ალტეა, კოსტა ბლანკა

ქალაქი ალტეა (Altea) ეპანეთის პროვინცია ალიკანტეში მდებარეობს და ტურისტულ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს, რომელიც კოსტა ბლანკას სახელით არის ცნობილი. აქ ტურიზმის განვითარება 1950 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ადგილობრივი ეკონომიკა მთლინად არის ამ სფეროზე დამოკიდებული. ალიკანტეს იდეალური ამინდი, საუცხოო სამზარეულო, კარგად შენახული ძველი ქალაქი და მშვიდი ატმოსფერო მრავლად იზიდავს ევროპელ ტურისტს. კურორტმა პოპულარობის ზენიტს ბოლო ორი წლის განამვლობაში მიაღწია.
ქლაქის სიმცირის გამო მისის შემოვლა ფეხთ არის შესაძებელი. ვიწრო მოკირწყლული ქუჩები ადგილობრივებისთვის გადაადგილების მთავარ არტერიას წარმოადგენს. ვიწრო მოკირწყლულ ბილიკებს ალტეას გორაკისკენ მივყავართ, სადაც ტერასებზე განთავსებულია კაფეები და ბარები, იმისაათვის რომ შეისვენო და დატკბე ხედებით.

გორაკის თავზე განთავსებულია ქალაქის სიმბოლო, ტაძარი, რომლის სახლეწოდებაც ასე ჟღერს: Church of Our Lady of Comfort. ეკლესია გამორჩეული, ორგუმბათოვანი არქიტექტურით არის ნაშენი. მასთან მიმავალ ლაბირინთოვან გზაზე მრავლად არის განთავსებული ლოკალური კაფეტერიები.

ალტეას ძველი მკვიდრნი უმეტესად მეთევზეობით იყვნენ დაკავებულები თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, დღეს ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელს ტურიზმი წარმაოდგენს. აქ მოსახლეობის თითქმის 66%-ს უცხოელები წარმოადგენენ, სავარაუდოდ ეს არის საუკეთესო ადგილი სიბერის გასატარებლად.

ფოტოს ავტორები: Baz Richardson, Russ David, Felipe Gabaldón

დატოვე კომენტარი

კომენტარი