OLYMPUS DIGITAL CAMERA

ბადენ-ბადენი გერმანიის სამხრეთდასავლეთით მდებარე ულამაზესი საკურორტო ქალაქია. ის მდებარეობს ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტყის Schwarzwald -ის მახლობლად. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 54 000 ადამიანს. ქალაქის მცირე ზომის მიუხედავად, იგი მსოფლიოში ცნობილია თავისი ღირსშესანიშნაობებით, თერმული წყლებით, სპა ცენტრებითა და კაზინოთი.

ბადენის ხედი მერკურის მთიდანბადენ-ბადენი გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ძვირი ქალაქია. ეს განპირობებულია შვეიცარიასთან და საფრანგეთთან ახლო მდებარეობით. 1797-1799 წლის რაშტატის (ქალაქი ბადენ-ვიურტემბერგში) კონგრესის მიმდინარეობის დროს, ბადენ-ბადენი მიჩნეული იყო სპა-ქალაქად. ის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ევროპის ქალაქებს შორის, რეკრეაციული და დასასვენებელი ზონების სიმდიდრით. მისი პოპულარიზაცია მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო. ბადენი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორებიც იყვნენ: ნაპოლეონ III, დედოფალი ვიქტორია, ვილჰელმ I, დოსტოევსკი და მრავალი სხვა.

კაზინო ბადენიაღსანიშნავია, რომ ორივე მსოფლიო ომის დროს ბადენი გადაურჩა დანგრევას და შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე. მდიდრული ვილები, პატარა ლამაზი ქუჩები, გამწვანებული პარკები, ურიცხვი შადრევანი, უძველესი არქიტექტურული შედევრები – ეს ყველაფერი მთლიანობაში საოცარ სილამაზეს ქმნის, რომლის ნახვისას ვერცერთი მოგზაური გულგრილი ვერ რჩება.

ბადენ-ბადენი, სოფიას ქუჩაბადენ-ბადენის სტუმრებს ძირითადად მაღალ სოციალურ ფენას მიკუთვნებული ტურისტები წარმოადგენენ, რომელთა ვიზიტის ძირითადი მიზანია აზარტული თამაშები ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი, გამაჯანსაღებელი სპა ცენტრები.

კაზინო ბადენ-ბადენიბადენის კაზინოები ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც მოთამაშე, აზარტულ ადამიანებზე, ისე უბრალო მნახველებზეც.

“Casino Baden-Baden”-ი, რომელსაც მარლენ დიტრიხი “მსოფლიოში ულამაზეს კაზინოს” უწოდებდა, 250 წელზე მეტია, რაც დაარსდა. თეოდორე დოსტოევსკიმ სწორედ ამ კაზინოში თამაშის შემდეგ დაწერა რომანი “მოთამაშე”. 21-ე საუკუნემდე კაზინო მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენელი VIP სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან კი კაზინო ნებისმიერი ვიზიტორისთვის არის ხელმისაწვდომი. დღის განმავლობაში კაზინო მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. მისი ულამაზესი დარბაზების მონახულება ტურისტებს 10 ევროს საფასურად შეუძლიათ. მოგვიანებით კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ბედი სხვადასხვა აზარტულ თამაშში მოსინჯოს.

შვარცვალდიტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ნაციონალური პარკი Schwarzwald-ი. მოგზაურებს შეუძლიათ ისარგებლონ უამრავი ტურით, რომელის დროსაც ისინი ველური ბუნების საოცარ თავისებურებებს შეხვდებიან.

სპა-ცენტრიბადენ-ბადენი ტურისტებს ძირითადად თავისი ცნობილი სამკურნალო წყლებით იზიდავს. ქალაქში უამრავი სპა ცენტრია. ეს ცენტრები განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებებად ითვლებიან. სამკურნალო თერმული წყლები და უმაღლესი დონის მომსახურება ბადენის სპა ცენტრების მთავარი ღირსებებია.

რომაული აბანოქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან აგრეთვე აღსანიშნავია უძველესი რომაული აბანოები. როგორც ჩანს, უძველეს დროშიც კი, რომაელებმა უკვე იცოდნენ ბადენის თერმული წყლების სასარგებლო თვისებების შესახებ. მათი ისტორია 2000 წელზე მეტს იზიდავს და ჩვენამდე მხოლოდ აბანოების ნანგრევებმა მოაღწია.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი