img 0034

მოგეხსენებათ ქართველები ნიჭიერ ერად ვითვლებით, რაზეც მსოფლიოს მასშტაბით ყველა დარგში გამოჩენილი ქართველების არსებობა მეტყველებს. მინდა მოგითხროთ ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების აშშ-ში მოგზაურობისა და წარმატების შესახებ, გადმოგცეთ ის დეტალები რაც თქვენც დაგეხმარებათ „ოცნების ქვეყანაში“ ვიზიტისას და გაგიმარტივებთ შტატებში ყოფნას.

2007 წელს ქართველმა ახალგაზრდებმა მოვიპოვეთ საგზური მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერების კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება კომპიუტერული გიგანტის INTEL-ის გენერალური სპონსორობით.DSC04415 ამ საგზურის მოპოვებაში კი უდიდესი წვლილი მამუკა მესხიშვილს, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორსა და ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორს მიუძღვის, რომელმაც მოახერხა და ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობები რამდენიმე ოლიმპიადისა და კონფერენციის მეშვეობით მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა.

კონფერენცია ნიუ მექსიკოს ყველაზე დიდ ქალაქში – ალბუქერქიში გაიმართა, შეაბამისად გამგზავრებამდე მოვიძიე ინფორმაცია ამ ქალაქის შესახებ. ალბუქერქის ყველა ვიცნობთ, ეს ხომ ის ქალაქია სადაც ცნობილი 66-ე ავტოსტრადა – „Route 66” გადის, ეს ის ქალაქია სადაც ჰოლივუდის ფილმებში ნიუ მექსიკოს სცენებია გადაღებული და ეს ის ქალაქია სადაც ამერიკის განვითარებას ეყრებოდა საფუძველი.DCF 1.0

მოსამზადებელი პერიოდი
პირველ რიგში, მინდა მოგითხროთ თანხის დაზოგვის გზების შესახებ, რაც უკვე აღარავისთვისაა ახალი ხილი, თუმცა საქართველოში ბევრი მაინც ყოყმანობს მსგავსი სისტემების გამოყენებაზე. საუბარია ინტერნეტის მეშვეობით ფრენისა და სასტუმროს დაჯავშნაზე. როდესაც გადაწყდა ჩვენი გამგზავრება, პირველი რაც გავაკეთე იყო hotels.com-ისა და ონლაინ ფრენების გადახედვა, რათა საუკეთესო ფასი მეპოვნა. სამწუხაროდ ფრენის დაჯავშნაზე ვერ დავიყოლიე ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა სასტუმროს დაჯავშნა არავის დავანებე და საბოლოოდ 3 ვარსკვლავიანი, ამერიკული სტილის (დიახ, ზუსტად ისეთი კინოებში რომ გინახავთ, სულ 1 ან 2 სართული, რომაა და ოთახებში შესასვლელი ქუჩაში ან პარკინგზე რომ გამოდის) „მოტელი“ დავჯავშნე. არჩევანი ამ სასტუმროზე შემდეგი კრიტერიუმებით შევარჩიე:

1. კომფორტისა და ფასის შეფარდება, ღმეში 60$ – 2 Queen Size საწოლით
2.ისტორია – 66-ე ავტოსტრადაზე, ქალაქის ცენტრში, საიდანაც საკონფერენციო დარბაზი საკმაოდ ახლოს იყო, ამ სასტუმროში გადაღებული იყო რამდენიმე ფილმის სცენა.
3. სიახლოვე გასართობ უბანთან – ღამის კლუბები, რესტორნები და კინოთეატრი ფეხით 5 წუთის სავალზე იყო.

აღნიშნული კრიტერიუმებიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია იყო და მოლოდინი საკმაოდ დიდი და მოუთმენელი მქონდა.DSC04437

16-17 წლის ბავშვები, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული სამეცნიერო ნაშრომები ჰქონდათ მათემატიკის დარგში, მოვემზადეთ გასამგზავრებლად, პირადად ჩემი ბარგის ჩამონათვალში სტანდარტული ატრიბუტიკის გარდა შედიოდა შემდეგი უცნაური ნივთები:

1. ძეხვი
2. ტყემალი
3. შესქელებული რძე – ეგრეთ წოდებული „სგუშონკა“
4. პაშტეტი
5. გასახსნელი

მიხვდებით, რომ ეს ქართული ფენომენის – „მზრუნველი დედის“ გავლენაა, თუმცა მოგვიანებით ეს ფენომენი მართლაც, რომ საჭირო და გარკვეულ დონეზე „მხსნელიც“ აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩემს ხელბარგს, აქ ჩამონათვალი განსხვავებული იყო, პასპორტის, ფოტოაპარატისა და მინერალური წყლის გარდა აქ მედო 18 AA ელემენტი და მინი ბურთი, რაც თვითონ არ ვიცოდი რისთვის მიმქონდა ამერიკაში, თუმცა ეს ატრიბუტიც უაღრესად საჭირო აღმოჩნდა.

თბილისი … ალბუქერქი
მოკლედ ქართული დელეგაცია მიუნხენის, ვოშინგტონ დისი-სა და დენვერის გავლით მიემგზავრებოდა ალბუქერქიში, რათა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა საკუთარი ინტელექტუალური სიძლიერე. ერთი შეხედვით მარტივი საკითხია, თუმცა მე – ადამიანს, რომელსაც მობილური ტელეფონის ანგარიშის შესავსებადაც კი უდიდესი ძალისხმევა მჭირდება, როგორ შეიძლება რაიმე უპრობლემოდ გამომსვლოდა. პრობლემები დაიწყო მიუნხენში ჩაფრენის მომენტიდან, როდესაც აეროპორტში შესვლისას პოლიციამ გადაწყვიტა, რომ 18 ელემენტის გადატანა არ იყო კეთილსინდისიერი საქმისათვის გამიზნული ქმედება და თითქმის საერთაშორისო ტერორისტობა დამაბრალა, თუმცა აქ Intel-ISEF-ის მოწვევამ და ამერიკის მათემატიკოსთა ასოციაციის საპატიო წევრობამ მიშველა და ამ რაოდენობის ელემენტების 5 ჩანთაში გადანაწილებით შემოიფარგლა ჩემი სასჯელი.

შემდეგ ფრენამდე 11 საათი გვქონდა მოცდის პერიოდი, რაც თითქოს არცთუ ისე დიდი დროა, თუმცა 16 წლის ბავშვისთვის ეს თითქმის უსასრულობას უტოლდება, როდესაც გარშემო არანაირი გასართობი არ არის. სწორედ ამ დროს გამახსენდა ჩემს ჩანთაში არსებული ბურთის შესახებ, მაგიური მრგვალი ქმნილების, რომელიც ყოველგვარ მოწყენილობას მომენტალურად ამარცხებს. შედეგად, რამდენიმე წუთში მიუნხენის აეროპორტში 4 ქართველი ბავშვი მინი ფეხბურთს თამაშობდა. აღნიშნული ქმედება კანონსაწინააღმდეგოდ მოეჩვენა პოლიციას, თუმცა ქართველებს მარტივად დანებება არ გვჩვევია და მოვითხოვეთ აეროპორტის შინაგანაწესის მოტანა და მისი ერთობლივი გადახედვა, სადაც არაფერი იყო ნახსენები ფეხბურთის თამაშზე, ჩვენი სამართლებრივი ცოდნა კი შემდეგს გვკარნახობდა „რაც აკრძალული არაა, დაშვებულია!“. დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირვებია ამის გერმანელი პოლიციელებისათვის ასახსნელად, დაახლოებით 15 წუთში ფეხბურთს უკვე 8 ადამიანი ვთამაშობდით და მატჩი ბევრად საინტერესო გახდა.1015926_1416090808643645_1698530390_o

როგორც იქნა გავიდა 11 დამთრგუნველი საათი, ისევ ჩავსხედით თვითმფრინავში, ამჯერად არა ქართული ავიახაზები არამედ გერმანული პრემიალური კომპანია ”LuftHansa” გვემსახურებოდა. მოკლედ დავიკავეთ ჩვენი ადგილები, რაც თვითმფრინავის ბოლოში მდებარეობდა და მოვემზადეთ ასაფრენად. 40 წუთი ლოდინის შემდეგ განგვიცხადეს, რომ თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემა შეკეთებას საჭიროებდა და არა კონდიცირებად ხომალდში კიდევ 1 საათი უნდა გაგვეტარებინა. საბოლოო ჯამში გავფრინდით. ფრენა 13 საათს გრძელდებოდა, სადაც ბუნებრივია ქართულმა შიმშილმა იჩინა თავი, რაც სხვა მგზავრთა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ქართველების ხასიათში დევს რაღაც უაღრესად საინტერესო შტრიხი, ჩვენ უშუალო, მეგობრული ხალხი ვართ, რამაც პირადად ჩემში იჩინა თავი და ჰაერში გატარებული 2 საათის შემდეგ უკვე „ვმეგობრობდი“ ბორტგამცილებლებთან, ვიცოდი სამზარეულოში სად რა იდო და აქტიურად ვემსახურებოდი ჩემს თავსა და მეგობრებს, ჩვენი „წახემსება“ უკვე მესამედ ხორციელდებოდა. თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ეკიპაჟი გულთბილად დაგვემშვიდობა და აღნიშნა, რომ ჩვენნაირი კარგი და მზრუნველი მგზავრები მათ ჯერ არ ჰყოლიათ. მაშინ ჯერ არ ვიცოდით, რომ ჰაერში შეძენილ მეგობრებს სულ რაღაც 10 დღეში ისევ ვიხილავდით.

აი ქართული დელეგაცია უკვე აშშ-ს დედაქალაქშია, უფრო სწორად აეროპორტში და მიიჩქარის სხვა ფრენისაკენ, რომელმაც დენვერში უნდა გაამგზავროს. თუმცა აფრენის დაგვიანების გამო დენვერის რეისს ვერ მივუსწარით, მაგრამ როგორც რუსები იტყვიან „Нет худа без добра”, აღნიშნულმა დაგვიანებამ ჩვენ უფასო გაჩერება და ვახშამი მოგვიტნა ამ ქალაქში, სასტუმრო კი Hilton აღმოჩნდა. საღამოს 9 საათზე ჩაფრენიდან გამომდინარე, სულ რაღაც 12 საათი გვქონდა დედაქალაქში გასატარებლად, სასწრაფოდ გავეშურეთ სასტუმროში, დავბინავდით, დავტოვეთ ზედმეტი ნივთები და დავიქირავეთ მიკრო ავტობუსი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, რათა რესტორნის დაკეტვამდე მოგვესწრო ვახშამიც. დაახლოებით 25 საათის უძინრებმა იდეალური გეგმა შევიმუშავეთ, ავტომობილით მგზავრობისას რიგრიგობით გვეძინა და მხოლოდ გაჩერებისას ვათვალიერებდით სანახაობებს ერთად. შესაბამისად შეიქმნა უნიკალური ფოტო მასალა, რაც ძირითადად მოიცავდა მძინარე ქართველებს და არა ამ მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქის ინფრასტრუქტურას. მომდევნო დილას აეროპორტში მცირედი შოკი მივიღეთ, ბილეთების ჩვენების შემდეგ გაგვაგზავნეს მოსაცდელ ოთახში, მას შემდეგ რაც ოთახი შეივსო, კარი დაიხურა და ოთახი დაიძრა, ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია გამოუცდელ ქართველებში, თუმცა ეს „ოთახი“ აეროპორტის ავტობუსი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი სექტორიდან მეორეში მივყავდით.

შუადღეს უკვე დენვერში ვიყავით და მივემგზავრებოდით უკვე საოცნებოდ ქცეული ალბუქერქისაკენ. შორიდან გამოჩნდა საკმაოდ დიდი ქალაქი და ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, თვითმფრინავმა სიმაღლის შემცირება დაიწყო, უკვე იკვეთებოდა შენობათა სილუეტები. სწორედ ამ მომენტში მივიღეთ ამ უდიდეს ქვეყანაში ყოფნისას ყველაზე დიდი შოკი, შიში და ენით აუღწერელი ემოციები.DSC04444

თვითმფრინავის დაშვებისას, ასაფრენი ბილიკის გარშემო ტანკები, ქვემეხები და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა, ჯარისკაცები გამალებული ჟესტიკულაციით ანიშნებდნენ ერთმანეთს რაღაცას, თვითმფრინავის გარშემო კი რამდენიმე „აპაჩი“ დაფრინავდა. თითოული ჩვენგანი განცვიფრებული შეჰყურებდა სანახაობას და მხოლოდ ჯგუფის ხელმძღვანელის სიტყვები გაისმა „რა ვუთხრა მშობლებს, თუ გადავრჩით“. თვითმფრინავი დაჯდა და აღნიშნული „სანახაობა“ ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, თურმე აეროპორტი სამხედრო ნაწილის მეზობლად მდებარეობს, ყველამ შვებით ამოისუნთქა.

კონფერენცია
ქართველებმა მალე მოვიპოვეთ სრულიად კონფერენციის ყურადღება, კონფერენცია კი საკმაოდ დიდი იყო, აქ 1511 პროექტი მონაწილებდა, მათგან ნახევარი გუნდური, რომ აღარაფერი ვთქვათ ადმინისტრაციასა და ჟიურიზე. conferenceჩვენდამი ყურადღება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა – არ ვიყავით “nerdy” ანუ „შკოლნიკი“ გუნდი, გართობის ფასიც კარგად ვიცოდით და არც ქუჩაში შემხვედრ შავ კანიანებს ვაჩაგვრინებდით თავს. DSC04451კონფერენციაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ, გუნდურ ჩათვლაში პოსტ საბჭოთა სივრცეში პირველი ადგილი დავისაკუთრეთ, მსოფლიოში კი მესამე, გაგვასწრო ჩინეთისა და ამერიკის გუნდებმა. ინდივიდუალურად კი პროექტმა რომელზეც 3 ადამიანი ვმუშაობდით, მეოთხე ადგილი მოიპოვა, მეორე ქართულმა პროექტმა კი მათემატიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ჟიურის წევრთა შორის იყო მრავალი ცნობილი სახე, ნობელის პრემიის ლაურეატები, ფიზიკისა და მათემატიკის სამყაროს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის ალბათ ყველაზე ცნობილი Michio Kaku გახლავთ. ერთ-ერთმა მათგანმა, პროფესორმა რომელიც ჩემი იმ დროინდელი „კუმირი“ იყო მითხრა შემდეგი სიტყვები, რაც ალბათ არასოდეს დამავიწყდება „მსგავსი ადამიანებით უნდა ამაყობდეს შენი ქვეყანა, თქვენი პროექტი საუკეთესოა ამ კონფერენციაზე, შესაძლოა გაფორმების გამო არ დაგიწერონ უმაღლესი ქულები, თუმცა ჩემთვის დიდი პატივია შენი გაცნობა, თუ გააგრძელებ ამ საქმიანობას დიდი მომავალი გელის“. ეს დღე დაუვიწყარია ჩემთვის, რაც შეეხება გაფორმებას, ალბათ იხილეთ ფოტოებში, თუ როგორი სტენდები ჰქონდათ სხვა გუნდებს,
DSC04268  DSC04267

წარდგენილი იყო რობოტები, მოძრავი სტენდები და ა.შ. ჩვენ კი სტანდარტულ A4-ზე ამობეჭდილი, ვორდში აკრეფილი ფურცლები გავაკარით მუყაოზე, მეოთხე ადგილიც სწორედ ამან განაპირობა.DSC04329

ამერიკული ცხოვრება
ახლა მსურს ცოტა ხანი გადავუხვიო თემას და მოგითხროთ „ამერიკული ცხოვრების“ შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ 10 დღე გავატარეთ, მოვასწარით გაგვეცნო ნობელის პრემიის ლაურეატებიდან გეტოს შავკანიანთა წარმომადგენლებამდე ყველა ტიპის ხალხი.DSC04180

ამერიკაში უცნაური მიდგომა აქვთ ცხოვრებისადმი, რასაც ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. ხალხი იყოფა 3 ძირითად მიმართულებად: სწავლაზე ორიენტირებული, სპორტზე ორიენტირებული, ქუჩის უსაქმური. მათ ვინც სწავლაზეა ორიენტირებული არ აქვთ არანაირი  „კაცური“ ამბიცია, შეჩვეული არიან ჩაგვრას და იმედოვნებენ მომავალ, საქმეში წარმატებულ ცხოვრებას. ვინც ვარჯიშობს და სპორტზეა ორიენტირებული ძირითად აქცენტს სპორტით ფულის შოვნაზე აკეთებს და წინასწარაა შეგუებული ფაქტს, რომ თუ სპორტში წარუმატებელი აღმოჩნდა, მუდამ მოუწევს იმის ქვეშევრდომობა, ვისაც ბავშვობაში ჩაგრავდა, მესამე ტიპი კი ქართველ „კაი ბიჭს“ მოგვაგონებს.DSC04440

აქვე მინდა აღვნიშნო ამერიკელთა გეოგრაფიული ცოდნის შესახებ, კონფერენციის მონაწილეებმა და უბრალო მოსახლეობამ არ იცოდა საქართველოს შესახებ არაფერი, ადმინისტრაციასა და ჟიურის წევრებს სმენოდათ ან ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ ჩვენს შესახებ. ჩემი დიდი გაკვირვება კი ქუჩის მოვაჭრე სენეგალელმა პირმა გამოიწვია, ადამიანი რომელთანაც „რეპერული“ საათის შესაძენად გავჩერდი აღმოჩნდა საკმაოდ საინტერესო, ჩვენი საუბარი რეპის განხილვიდან ისტორიასა და პოლიტიკაზე გადავიდა, განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის განათლებისა და ხალხისადმი დამოკიდებულება, ამ განხილვისას გაირკვა, რომ ეს ადამიანი სენეგალიდან რამდენიმე თვის ჩამოსული იყო, საქართველოს შესახებ კი შემდეგი მითხრა „ქართველები საინტერესო ხალხი ხართ, მიღწევები თითქმის ყველაფერში გაქვთ რაც მსოფლიოში ხდება, ისტორიულადაც ასე იყო, თქვენი მეფე აფრიკაშიც კი იბრძოდა სუსტი ერის დასახმარებლად. დავით აღმაშენებელი ერთადერთი მეფე გყავდათ ვინც შეძლო ერის გაერთიანება, მისი წყალობით მოაღწიეთ დღემდე, რადგან მან მოგცათ მიმართულება, თუმცა არ მესმის თქვენი „მიშა“ პრეზიდენტად რატომ აირჩიეთ?! არ მგონია მან კარგი მოგიტანოთ, ან მის მერე მარტივად დაადგეთ სწორ გზას“. ნამდვილად არ ველოდი სენეგალელი ქუჩის მოვაჭრისგან საქართველოს შესახებ ამდენის ცოდნას, დღევანდელი გადმოსახედიდან კი ის იდეალური პოლიტოლოგი და ექსპერტიც გამოდის.DSC04374 DSC04373

ამერიკული გართობა დიდად არ განსხვავდება ქართულისგან, უბრალოდ აქ მეტი შესაძლებლობა და ინსტრუმენტია ამ საქმისათვის, სხვადასხვა მუსიკა, სხვადასხვა კლუბი, მრავალი ავტომობილი და ა.შ. ერთი შეხედვით მკაცრი კონტროლი არასრულწლოვნების კლუბში შეშვებაზე, თუმცა ისევე როგორც საქართველოში იქაც შეიძლება მოლაპარაკება. შედეგად ვიხილეთ კლუბური სიტუაცია, რეპ ბატლი ცოცხალი შესრულებით, შუქნიშნიდან შუქნიშნამდე რბოლა და „ამერიკული პიცა“. სხვათაშორის პიცერეაში ჩვენი მადით გაკვირვებული დარჩნენ, რადგან 1 პიცა 2 კაცს ძლივს გვყოფნიდა, როდესაც სხვა სტუმრები თითო ნაჭერს ვერ „ერეოდნენ“.DSC04201

დავუბრუნდეთ კონფერენციას, დახურვის ცერემონიალამდე დიდი ღონისძიება გაიმართა, სადაც ყველა ერთად შეგვკრიბეს დიდ პარკში, ჩატარდა ქანთრის შესრულების ჩემპიონატი, სალსას სწავლება და შემდეგ შეჯიბრი, პროგრამის დანარჩენ ნაწილს კი თავსხმა წვიმამ შეუშალა ხელი. თავი დიდ ანგარს შევაფარეთ. 1511 პროექტის ავტორები 3-5 კაციან ჯგუფებად დაიყო და ყველა ცდილობდა გასართობის პოვნას. აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი საქართველოდან წამოსულმა ბურთმა. სულ მალე ანგარში ცოცხალი მოედანი გაკეთდა. ცოცხალ მოედანში იგულისხმება, რომ მოედნის საზღვრები ადამიანებისგან დაიხაზა, კარები ცარიელი დარჩა და საკონფერენციო ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა 7 კაციანი გუნდებით. ქართველები სულ 4 ვიყავით, აქედან ერთი არ თამაშობდა, შესაბამისად კანადელებს შევეკარით. ფინალში „კანადა საქართველო“- „ბრაზილია“ გამარჯვება ბრაზილიელებმა დაისაკუთრეს თუმცა სხვაობა სულ 2 ბურთს შეადგენდა.DSC04411

დახურვის ცერემონიალზე დიდ ეკრანზე გაშვებული იყო სლაიდ შოუ, სადაც 8 ფოტოდან 5-ში ქართველები ვჩანდით. ჩვენი გუნდი კონფერენციის ფავორიტად დასახელდა. შესაბამისად უაღრესად ბედნიერები ვუბრუნდებოდით სამშობლოს. სწორედ წამოსვლის დღეს გამოგვადგა ჩემი „ნობათი“ როდესაც ფული სრულად დახარჯული გვქონდა და სასტიკად გვშიოდა. საქართველოდან წაღებული საკვები ეგზომ გემრიელი აღმოჩნდა.

ამერიკული აეროპორტი
ახლა მინდა ამერიკული აეროპორტის საიდუმლოება გაგიმხილოთ, ყველაფერი ზედმიწევნით მოწმდება შესვლისას, როცა საზღვრებს ტოვებ, მაშინ კი თითქმის არაფერს უყურებენ. საჩუქრებად 4 სანთებელა მომქონდა, სანამ რენტგენამდე მივიდოდი დაცვას ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა სალონში მათი ატანა, პასუხი კი ან საბარგო განყოფილებაში ჩაბარება ან გადაყრა იყო. გადავწყვიტე გამერისკა და სანთებელები ხელჩანთით გამეტარებინა რენტგენში, ჩემდა გასაოცრად არაფერი თქვეს და აკრძალული ნივთი უპრობლემოდ გამომატანეს (შესაძლოა რენტგენმა ვერ აღიქვა, რომ თუნუქის ყუთებში სანთებელები იყო, თუმცა თავად ასეთი ყუთი უკვე საეჭვოდ ითვლება, ეს ის ქვეყანაა სადაც 4-ზე მეტი ელემენტის შეტანაც კი იკრძალება.) მოკლედ აკრძალული ხილით ვტოვებდი ამერიკას, ატლანტიკის ოკეანის თავზე 10 კმ სიმაღლეზე 1032 კმ საათი სიჩქარით მოვფრინავდით. თვითმფრინავს იგივე ეკიპაჟი ემსახურებოდა ვისთანაც დავმეგობრდით და ყველაფერი იდეალურად იყო, როდესაც საკმაოდ ძლიერ ტურბულენციაში მოვყევით. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, თვითმფრინავში ყველა არსებულ ღმერთს ეხვეწებოდნენ ხსნას, მგონი ზოგმა დაივიწყა რელიგია და გვერდით მჯდომის ღმერთთანაც დაიწყო საუბარი, ამ დროს სტიუარდესა გამოვიდა სამაშველო ჟილეტით და მოგვიწოდა არ გვეპანიკა, გაემართა კუდისაკენ, რომელიც ვარდნისას ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება, რამაც უფრო მეტი პანიკა გამოიწვია. თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი უმტკივნეულოდ დასრულდა. მინდა მოგახსენოთ რომ ბოინგ777 ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავია, ნუ შეგეშინდებათ ტურბულენციის, თუნდაც ის საშუალოზე მეტად ძლიერი იყოს.

ასე დასრულდა ქართული გასეირნება ალბუქერქიში, საიდანაც ტიტულთან ერთად 16 წლის ბავშვებმა პირველად ნაშოვნი 500$ ჩამოვიტანეთ. ალბათ ეს მოგზაურობა არასოდეს დამავიწყდება. საეჭვოა, რომ ასეთი თავგადასავლები კიდევ გადამხდეს.

მოამზადა: ნიკოლოზ გიგაშვილმა

დატოვე კომენტარი

კომენტარი