Cover

ალბათ, ყველა ტურისტისთვის მოგზაურობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხოებაა. რამდენად უსაფრთხოა ის ქალაქი თუ ქვეყანა, რომლის მონახულებასაც აპირებთ? არის კი ისეთი ადგილები, სადაც კრიმინალის შემთვევები ნულის ტოლია? მსგავსი უტოპიები არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია დასახელდეს ქალაქები, სადაც, კვლევების მიხედვით, კრიმინალისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები შედარებით ნაკლებია.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის კვლევების მიხედვით შედგა ამერიკის შეერთებული შტატების 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სია.

ბურლინგტონი, ვერმონტი

ბურლინგტონი
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით მთლიანად ვერმონტი აღიარეს, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო შტატი მენისა და ნიუ ჰემფშირის შემდეგ. ბურლინგტონმა კი ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სიაში, კრიმინიალის დაბალი მაჩვენებლით, მე-2 ადგილი დაიკავა.

ვირჯინიის სანაპირო, ვირჯინია

ვირჯინიის სანაპირო
საცხოვრებლად ყველაზე მშვიდი გარემო, ალბათ, ზღვის სანაპიროზეა. მიუხედავად იმისა, რომ ვირჯინიის სანაპირო სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს, მან მაინც მოიპვა ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილის სტატუსი.

პორტლენდი, ორეგონი

პორტლენდი
კრიმინალისა და სექსუალური ძალადობის საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით პორტლენდმა საუკეთესო შედეგი ჩვენა უსაფრთხო ქალაქების სიაში.

ბოლდერი, კოლორადო

ბოლდერი
ალბათ, ბოლდერის ლამაზი ბუნების დამსახურებაა, რომ მისი მაცხოვრებლები მშვიდ საცხოვრებელ გარემოს ინარჩუნებენ. ძალადობის მაჩვენებლით ეს ქალაქი სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. სექსუალური ძალადობის ინდიკატორი ბოლდერში საშუალოზე დაბალია.

სიეტლი, ვაშინგტონი

სიეტლი
სიეტლი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო შტატში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალის დონე არც თუ ისე დაბალია, იგი უსაფრთხო ქალაქების ათეულში სექსუალური ძალდობის დაბალი მაჩვენებლის წყალობით მოხვდა.

ფორტ ვეინი,ინდიანა

ფორტ ვეინი
ჩიკაგოს, ცინცინატსა და დეტროიტს შორის მდებარე ქალაქი ფორტ ვეინი წარმოაგენს ადგილს, სადაც დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი კრიმინიალის დონე ყველაზე დაბალია.

სკოტსდეილი, არიზონა

სკოტსდეილი
სკოტსდეილი – დასავლეთის ყველაზე დასავლურ ქალაქი. იგი გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ქალაქშიც, როგორც სხვა დანარჩენებში, კრიმინალისა და სექსუალური ძლდობის დაბალი მაჩვენებელია.

ლექსინგტონი, კენტუკი

ლექსინგტონი
მიუხედავად იმისა, რომ ლექსინგტონმა ვერ აჩვენა საუკეთესო შედეგი უსაფრთხოების შეფასების სამ კატეგორიაში, ის მაინც მოხვდა ათეულთა შორის საშუალო მაჩვენებლით. ლექსინგტონში მოხვედრისას არ გაგიკვირდეთ თუკი დაინახავთ პოლიციელებს, როლებიც ქალაქში ცხენებით მოძრაობენ. ეს ადგილი მსოფლიოს ცხენების დედაქალაქის სახელითაც არის ცნობილი.

მინეაპოლისი და სენტ პოლი, მინესოტა

მინეაპოლისი
ეს ორი ქალაქი უსაფრთხო ქალაქების სიაში სექსუალური ძალადობის დაბალი მაჩვენებლის წყალობით მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალის ინდიკატორი არც თუ სახარბიელოა, მინეაპოლისი და სენტ პოლი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მაღალი შეფასების შედეგად მოხვდნენ ამ ათეულში.

სპოკენი, ვაშინგტონი

სპოკენი
ეკონომიკისა და მშვიობის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით სპოკენი, სიეტლის მსგავსად, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო შტატში მდებარეობს. ამ ქალაქში კრიმინალისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები საშუალოზე დაბალია.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი