Cover

გერმანიის დედაქალაქ ბერლინისმრავალფეროვან და მიმზიდველ ღირსშესანიშნაობებს შორის ერთ-ერთია ზოოპარკი.  გერმანიის მასშტაბით, „Zoologischer Garten Berlin“ ყველაზე ცნობილი და ძველია.  იგი გაიხსნა 1844 წელს.  მთელ მსოფლიოში ზოოპარკებს შორის ბერლინის ზოოპარკი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია.  მისი ფართობი 34 ჰექტარია და  იქ ვიზიტორებს შეუძლიათ ცხოველთა სამყაროს 20500-მდე  წარმომადგენელი იხილონ. სტატისტიკურად ევროპაში ბერლინის ზოოპარკს ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს.  2013 წელს მათმა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

zooberlin

ზოოპარკის შემადგენლობაში შედის ბერლინის აკვარიუმი („Das Aquarium Berlin“).  ის 1913 წელს აშენდა და დღეისათვის მის შემადგენლობაში  9000-ზე მეტი წყლის ცხოველი შედის.  ზოოპარკიც და აკვარიუმიც გასაოცარი სანახაობაა მათთვის, ვისაც იზიდავს ცხოველთა სამყარო.

არსებობს 15 განსხვავებული მინი-ტური და პროგრამა, რომელიც ეხმარება სტუმრებს ამ ზღვა ინფორმაციის მარტივად და ხალისიანად მიღებაში.
akuarium

„Zoologischer Garten Berlin“-ის მონახულება შეგიძლიათ ყოველდღურად, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.  შესვლის საფასური ზრდასრულთათვის მხოლოდ ზოოპარკში 13 ევროა, ხოლო ზოოპარკსა და აკვარიუმში – 20 ევრო.  ასევე მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლება ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. ასევე შესაძლებელია საოჯახო ბილეთებისა და რამდენიმე განსხვავებული აბონემენტის ყიდვა, რაც ფასში საგრძნობ სხვაობას მოგცემთ.  ზოოპარკის ბილეთის დაჯავშნა ან შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტსაიტისა და სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მეშვეობით.

zooo2

კომპლექსი ვიზიტორებს სთავაზობს უგემრიელეს საკვებს ტერიტორიაზე განლაგებულ რამდენიმე კაფესა და პატარა კიოსკში.  დამღლელი ექსკურსიის შემდეგ, უამრავი ვიზიტორი სტუმრობს ამ კაფეებს ძალების აღსადგენად და ექსკურსიების გასაგრძელებლად.

kafezoo

ზოოპარკში ასევე განთავსებულია მაღაზია, სადაც იყიდება სხვადასხვა სუვენირი, მაისურები ცხოველთა გამოსახულებით, ჟურნალები, ვიდეო და აუდიო მასალა და სხვა.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი