ბუდაპეშტი – ქალაქი კომფორტი

2014 წლის ოქტომბრიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყება ფრენა ბუდაპეშტის მიმართულებით, რომელიც ორივე გზა დაახლოებით 140 ევროს ექვივალენტი ეღირება. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ მყარად დავგეგმე ვსტუმრებოდი ამ ქალაქს, თუმცა ბედმა გამიღიმა და მანამდე მომიწია უნგრეთის დედაქალაქში 3 დღით მოხვედრა.

ბუდაპეშტი 1.8 მილიონიანი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის (დანუბე) სანაპიროზე მდებარეობს. ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარე, ყველაზე ინტერნაციონალურია მთელს მსოფლიოში.  იგი კვეთს 10 ქვეყნის ტერიტორიას და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარე დუნაიზეა განთავსებული 4 ქვეყნის დედაქალაქი: ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.
ბუდაპეშტი (12)
მოგზაურის თავლით დანახული ბუდაპეშტი ისე აღიქმება, როგორც მთლიანად ერთი დიდი ღირსშესანიშნაობა.  მართლაც შენობა-ნაგებობებისა და სხვა სანახაობების უმრავლესობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. UNESCO-ს დაცვის ქვეშ არის მდინარე დუნაის სანაპიროები, ბუდაპეშტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გელერტის აბანოები, ბუდას სასახლის უბანი, თავისუფლების ქანდაკება, უნგრეთის პარლამენტი, გრეშამის სასახლე, ასი წლის მეტრო და სხვა უამრავი შენობა ანდრაშის გამზირზე.
ბუდაპეშტი (37)
ბუდაპეშტი, ისევე როგორც მთლიანად უნგრეთი, მდიდარია მინერალური და თერმალური წყლებით. აქ რამდენიმე ცნობილი აბანოა განთავსებული, რომელიც დღის განმავლობაში დამსვენებლებს ემსახურება,  ხოლო საღამოს კი ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრის ადგილად გადაიქცევა ხოლმე. ჩემი აზრით, ეს არის ახალგაზრდებისთვის ზედგამოჭრილი ქალაქი თავისი ცხოვრების სტილით, მანერით, გასართობი ადგილებითა და, რაც მთავარია, ფასებით, რაც საშუალო ევროპულს ნამდვილად ჩამოუვარდება.

ტრანსპორტი
აეროპორტიდან ქალაქში მოხვედრა ძალზედ ადვილია, რადგან აქ კარგად არის განვითარებული როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტიდან რამდენჯერმე მოგვიწია გადაჯდომა, ვიმგზავრეთ ძალიან კომფორტულად და, რაც მთავარია, ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით უჩვეულოდ იაფად.

სატრანსპორტო სისტემა ბუდაპეშტში კარგად არის განვითარებული და შედეგბა როგორც ტრამვაისა და საავტობუსო, ისე მიწისქვეშა სარკინიგზო ხაზებისგან. Metro Budapestმოგზაურებს ზუსტად ამ უკანასკნელის გამოყენებას ვურჩევ, რადგან ყველაზე სწრაფი და კომფორტულია.

უნგრეთის მეტრო ოთხი ხაზისგან შედგება, რომელიც მთელ პეშტის მხარეს და ნაწილობრივ ბუდას სანაპიროსაც ფარავს.
სხვათაშორის ბუდაპეშტის მეტრო ევროპის კონტინენტზე პირველია.

სანახაობა
ქალაქი არაერთ წყაროში სახელდება, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქი, მისი უამარავი სანახაობრივი ადგილით, რომლიც მსოფლიოს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. მდინარე დუნაის სანაპიროები, ანდრაშის გამზირი, ბუდას სასახლე, გმირთა მოედანი, უნგრეთის პარლამენტი და გეოთერმული აბანოები ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტს იზიდავს.

ჯაჭვის ხიდი
Széchenyi lánchíd – ადგილი ბუდაპეშტში, საიდანაც შეიძება დაიწყო ყველა მოსანახულებელი ობიექტის ათვლა. ხიდი პირველი პერმანენტული კონსტრუქცია იყო, რომელიც გადებულ იქნა მდინარე დუნაის სანაპიროზე. ინგლისელი დიზაინერის უილიამ ტერი კლარკის მიერ დაპროექტებული ხიდი დღესაც აოცებს მნახველებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ხიდის შესასვლელებთან დამონტაჟებული ლომის ქანდაკებები და, რა თქმა უნდა, მდინარე დუნაისა და ბუდას სასახლის ხედი. ტყუილად არ დავიწყე სანახაობების აღწერა ჯაჭვის ხიდიდან – ეს არის ბუდაპეშტის ერთგვარი ცენტრი, რომლის გარშემოც განთავსებულია მთავარი ღირშესანიშნაობები.
ბუდაპეშტი (6)ბუდაპეშტი (19)

კოშუტის მოედანი და უნგრეთის პარლამენტი
პეშტის მხარეს, ჯაჭვის ხიდსა და მარგარეტის კუნძულს შორის განთავსებულია კოშუტის მოედანი და უნგრეთის პარლამენტი (მეტროსადგური Kossuth Lajos tér). კოშუტის მოედანი ქალაქის სიმბოლური ცენტრია და გარშემორტყმულია ადმინისტრაციული შენობებით, აგროკულტურის სამინისტროთი, ეთნოგრაფიული მუზეუმით და ქალაქის მთავარი სანახაობით – უნგრეთის პარლამენტით.
ბუდაპეშტი (16)ნეო-გოთიკური სტილის შენობა ბუდაპეშრტის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.  აშენების მომენტში შენობა მსოფლიოში ყველაზე დიდ საპარლამენტო ნაგებობას წარმოადგენდა. პარლამენტის გუმბათი შენობის ცენტრალური ნაწილია, რომლის გარშემოც განთავსებულია უნგრეთის 16 მეფის ქანდაკება. უნგრეთის სამეფო ძვირფასეულობა და 1000 წლიანი სამეფო გვირგვინიც ზუსტად ამ დარბაზში ინახება. შენობა სიგრძეში 268 მეტრია, მისი კორიდორები კი ჯამში 20 კილომეტრზეა გადაჭიმული.  გუმბათის სიმაღლე 96 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტი ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ბუდაპეშტში.

უნგრეთის პარლამენტის შენობის მცირე დარბაზის მონახულება შესაძლებელია სრულიად უფასოდ სპეციალური რიგის საშუალებით. ხოლო სრული დათვალიერებისთვის უნდა შეუერთდეთ სპეციალურად ორგანიზებულ ტურებს ყოველდრიურად დილის 10, 12 და 2 საათზე.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ინტერნეტის საშუალებით.
ბუდაპეშტი (29)პარლამენტის წინ განთავსებულია ავსტრია-უნგრეთის ომისადმი (1848-49) მიძღვნილი მემორიალი.

წმინდა სტეფანეს ბაზილიკა
ბუდაპეშტი (3)ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ბაზილიკა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობას წარმოადგენს და ის მეორე ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ბუდაპეშტში. ბაზილიკის ზომები რომ აღიქვათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ წირვის დროს მას 8500 ადამიანის დატევა შეუძლია. ბაზილიკის მშენებლობა 1851 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაშ ორი მთავარი არქიტექტორი გარდაიცვალა და მხოლოდ მესამემ – ჯოზეფ კაუზერამ შეძლო მისი დასრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობის დროს მთავარი გუმბათი ჩამოინგრა და ტაძრის მშენებლობა  ხელახლა გახდა დასაწყები.

ბაზილიკას შესასვლელთან განთავსებულია ულამაზესი სკვერი, რომელიც მოსაღამოვებისას ხალხმრავალ ადგილად გარდაიქმნება ხოლმე. აქვეა განთავსებული ღვინის ცნობილი  რესტორანი/მაღაზია, რომელშიც ტურისტს შეუძლია დაგემოვნოს უგემრიელესი უნგრული და საერთაშორისო წარმოების ღვინოები.
ბუდაპეშტი (25)

ციხესიმაგრის უბანი
ბუდას სანაპიროზე განთავსებული კომპლექსი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნაგებობებისგან და კომპლექსებისგან. აქ მოხვედრა შესაძლებელია მეტროს სადგურ széll kálmán tér – ის საშუალებით (მეტროს წითელი ხაზი). ამ მეტრო სადგურიდან შეგიძლიათ აისეირნოთ მთაზე ან ერთი გაჩერება ჩაჯდეთ ავტობუსში. კომპლექსში მოხვედრის მეორე გზაა ჯაჭვის ხიდის ბუდა მხარეს განთავსებული ფუნიკულიორი.
ბუდაპეშტი (30)კომპლექსში შემავალი ობიექტებიდან უმთავრესია მატიასის ეკლესია და მეთევზის ბასტიონი, რომლებიც ციხესიმაგრის უბნის ცენტრში მდებარეობენ. ბაზილიკა 1051 წლით თარიღდება, როდესაც უნგრეთის მეფემ სტეფან პირველმა ააგო პირველადი ეკლესია ამ კონკრეტულ ადგილზე. 1541-1686 წლებში, ოტომანების მმართველობის დროს, ტაძარი მეჩეთად იქნა გადაკეთებული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, 1686 წელს შემოტევების დროს ნაღმტყორცნიდან ნასროლი ბირთვი მოხვდა ეკლესიის კედელს, ჩამოინგრა და წმინდა მარიამის ხატი გამოჩნდა მომლოცველი ოტომანების წინაშე. თურქებმა მეორე დღეს წააგეს ომი და დათმეს ქალაქი.
ბუდაპეშტი (21)მატიასის ეკლესიის მახლობლად არის განთავსებული მეთევზის ბასტიონი, საიდანაც უალამაზესი ხედი იშლება პეშტის სანაპიროზე და მდინარე დუნაიზე. ბასტიონი აშენებულ იქნა 1895-1902 წლებში და შედგება შვიდი კოშკურასგან, რომლებიც უნგრეთის იმ შვიდ ლიდერს განასახიერებენ, რომლებმაც დაიპყრეს ეს ადგილი და დასახლდნენ თანამედროვე ბუდაპეშტის ტერიტორიაზე.

ბასტიონის წინ განთავსებულია სტეფან მეორის ბრინჯაოს ქანდაკება. კომპლექსში ასევე განთავსებულია პრეზიდენტის სასახლე და მუზეუმი.
ბუდაპეშტი (11)
საინტერესო ფაქტია, რომ სასახლის უბანში შევხვდებით წარწერებს, რომლებიც უკუღმა გამოსახავს ქალაქის დასახელებას – პეშტ-ბუდა.

გელერტის მთა
გელერტის მთა, ისევე როგორც ბუდას სასახლე, ბუდას მხარეს არის წარმოდგენილი და აქაც ადვილად მოხვდებით მეტროს საშუალებით. ბუდაპეშტი (4)აღნიშნული მთა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამწვანებული ადგილია მთელ ბუდაპეშტში. მთა კეთილმოწყობილია დასასვენებელი სკამებით, ფანჩტურებით, საბავშვო მოედნებით, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მთის წვერში მოხვედრა ფუნიკულიორისა და ავტობუსის საშუალებითაც არის შესაძლებელი, მე გირჩევდით ფეხით აუყვეთ ამ ისტორიულ გორას. მთის წვერზე დგას წმინდა გერხარდის (იგივე გელერტის) ქანდაკება, რომელმაც მე-11 საუკუნეში უნგრეთში ქრისტიანობა გაავრცელა და სწორედ ამ მიზეზით აწამეს მისივე მფარველი მეფე იშტვანის გარდაცვალების შემდეგ. წამების საშუალება კი მართლაც სასტიკი ყოფილა:  წმინდა გერხარდი ლურსმნებით სავსე სკივრში ჩუსვამთ და ამავე მთის წვერიდან მდინარე დუნაიში დაუგორებიათ.  ამ ისტორიის სიმძაფრეს მკვეთრად აღიქვამთ, როდესაც მთის წვერზე გელერტის ქანდაკებასთან აღმოჩნდებით. მიუხედავად ტურისტების სიმრავლისა, ამ მთაზე შეძლებთ დაისვენოთ, დატკბეთ ქალაქის საუკეთესო ხედებით და სრულად შიეგრძნოთ ბუდაპეშტის სილამაზე.

დიდი სინაგოგა
ბუდაპეშტის ერთ-ერთი მშვენებაა დიდი სინაგოგა, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას ნიუ-იორკის ცნობილი სინაგოგის შემდგომ. იგი აშენდა 1859 წელს და არაერთი მსოფლიო მოვლენის მხილველი გახდა ამ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის დროს სინანგოგა ებრაელთა გეტოდ გადაკეთდა და ზუსტად ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაზიანდა. სინაგოგას კომპლექსში შედის ებრაელების მუზეუმი და ჰოლოკოსტის მონუმენტი.
ბუდაპეშტი (20)

ქუჩები და გამზირები
როგორც ყველა ქალაქში, აქაც არის გამორჩეული ქუჩა და გამზირი, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ვაცის ქუჩა (Váci utca) ქალაქის ცენტრალური ქუჩაა, რომელიც აერთებს ცენტრალურ მოედანს Vörösmarty Square და ქალაქის დიდ ბაზარს. ეს არის პეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც ოდითგანვე გადაიქცა სასეირნო და დასასვენებელ ადგილად. აქ განთავსებულია როგორც კაფეები და ბარები, ისე ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ქუჩას კვეთს ელიზაბეტის ხიდისკენ მიმავალი გამიზირი.
ბუდაპეშტი (23)ბუდაპეშტი (24)
აუცილებელია მოგზაური ესტუმროს ანდრაში გამზირს, რომელიც აერთებს ქალაქის ცენტრს ქალაქის პარკთან.  ეს გამზირი 1872 წელს აშენდა და უმეტესად ნეო-რენესასნული სტილის შენობებით არის გაშენებული. გამზირის ქვეშ გადის მეტრო, რომელიც უკვე ასწლეულს ითვლის.
ბუდაპეშტი (9)
ანდრაშიზე განთავსებულია მაღალი კლასის ბრენდების მაღაზიები, ბუტიკები და, რაც მთავარია, ღია კაფეები. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც ამ ბულვარის ცენტრში ქართულ დასახელებას მოვკარი თვალი. ქართული რესტორანი „Hachapuri“ პირდაპირ ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და,  როგორც აღმოჩდა, ადგილობრივებისა და სტუმრების საყვარელი ადგილია.
ბუდაპეშტი (10)

ქალაქის პარკი
ანდრაშის გამზირის ბოლოს განთავსებულია ქალაქის პარკი ცნობილი ზოოპარკით, ძვირფასი რესტორნით სახელად „გუნდელ“ და, რაც მთავარია, თერმალური აბანოთი, რომელიც მსოფლიოშია სახლეგანთქმული.
ბუდაპეშტის აბანო
აბანო (Széchenyi Bath) განთავსებულია ნეო-ბაროკოს სტილში ნაგებ შენობაში, რომელიც 1913 წელს აშენდა, როგორც ქალაქის პირველი პერმანენტული აბანო.  ეს ევროპის ყველაზე დიდი სამედიცინო სპა დაწესებულებაა, რომელიც 3 აუზისგან შედგება.  ორი აუზი თერმალური წყლით მარაგდება და მათში ტემპერატურა 74 გრადუსამდეც ადის. საღამოობით აბანო ახალგაზრდების შეკრების ადგილად გარდაიქმნება.
აგროკულტურის მუზეუმი

სამზარეულო
უნგრული სამზარეულო ხასიათდება ხორცის, განსაკუთრებით კი ღორის ხორცის, სიჭარბით. გეოგრაფიულ მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს ისფაქტიც, რომ აქაური სამზარეულო ძალიან ჰგავს პოლონურ, ჩეხურ, უკრაინულ, სლოვენიურ, შვეიცარიულსამზარეულოებს. მაგალითისათვის, პოპულარულ ტრადიციულ სამზარეულოში შედის ისეთი კერძები, როგორიცაა ლეჩო, ხორცის რულეტი, შნიცელი, ალუბლის წვნიანი და ა.შ. თუმცა უნგრული სამზარეულო ასევე გამოირჩევა თავისი ისტორიული და ტრადიციული კერძებითაც, როგორიცაა „გულიაში“ (მზადდება ძირითადად ღორის ხორცისგან) და „მეთევზეთა სუპი“ (წითელი წიწაკისგან და თევზისგან დამზადებული წვნიანი).

ღამის ცხოვრება
როგორც არაერთხელ ვახსენე, ბუდაპეშტი ახალგაზრდული ქალაქია და, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერია გართობისთვის. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ცენტრალური სკვერი, დეკორატიული აუზით და ეშმაკის ბორბალი. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში და მათი შეკრების ადგილს წარმოადგენს. აქვეა მაღაზიები, რომლებიც ალკოჰოლური სასმელებით – კერძოდ კი უნგრული ღვინით ვაჭორბენ. თუ ღამე გაივლით სკვერს, აუცილებალდ თავლში მოგხვდებათ უთავალავი ცარიელი ღვინის ბოთლი.
ბუდაპეშტი (8)
ღამის 11 საათიდან კი ჯერი კლუბებზე დგება. ერთ-ერთი სახელგნათქმული კლუბი „ინსტანტი“ ანდრაშის გამზირზე, ოქტაგონის მახლობლად მდებარეობს და ცნობილია თავისი დიზიანით, ხალხმრავლობითა და, რაც მთავარია, დაბალი ფასებით.
ბუდაპეშტი (7)

და ბოლოს…
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალაქს თავისი ხიბლი აქვს, ბუდაპეშტი ყოველთვის დარჩება როგორც ყველაზე ახალგაზრდულ და კომფორტულ ქალაქად, რომელშიც ოდესმე მიმოგზაურია. ეს არის ადგილი,  სადაც ასაკის მიუხედავად ყველა კარგად გრძნობს თავს. გაუთანაბრდე ამ ქალაქს და ზოგადად ქვეყანას არის ზუსტად ის ევროპული გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაიაროს.

დატოვე კომენტარი

კომენტარი