Cover

ჰოლანდიელი მკვლევარის იაკობ როგევენის მიერ 1722 წელს აღმოჩენილი ეგრედ წოდებული აღდგომის კუნძული ჩილეს რესპუბლიკის კუთვნილებაა.  ვულკანური  წარმოშობის კუნძულზე, სამი მიძინებული ვულკანი მდებარეობს.  იგი ჩილეს შემადგენლობაში 1888 წლიდან შედის და იმართება როგორც ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის – ვალპარაისოს პროვინცია.მდებარეობს წყნარ ოკეანეში ჩილედან 3600 კილომეტრის დაშორებით და ითვლება ყველაზე შორ დასახლებულ კუნძულად.  კუნძულის სახელი მისი აღმოჩენის დღესთან არის დაკავშირებული, იაკობ როგევენმა ის აღდგომის დღეს აღმოაჩინა. ადგილობრივების ენაზე მას რაპანუი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მკვლევარი კუნძულის მოსახლეობას ძველ პერუელებად მიიჩნევს, რადგან იქ აღმოჩენილია ისეთივე პირამიდები, როგორიც პერუში.

xedi

 

აღდგომის კუნძლის შორეული ისტორია მრავალფეროვანია,ხოლო მის მობინადრეებს კი ბევრი გაჭირვების გამოვლა მოუხდათ: შიმშილობის, სამოქალაქო ომის, მონათვაჭრობის, კოლონიალიზმისა და ეპიდემიების სახით. კუნძლის მობინადრეები სხვადასხვა მითოლოგიურ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ტანგატა-მანუა, ანუ ადამიანი ფრინველი.

ადამიანი ფრინველის კულტის ცერემონიის ადგილი, პატარა კუნძული მოტუ-ნუი.

motu

 

საკმაოდ თავისებური და საინტერესო ისტორიის მქონე კუნძულზე ტურიზმი დღემდე განვითარების პროცესშია და ყოველწლიურად მას უფროდაუფრო მეტი მოგზაური სტუმრობს.  დღეისათვის წელიწადში დაახლოებით 40000-მდე ტურისტი ჩადის აღდგომის კუნძულზე.  ტურიზმი კუნძულის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე უხვად არიან ადგილობრივები, რომლებიც მრავალ ენაზე საუბრობენ და გიდებად მუშაობენ.

agdgomis

 

სხვადასხვა თავისებურებებისა და მრავალფეროვანი კულტურის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში აღდგომის კუნძულმა სახელი გაითქვა მოაის ქანდაკებებით.  მოაი, ეს ქვის დიდი ქანდაკებებია, რომლებიც აგებულ იქნა 1100–1680 წლების განმავლობაში.  ქანდაკებები აგებულია დაპრესილი, გამაგრებული ვულკანური ფერფლისგან ან ტუფისგან.  ამ მასალებს ერთადერთ ადგილას, ჩამქვრალ ვულკანთან რანო-რარაკუშისთან მოიპოვებდნენ.  ერთი მოაის დასამზადებლად რამდენიმე კაციანი ჯგუფი დაახლოებით ერთ წელს მუშაობდა. ძირითადად ქანდაკებები განლაგებულია ეგრედ წოდებულ აჰუზე, ანუ ქვისგან ნაშენებ პლატფორმებზე.

qandakeba

 

ამჟამად კუნძლზე 887 მოაის ქანდაკებაა. ყველაზე დიდი მოაი 82 ტონას იწონის და სიმაღლეში 9,8 მეტრია. მოაის თითქმის სრული უმრავლესობა ფეხზე მდგარი გამართული ქვის სილუეტებია, თუმცა საკმაოდ იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მუხლებზე დაჩოქილი მოაი.  ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ქანდაკება დგას ოკეანის საპირისპიროდ და  მიმართულია კუნძლის ცენტრისკენ.  მოაის გარდა რაპანუიზე კიდევ ერთი უცნაური ქვის ძეგლია – დიდი მრგვალი ქვა, რომელიც  გარშემორტყმულია წრიულად განლაგებული პატარა ქვებით.  ამ ძეგლს მსოფლიოს ჭიპს უწოდებენ და ასევე მისი მსგავსი აღმოჩენილია ახალ ზელანდიაში.

moas

qandakebebi2

qandakebebi3

 

 

 

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი