Cover

თავფურცელის ფოტო აღებულია პორტალიდან www.travel.md

კიშინიოვი – ქალაქი, რომელიც შედარებით მარტივად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს, ძველი საბჭოთა ქალაქიდან თანამედროვე ქალქად იქცა თავისი მრავალი მუზეუმითა და ტურისტული ღირსშესანიშნაობით.

გავეცნოთ რამდენიმე მათანს:

ტიპოვა

ტიპოვა კიშინიოვის სიახლოვეს, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე პოპულარული ადგილია.  აქ ნახავთ კლდოვან მონასტერს, რომელიც უდიდესია მოლდოვის მასშტაბით.  მონასტერი გორებითა და ტყეებით არის გარშემორტყმული.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ეთნოგრაფიისა და ბუნების ისტორიის ეროვნული მუზუემი

კიშინიოვში მდებარე ეთნოგრაფიისა და ბუნების ისტორიის ნაციონალური მუზეუმი უძველესია მოლდოვის მასშტაბით.  დღეისათვის მუზეუმი წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ ცენტრს.  კოლექცია მოიცავს ცხოველთა ნიმუშებს, სხვადასხვა ნაცინოალურ იარაღებს, ტანსაცმელს და ა.შ.

muzeum

 

წმინდა კარიბჭე

წმინდა კარიბჭე კიდევ ერთი ისტორიულად  და არქიტექტურულად მნიშვნელოვანი ნაგებობაა კიშინიოვში.  იგი 1846 წლით თარიღდება.  თავდაპირველად ზარის დასაკიდ ნაგებობად შეიქმნა.  გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეიარაღებული ძალების პატივსაცემად საათი და მარმარილოს ფილები დაამატეს.

wminda

 

შერპენის მოედანი

შერპენის მოედანი ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კომპლექსია, რომლის მოსაპოვებლადაც 12000 ჯარისკაცი იბრძოდა.

sherpen

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

ოპერისა და ბალეტის სახელწიფო თეატრი – ადგილის მათთვის, ვინც კულტურისა და ხელოვნების მოყვარულია.  თეატრი საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა.

operkish

 

ნისტრუს სანაპირო

ნისტრუს სანაპირო მოლდოვასა და ტრანსნისტრიას შორის მდებარეობს.  სანაპიროს სტუმრობისას თვალს შეავლებთ ისტორიულ სანახოაბებს და დატკბებით მშვიდი გარემოთი.

minstru

საჰარანა

და ბოლოს… პატარა სოფელი საჰარანა მართალია კიშინიოვიდან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ მოლდოვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, სადაც იხილავთ წმინდა სამების ტაძარს.  ამ სოფლის ბუნება იმდენად თვალწარმტაცი და შთამბეჭდავია, რომ აუცილებლად გაგიჩნდებათ იქ კიდევ ერთხელ ჩასვლის სურვილი.

 

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი