Cover

საქართველო ბევრი სამთო კურორტის პატრონია.  ამ კურორტებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ბახმარო.  ბახმარო გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, მესხეთს ქედზე მდებარეობს.  ბახმაროს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მაღალა მდებარეობს.  ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი კი ზუსტად 2050 მეტრზეა.  ბახმარო კურორტად 1923 წელს გამოცხადდა.  ის მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.  ბახმაროში თოვლის საფარი ძირითადად 5-დან 7 მეტრამდე იდება, აქედან გამომდინარე კოტეჯები (სააგარაკო სახლები) მაღალ ბოძებზე დგას და უკეთესად უძლებს დიდთოვლობას.

baxmaro

 

ბახმარო გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით.  მთის მშრალ ჰაერს ერთვის ზღვის ნოტიო ჰავა და ჯამში სასიამოვნო და სამკურნალო ნაზავი იქმნება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სისხლნაკლებობით, ასთმით, ასევე ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია ბახმაროში დასვენება. ბახმაროს ჰავა ასევე უწყობს ხელს იმუნიტეტის გაძლიერებას როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში.  დასასვენებელი სეზონი ბახმაროში მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტომდეა.  19 აგვისტოს, ფერისცვალებას ტარდება ტრადიციული დღესასწაული და ამით აღინიშნება სეზონის დასასრული, თუმცა დამსვენებლები აგვისტოს ბოლომდეც მრავლად არიან კურორტზე.

grublebi

 

კოტეჯების ღირებულება მთელი სეზონის განმავლობაში დაახლოებით 1000 დოლარიდან 3000 დოლარამდე ჯდება.  წლევანდელ სეზონზე გაკეთდა ახალი კეთილმოწყობილი სასტუმრო „ბახმარო“.  ნომრების ღირებულება 130 დოლარიდან 180 დოლარამდეა.  თანხაში კომფორტულ ნომერთან ერთად  ოთხჯერადი კვებაც შედის.  თითოეულ ნომერში ოთხი საძინებელია.

sastumro

 

მთის კურორტების მოყვარულთათვის ბახმარო უნიკალური ადგილია.  ულამაზესი ბუნება და ჰაერი ბახმაროს შეუდარებელს ხდის.  მთის წვერიდან ქვემოთ ღრუბლებს დაინახავთ, ხოლო თუ ცა მოწმენდილია, ღრუბლების მაგივრად მთიდან ზღვა ჩანს.

xedi

zgva

 

 

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი