგენილი, თუმცა ტურისტისთვის განთავსების დაბლაფასიანი საშუალებები უფრო ხელსაყრელია, მაგალითად, როგორიცაა ჰოსტელი.  გერმანიაში ორი ტიპის ჰოსტელს შეხვდებით:  საერთაშორისო ახალგზრდული და დამოუკიდებელი საერთო საცხოვრებლები.  ახალგაზრდული ჰოსტელები მართულია ჰოსტელების საერთაშორისო ოგანიზაციის მიერ და გერმანიის ტერიტორიაზე 600-მდე მსაგვსი ტიპის სასტუნროს ფლობს, ხოლო დამოუკიდებელი საერთო საცხოვრებელი კი 60-მდე ობიექტს ითვლის.

უსაფრთხოება
უსაფრთხოების დონე გერმანიაში ძალიან მაღალია. გადაუდებელი სამსახურის ნომერია 112, თუმცა არის დამატებითი ნომერი 110, რომელზეც ინგლისურად მოლაპრაკე ოპერატორები პასუხობენ.  ასევე ქუჩებში დამონტაჟებულია სტაფილოსფერი ტელეფონები, რომლებიც საგანგებო სამსახურთან დაგაკავშირებთ.

ყველა ჰოსპიტალს გააჩნია 24 საათიანი სასწრფო პალატები, სადაც ნებისმიერი სახის სამდეიცინო დახმარებას გაგიწევენ.

უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ საქართველოს საელჩოს გერმანიაში:

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
ქ. ბერლინი, მისამართი: Rauchstrasse 11, 10787 Berlin. ტელეფონი: +(49 30) 484-907-0; ფაქსი: +(49 30) 484-907-20; ტელ. საკონსულო: +(49 30) 484-907-19; ელ.ფოსტა: berlin.emb@mfa.gov.ge berlin.consulat@mfa.gov.ge; www.germany.mfa.gov.ge

სხვა საჭირო ინფორმაცია
გერმანიაში პოსტიტუცია ლეგალიზებულია;  ალკოჰოლის შეძენა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ პირებს, თუმცა ზოგიერთი სახის ალკოჰოლის შეძენა 18 წელს ქვემოთ მყოფ პირთათვის შეუძლებელია;  გირჩევთ მარიხუანას მოხმარებისგან თავი შეიკავოთ, რადგან კანონის ინტერპერტირება ყველა ფედერაციაში სხვადასხვაა და შესაძლოა ამ ყველაფერმა არასასურველ სიტუაციაში ჩაგაყენოთ.

ვიზა
გერმანია შენგენის წევრი ქვეყანაა,  ვიზაც შესაბამისი დაგჭირდებათ. საკონსულოს მისამართი გაიგეთ აქ. ხოლო ვიზის მიღებაში დაგეხმარებათ ეს სტატია.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი