Cover1

ქართველი ტურისტები ზაფხულში, როგორც წესი, ან ეგვიპტეში ისვენებენ ან თურქეთში.  ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა ზღაპრულ გარემოს გვიხატავს არჩეულ კურორტთან თუ სასტუმროსთან დაკავშირებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავადაც არ აქვთ წარმოდგენა, თუ როგორი მომსახურება და პირობებია კონკრეტულ ობიექტში. ამიტომაც აუცილებელია ყურადღებით აირჩიოთ ტურისტული სააგენტო და ასევე თავადაც მოიძიოთ ინფორმაცია არჩეულ სასტუმროსთან დაკავშირებით. ინტერნეტ სივრცეში უამრავი საიტია, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ დამსვენებლების შთაბეჭდილებებს: დადებითსაც და უარყოფითსაც.

ერთ-ერთი ასეთი საიტია http://www.virtualtourist.com/,საიდანაც ამოვკრიბეთ რამდენიმე განხილვა, რომელიც ეგვიპტეში დასვენების მსურველებს დააინტერესებს.

მომხმარებელი: rossantony

ტაქსი ხურგადაშიტაქსის მძღოლები მუდამ იმას ცდილობენ, თუ როგორ აგწაპნონ დამატებითი თანხები.  არასოდეს ჩაჯდეთ სტაფილოსფერ  ტაქსიში,  თუკი ხელთ არ გაქვთ წვრილი ფული. მაგალითად, აძლევთ 100 ეგვიპტურ ფუნტს და ამ დროს ტაქსის მძღოლი გეუბნებათ, რომ ეს არის 10 და არა 100 და მართლაც, დაიხედავთ და ხელში გიჭირავთ 10 ეგვიპტური ფუნტი 100-იანი კუპიურის ნაცვლად.   აგრეთვე შეუთანხმდებით მძღოლს 10 ფუნტზე და ადგილზე მისვლისს აღმოჩნდება, რომ 10 ფუნტი გადასახდელია ერთ მგზავრზე და არა მთელ მარშრუტზე.

სოფლის გზა – სეკალა 10 ეგვიპტური ფუნტი
ხურგადა – მაგავიში 20 ეგვიპტური ფუნტი
ხურგადა – საჰჰაშეში 40 ეგვიპტური ფუნტი
ხურგადა – ელ გოუნა 40 ეგვიპტური ფუნტი

საჰჰასეშიდნ ელ გოუნამდე არის 25 კმ, 30 წუთის მანძილი. ასე, რომ კიდევ უფრო ნაკლები მანძილი შედარებით იაფი უნდა ღირდეს.

ასევე გირჩევთ მოძებნოთ პირადი მძღოლი, რომელიც მოგემსახურებათ მთლიანი ტურის განმავლობაში.  თუკი მძღოლი შეეცდება თქვენს გაღლეტვას ან მაღალი სიჩქარით ივლის, უბრალოდ სთხოვეთ გააჩეროს მანქანა და ჩამოდით, ახალი ტაქსი სულ რადენიმე წამში გამოჩნდება.

მომხმარებელი: pocari

მზე ხურგადაში ძალიან მწველია.  ამიტომ დარწუნებულნი იყვით, რომ საიმედოდ ხართ დაცულნი მზის სხივებისგან.  როდესაც ჩემმა მეგობარმა მიიღო დამწვრობა, ჰიპერმრკეტ “Spinney’s”-ში შევიძინეთ იაპონური სასმელი “POCARI SWEAT”, რომლის მიღების შემდეგაც ჩემს მეგობარს სიცხე დაეწია. მისი ხშირად მიღება დაგიცავთ დეჰიდრატაციისა და მზის დარტყმისგან.

მომხმარებელი: Aurorae

თუკი თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარეა უცხო საკვების მიმართ, დიარეა გარანტირებული გაქვთ.  მსგავსი პრობლემის წარმოშობისას მიმართეთ ადგილობრივ აფთიაქს და შეიძინეთ პრეპარატი სახელწოდებით ენტოციდი 1.  ეგვიპტეში გავრცელებულია ბაქტერიის სახეობა, რომელიც ევროპელებისათვის უცხოა და დამსვენებლთა 80% დგება ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ მხოლოდ აადგილობრივი პრეპარატებს აქვს მოქმედება.

მომხმარებელი: spacebarb

მაღაზების რიგირ ეგვიპტეშითავი შეიკავეთ დროებითი ტატუსგან, რომელსაც „შავი ინისგან“ აკეთებენ.  არამხოლოდ ხურგადაში, არამედ მთელ  ეგვიპტეში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დროებითი ტატუს გაკეთებას შემოგთავაზებენ.  პირველ რიგში სამყაროში საერთოდ არ არსებობს შავი ინა, იგი მხოლოდ მოწითალო ყავისფერია.   სუბსტანცია, რომელსაც  შავი, დროებითი ტატუს შესაქმნელად იყენებენ, შეიცავს ქიმიურ ნაერთს, რომელიც ინარჩუნებს შავ ფერს და სხეულზე გამოსახვის  ხანგრძლივობას.  ამ ნივთიერებას შეიცავს თმის საღებავი, კარტრიჯი და სხვა ნივთიერებები. ალბათ, ყველასათვის გასაგებია, თუ რაოდენ ტოქსიკური შეიძლება იყოს მსგავსი საღებავით შექმნილი მოხატულობა.  ტატუირებიდან ორი კვირის თავზე, როდესაც მოხატულობა ქრება,  კანზე ეწყებათ ქავილი და უჩნდებათ წყლულები.  ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ კანის ექიმს და იმკურნალოთ.

უარეს შემთხვევაში შესაძლოა თქვენი კანი გახდეს ალერგიული და მგრძნობიარე იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ამ ქიმიურ ნაერთს.

მომხმარებელი: brswiss

მანდილოსნებო უფრთხილდით გამაღიზიანებელ მამაკაცებს!  ქალებისათვის ქუჩაში სეირნობა, მამაკაცის თანხლების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია, განსაკუთრებით ქალაქის სავაჭრო ნაწილში, რადგან ადგილობრივი მამაკაცები უბრალოდ მოსვენებას არ აძლევენ მათ, საუბარს არ წყვეტენ, თუნდაც საკუთარ თავთან.  ისინი ფაქტობრივად ავალდებულებენ მანდილოსნებს, რომ შეიძინონ რაიმე ნივთი და მაღაზიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.  მსგავსი მოვაჭრეები თავს თქვენს მეგობრად მოგაჩვენებენ და მოგხიბლავენ ფრაზით: „შეგიძლიათ მენდოთ, თუკი რამე გაგიჭირდათ, მე დაგეხმარებით, სხვას არავის ენდოთ, რადგან ყველა ცდილობს ტურისტების გასულელებას, მაგრამ  მე არა – მე დღეიდან თქვენი მეგობარი ვარ.“  მსგავსი ტიპის მლიქვნელობას არა მხოლოდ მოვაჭრეები, არამედ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს თანამშრომლებიც ეწევიან.

ჩემი რჩევაა, რომ ქალაქის ქუჩებში ისეირნოთ მამაკაცთან ერთად ან თუ მარტო იქნებით:  არავის გაუღიმოთ და დაელაპარაკოთ; არ ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, და საერთოდ, მოაჩვენეთ თავი რომ ეს ენა არც კი გესმით.

მომხმარებელი: lotharlerch

ვიზა ეგვიპტეში შესასვლელადსულ რაღაც ერთი წუთიც არ იქნება გასული ეგვიპტის მიწაზე თქვენი ფეხის დადგმიდან, რომ თაღლითობის პირველივე ფაქტს წააწყდებით.  აეროპორტში შესვლისას, მანამ სანამ ჩადგებით პასპორტის კონტროლის რიგში, თქვენ მოგიწევთ ვიზის ყიდვა, რაც რეალურად არ არის ვიზის იდეის მატარებელი, რადგან არ მოწმდება არც თქვენი სახელი და არც ნაციონალობა.  ეს უბრალოდ გადასახადია ქვეყანაში შესასვლელად.  მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგალითად,  თურქეთში.

აეროპორტში შესვლისთანავე დაინახავთ ხალხის ჯგუფს დახლებთან, სადაც უამრავი სპეკულიანტი დგას ხელში ფურცლებით, რომლებზეც ტურისტული კომპანიების ლოგოებია გამოსახული.  დახლებზე ოქროსფერი ან ლურჯი დიდი ასოებით აწერია – ვიზა მხოლოდ 15 დოლარად.   როდესაც გაირკვევა თუ რომელი სააგენტოს მომსახურებით სარგებლობთ, გადასახადი 25 ევრომდე იწევს, რაც რეალურად 37 – 38 დოლარია.  სანაცვლოდ თქვენ იღებთ ვიზის უბრალო სტიკერს და, რაც მთავარია,  გადახდის ქვითრის გარეშე.

ვიზის რეალური ფასი ნამდვილად 15 დოლარია.  იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დანახარჯი, მიმართეთ ბანკს აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც მიიღებთ ვიზას თავისსავე ფასში.

მომხმარებელი: MalenaN

ოკეანეში ჩაყვინთვისას არ შეეხოთ თევზებს მორიელისებრთა ოჯახიდან (ქვა-თევზი, ლომთევზა და ა.შ), რადგან ისინი შხამიანები არიან.

ასევე გამიგია, რომ სპინაროგები თავს ესხმიან მოცურავეებს და კბენენ თითებზე.

მომხმარებელი: Kushelkitten

შარმ ელ შეიხი
პირველი ვიზიტი ეგვიპტეში უმრავლსეობისთვის რთული მომენტია.  მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა თაღლითი ეგვიპტელი მოვაჭრეების შესახებ, ტურისტთა უმრავლესობა მოუმზადებილი ჩადის და ებმება კიდეც მათ მიერ დაგებულ მახეში.

ქუჩაში სეირნობისას აუცილებლად შეგხვდებათ რომელიმე ეგივპტელი და შეგეკითხებათ – „ საიდან ხარ?“ – „რა გქვია?“ და ა.შ.  არ გასცეთ პასუხი!  წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც კი გააცნობიერებთ ისე აღმოჩნდებით მათ მაღაზიაში, იქიდან გამოღწევა კი არც თუ ისე მარტივია.  მათი თავიდან მოსაშერებელი ჩემს მიერ ნაცადი საუკეთესო გზა არის, რომ მშვიდად უპასუხოთ – „გმადლობთ, არ მაინტერესებს“ ან „მე ეს ნივთი უკვე შევიძინე.“

წყარო: http://www.virtualtourist.com/

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი